Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-08-12

2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში ბევრი ერიდება Peugeot-ის შეძენას, იმ მარტივი მიზეზით რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად ფუჭდება და სერვისი კი ძვირი ჯდება. დღეს ვისაუბრებ პირველი თაობის Peugeot 308-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე. Peugeot 308 T7, იწარმოებოდა 2008–2013 წლებში. საქართველოში მათი ფასი: $3,400-$5,000-მდე მერყეობს.

ზეთის ხარჯი - პირველი თაობის პეჟო 308, აღჭურვილია EP სერიის ძრავებით. მისი ძრავის დგუშის რგოლები, არ გამოირჩევა საიმედოობით, მალევე ცვთება, დაახლოებით 50-60,000 კმ-ს გავლისას. ეს ყველაფერი კი ძრავში ზეთის ხარჯის გაზრდას იწვევს. ყოველი 1000 კილომეტრის გავლისას 1 ლიტრი ზეთის დამატება მოგიწევთ.


ჯაჭვი და მისი დამჭიმები - თუ Peugeot 308-ს შეიძენ 1.6 THP ძრავით, მაშინ იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ 50-70,000 კილომეტრის გავლისას შეცვალო ძრავის ჯაჭვი და დამჭიმები. შესაცვლელი ჯაჭვით და დამჭიმებით სიარულს არ გირჩევ. არის ალბათობა ჯაჭვი გადახტეს, რაც არუნდა პარადოქსი იყოს გაწყდეს. ეს კი დიდი პრობლემების მომტანია, მოგიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რაც ძალიან ძვირი ჯდება. 

გადაცემათა კოლოფი - ოთხსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი AL4, ძალიან ფაქიზი მოსავლელია. მას არ უყვარს აგრესიული მართვის სტილი, სწრაფი დაძვრები და რაც მთავარია ზეთი ყოველ 30,000 კმ-ს გავლისას უნდა შეუცვალო. არასწორი ექსპლუატაციის პირობებში გადაცემათა კოლოფი მალე გამოვა წყობრიდან.



დაკიდების სისტემა - პეჟოს დაკიდების სისტემა საკმაოდ საიმედოა, ცვეთადი დეტალები 100,000 კილომეტრსაც უძლებს, თუმცა Peugeot 308-ის  სუსტი წერტილი, წინა მორგვის საკისარია.

მუხრუჭები - რაც შეეხება მუხრუჭებს, საშუალოდ მათი რესურსი 40,000 კილომეტრს შეადგენს. 

 

მსგავსი სტატიები

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
2020-04-21

15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო. დღეს პირველი თაობის მინი აღარ ღირს კოლუსალური თანხა და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კ

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2020-07-02

დღეს განვიხილავთ მეხუთე სერიას BMW F10-ს. ის იწარმოებოდა 2010-დან 2017 წლამდე. საქართველოში BMW F10 550-ის ფასი: $8,000-დან $20,000-მდე მერყეობს, ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით ბავარი

2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2020-08-04

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მეორე თაობის X-Trail T31-ის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. Nissan X-Trail T31-ის წარმოება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე გამოდიოდა. საქართველოში მისი ფასი $4,000-7,500 მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებუ