2020-07-17

Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლები ყოველ წელიწადს ახალ-ახალ სიახლეს გვთავაზობენ, მაგრამ მთავარი ჭეშმარიტება იკარგება, ავტომოყვარულის მზე თითქმის ჩაესვენა. 30 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ Maserati, როგორც ყველასთვის ცნობილი, პრემიუმ კლასის ექსკლუზიური საავტომობილო ბრენდი, ჰიბრიდის წარმოებას დაიწყებდა.


2020 წლის შემოდგომიდან ევროპის ბაზრისთვის, ხელმისაწვდომი იქნება Maserati Ghibli Hybrid. ბრენდის ისტორიაში, პირველი ჰიბრიდული ავტომობილია. ეს ნაბიჯი კომპანიას აძლევს საშუალებას V6 diesel ჩაანაცვლოს, ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. იტალიელები ჰიბრიდზე შეჩერებას არ აპირებენ. 2021 წლიდან იგეგმება პირველი სრულიად ელექტრო Quattroporte, Levante, GranTurismo და GranCabrio-ს წარმოება.

Maserati Ghibli Hybrid-ის, კაპოტ ქვეშ დამალულია, ოთხცილინდრიანი ერთრიგა 2.0 Turbo ძრავა, ის დაწყვილებულია ZF-ის 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანა. ბენზინის ძრავისა და 48-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემის კომბინაციით, Maserati-ის შეუძლია გამოიმუშაოს 330 ცხენის ძალა და 450 ნიუტონ მეტრი. 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 5.7 წამი ჭირდება, Ghibli-ის მაქსიმალური სიჩქარე 255 კმ/სთ-ს შეადგენს.



რთულია შექმნა ფუნქციური ამავდროულად, ექსკლუზიური დიზაინი თუმცა Maserati-ის დიზაინრებმა ეს მისია უშეცდომოთ შეასრულეს. Ghibli-ის ინტერიერში გამოყენებულია  საუკეთესო მასალები, დეტალები საუვილერიო სიზუსტითაა დამუშავებული. კოკპიტში ჩაშენებულია 10 დუიმიანია სენსორული ეკრანი, განახლებულია მულტიმედია.



2020 Maserati Ghibli Hybrid-ის ფასი სავარაუდოთ $72,970-დან დაიწყება 

მსგავსი სტატიები

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.

ბენზინი: ისტორია, ფასები და სამომავლო პროგნოზი
ბენზინი: ისტორია, ფასები და სამომავლო პროგნოზი
2023-02-16

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბენზინი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა, გადაადგილებისათვის იყენებს ტრანსპორტს, რომლის ძრავაც საწვავს მოიხმარს. მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოს გეგმ

2021 Audi Q5
2021 Audi Q5
2020-07-01

გერმანელებმა განახლებული Audi Q5 წარმოგვიდგინეს, ეს არის რიგით მეორე თაობა. Q5-მა სინათლე, პირველად 2017 წელს იხილა და კომპაქტურმა კროსოვერმა, მალევე შეძლო მომხმარებლების გულის დაპყრობა. ზოგადად მსოფლიოში, ქროსოვერების პოპულარობა წლიდან წლ