2020-07-30

Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 რამდენიმე დღის წინ, Skoda-მ დაანონსა, რომ ამა წლის პირველ სექტემბერს პრაღაში, მათი პირველი სერიული ელექტრო კროსოვერის დებიუტი შედგება, მანამდე კი ტიზერებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არის მომავლის მანქანა, რომელსაც ფუტურისტული დიზაინი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება, ფუტურიზმი თვალისთვის მაინც უცხოა და რაღაც დისკომფორტი გეუფლება. ისიც უნდა აღინიშნოს რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი არაა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.


შეკვეთების მიღება დაწყებულია, ხოლო წარმოება 2021 წლიდან იგეგმება მლადა-ბოლესლავის ქარხანაში. Skoda Enyaq iV აიწყობა Volkswagen-ის MEB-ის პლატფორმაზე. ხელმისაწვდომი იქნება, როგორც უკანა წამყვანი, ასევე სრული ამძრავი. კომპანია Skoda გვპირდება 148 ცხ.ძ და 306 ცხენის ძალიან ვერსიებს. მას ერთი სრული დამუხტვით, 340-დან 500 კილომეტრამდე შეეძლება გავლა, ეს დამოკიდებული იქნება  ელემენტის სიმძლავრეზე ( 55, 62 ან 82 kW⋅h).



ეს იქნება პირველი Skoda, რომლის ინტერიერიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქნება გაწყობილი. კონსოლზე გიგანტური 13 დუიმიანი სენსორული ეკრანი იქნება თუმცა სხვა ტექნიკური მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია. საბარგული 585 ლიტრიანი იქნება, ეს კი მოგვცემს მეტი ბარგის გადატანის საშუალებას.



მსგავსი სტატიები

Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს
Bentley ემშვიდობება 6¾-litre V8 ძრავს
2020-06-04

ავტოინდუსტრია ემშვიდობება, ბრიტანელების ლეგენდარულ L-სერიის V8 ძრავს. ისტორია მას შემდეგ იწყება, როცა 50-იანი წლების დასაწყიში, Rolls-Royce-Bentley -ის ქარხანა ქალაქ Crewe-ში განთავსდა. საკულტო ძრავის შექმნის ინიციატორი Jack Phillips გალხდა

Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
2020-09-12

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Lucid Motors-მა, სერიული ელექტრო სედანი Lucid Air წარადგინა. თავდაპირველად მისი დებიუტი 2020 წლის 10 აპრილს, New York-ის ავტოშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ავტოშოუ სამწუხაროდ გ

პირველი ქართული ავტოაუქციონი
პირველი ქართული ავტოაუქციონი
2020-06-17

Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.