Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2021 Nissan Ariya - პირველი ელექტრო კროს-კუპე
2020-07-15

2021 Nissan Ariya - პირველი ელექტრო კროს-კუპე

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 კომპანია Nissan ბაზრის დასაპრყობად ემზადება, იაპონელებმა პირველი ელექტრო კროს-კუპე წარმოგვიდგინეს. მას ფუტურისტული დიზაინი აქვს, ალბათ უფრო იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც თანამედროვე ტენდეციებია უმთავრესი.

 

Nissan Ariya ახალ პლატფორმაზე აიგო, მისი სიგრძე 4595 მმ, ხოლო სიგანე 1850 მმ-ს შეადგენს. იგეგმება, როგორც წინა წამყვანის 2WD, ასევე AWD-ის წარმოება. ყველა მოდელს e-4ORCE სისტემა ექნება, ეს ინოვაციური სისტემა კი ლიანდებს შორის სიმძლავრეს აკონტროლებს. საბაზისო მოდელი Ariya 2WD აღჭურვილი იქნება 218 ცხენისძალიანი, 63 კილოვატიანი (kwh) ელემენტით. ის 0-დან 100 კმ/სთ-ს 7.5 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრ საათი იქნება. ერთი დამუხტვით 340 კილომეტრის გავლა შეგვეძლება, ანუ თბილისიდან ოზურგეთში უფასოდ ჩახვალთ.



ინტერიერი ძალიან მინიმალისტურია, კოკპიტზე მოთავსებულია ორი 12,3 დუიმიანი სენსორული ეკრანი, მულტიფუნქციური საჭე. ყველაზე დიდი სიახლე ის არის, რომ კლიმატ კონტროლის სენსორული ღილაკები, მოთავსებულია კოკპიტის პანელზე. თითქოს ინოვაციურია, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია. სავარძლებს შორის მოთავსებულია დიდი სამკლავური (Подлокотник), ის სურვილისამებრ რეგულირდება. მასზე მოთავსებულია გადაცემათა კოლოფის ჯოისტიკი, ასევე ინტეგრირებულია ნოუთბუქის მაგიდა



Nissan-ის ელექტრო კროს-კუპეს, აქვს ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა ხმოვანი ბრძანებები, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (AEB), 360° გრადუსიან კამერები და ProPilot ნახევრად ავტომატური, მოძრაობის სისტემა (driving system), რომელიც დაეხმარება მძღოლს დააპარკინგოს მისგან დამოუკიდებლად და სხვა.



საბაზისო ელექტრო კროს-კუპე „Ariya“-ის, 466 ლიტრიანი საბარგული აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბარგის მოთავსების საშუალება გექნება. 



2021 წლის Nissan Ariya ამერიკის ბაზარზე, 2021 წლის მეორე კვარტალში გამოჩნდება და მისი ფასი $40,000-დან დაიწყება.



მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.17
2020-09-14

მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2022 Cadillac Lyriq - ელექტრო კროსოვერი
2020-08-10

კონცერნ ჯენერალ მოტორსის ელექტრო კროსვერის, Cadillac Lyriq-ის პრეზენტაცია გაიმართა. მისი წარმოება 2022 წლიდან იგეგმება და ფასი $ 75,000-დან დაიწყება.

Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება
Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება
2020-07-07

ერთ კვირაში, Ford-ის საკულტო მოდელი, Bronco ოფიციალურად დაგვიბრუნდება. თავდაპირველად Bronco-ს დებიუტი მარტში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო.