2020-07-23

Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ავტოსპორტში ფორმულა ერთი, ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობაა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები კონსტრუქტორთა თასისთვის იბრძვიან. 2020 წლის სეზონი, ფერარისთვის კატასტროფული გამოდგა. სამი ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასის ორთაბრძოლაში, სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari) მეხუთე პოზიციას იკავებს და საგრძნობლად ჩამორჩება მეტოქეებს. ზოგადად ფერარის პრობლემა მარტო არასაკმარის სიჩქარეში არ იმალება, მთავარი თავის ტკივილი არასწორ სტრატეგიაშია.


სიტუაციის გამოსასწორებლად სკუდერია ფერარიმ (Scuderia Ferrari) 22 ივლისს, ტექნიკურ განყოფილებაში, რესტრუქტურიზაცია დაანონსა. იქმნება დამატებით ერთი განყოფილება, რომლის მთავარი მიზანია, ეფექტურობის გაზრდა. ახალ განყოფილებას, ფერარის აეროდინამიკის განყოფილებისა და პროექტების ხელმძღვანელი ენრიკო კარდილე (Enrico Cardile) უხელმძღვანელებს, ხოლო ძალურ დანადგარებზე (Head of Power Unit Area) პასუხისმგებელი, ისევ ენრიკო გუალტერი (Enrico Gualtieri ) იქნება.



რაც შეეხება შასის, მას ისევ სიმონე რესტა Simone Resta (Head of Chassis area) გაუძღვება, ხოლო რბოლის სტრატეგიას ინაკი რუედა (Iñaki Rueda) შეიმუშავებს. ლორან მეკისი (Laurent Mekies) კვლავ დარჩება სპორტულ დირექტორად.



გუნდის ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ (Mattia Binotto), ინტერვიუში განაცხადა: როგორც აღვნიშნეთ, ტექნიკურ განყოფილებაში რესტრუქტურიზაცია დავიწყეთ, გუნდში გადაწყობა დაგვეხმარება საერთო მიზნის მიღწევაში, გავაუმჯობესოთ და დავაჩქაროთ ჩვენი საბრძოლო ბოლიდის შექმნა. მიგვაჩნია, რომ სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari) დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. წარუმატებლობა რასაც გუნდი განიცდიდა სამწუხაროდ გარდაუვალი იყო, თუმცა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამიზნული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ლიდერობის დაბრუნებაში დაგვეხმარება.



მსგავსი სტატიები

2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020-07-21

კვირას, 19 ივლისს უნგრეთის გრან პრი გაიმართა. რბოლის წინ წამოსული წვიმისა და სველი ტრასის გამო სტარტი ქაოტური გამოვიდა. ჰუნგარორინგზე 70 წრე პირველმა ლუის ჰემილტონმა დასძლია, მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი

Baby Endurance International 2020
Baby Endurance International 2020
2020-12-15

2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართება. საქართველოდან შე

კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
კორონავირუსი ფორმულა ერთს უტევს
2020-02-05

17-19 აპრილს შანხაის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი „Chinese Grand Prix 2020“ უნდა გაიმართოს, თუმცა არის იმის ალბათობა რომ ჩინეთის გრან-პრი გაუქმდეს. ამის მიზეზი კი ახალი ტიპის ვირუსია „coronavirus“, რომელმაც უამრ