2020-08-12

განახლებული - Bentley Bentayga Speed

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ბრიტანელებმა ყველაზე სწრაფი და გლამურული კროსოვერი Bentley Bentayga Speed განაახლეს. კარგად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მასში შერწყმულია ორი მოდელის Continental GT და Flying Spur-ის ელემენტები.

განახლებულ ბენტლის, სრულიად ახალი ოპტიკა აქვს. მაგალითად, წინა ელიფსოიდური ფორმის მატრიცული LED ფარები 30 მმ-ით აამაღლეს. ხოლო ბამპერები, რადიატორის ცხაურა, საბარგული და უკანა მაშუქები Continental GT-ის მსგავსი დაუყენეს. საერთო ჯამში ექსტერიერი უფრო აგრესიულად და თანამედროვედ გამოიყურება.



შეიცვალა საჭის და კოკპიტის დიზაინი, განახლდა მულტიმედია. კოკპიტში ჩაშენებულია 10,9 დუიმიანი სენსორული ეკრანი, აღარაფერს ვამბობ, ბენტლის ისეთ სტანდარტულ ფუნქციებზე, როგორიცაა wireless Apple CarPlay* and Android Auto, My Bentley app და სხვა. აუდიო სისტემას Bentley Signature Audio system უზრუნველყოფს. ინტერიერი ჯამში 32 დინამიკითაა აღჭურვილი, ბენტლის ისეთი აკუსტიკა აქვს თვით ლონდონის სამეფო ოპერის თეატრსაც კი შეშურდება.

2.5 ტონიანი პრემიუმ-კლასის კროსოვერი, 626 ცხენის ძალიანი 6.0 ტვინ-ტურბო W12 TSI ძრავითაა აღჭურვილი და დაწყვილებულია 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ბენტლის 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 3,9 წამი ჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, რაც არუნდა პარადოქსული იყოს 309 კმ/სთ გავითარება შეუძლია. ქალაქში შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე 14,3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, თუმცა მეეჭვება ბენტლის ფლობელს წვა ადარდებდეს. კროსოვერის ფასი $245,000 იქნება. 


 

მსგავსი სტატიები

2019 The Los Angeles Auto Show
2019 The Los Angeles Auto Show
2019-12-03

ლოს-ანჯელესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის, ფაქტობრივად, ყველა ერის წარმომადგენელი. მას ანგელოზთა ქალაქსაც უწოდებენ, სადაც შეიძლება ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს. ლოს-ანჯელეისის ავტო შოუ პი

Toyota Land Cruiser Prado - მცირედით განაახლეს
Toyota Land Cruiser Prado - მცირედით განაახლეს
2020-09-01

იაპონური ყველგან მავალი, Toyota Land Cruiser Prado, საქართველოში დიდი პოპულარულობით სარგებლოს. ის ხომ ჩინოვნიკების საყვარელი ავტომობილია? თბილისის ქუჩები პრადოს გარეშე, ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თევზი წყლის გარეშე.

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა
2020-09-25

ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკ