ავტომობილებზე საუბრისას, როდესაც საქმე ხარისხსა და კომფორტს ეხება, წარმოუდგენელია, რომ დილეტანტსაც კი იაპოური ავტომობილი არ გაახსენდეს. წლების განმავლობაში, ამომავალმა მზის ქვეყანამ, საკუთარი შეურყეველი ნიშა დაიკავა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ტრანსპორტის მწარმოებელმა. ტოიოტა, ჰონდა, ნისანი, მაზდა და ლექსუსი - ეს ლეგენდარული ბრენდები, რომლებიც ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს აწარმოებენ, იაპონური ავტობაზრის წარმომადგენლები არიან. ამ ბლოგში, იაპონური ავრტომობილების სუსტ და ძიერ მხარეებზე ვისაუბრებთ და ასევე, საინტერესო ინფორმაციას რამდენიმე მწარმოებელის შესახებაც გაგაცნობთ.
იაპონური ავტომობილების ძლიერი მხარეები
იაპონური მანქანები, პირველ რიგში, ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციით იზიდავს მომხმარებელს. ამის გათვალისწინებით, იაპონური წარმოების ავტომობილი, რა თქმა უნდა, ძალიან საიმედო და უსაფრთხოა, როგორც ქალაქის პირობებში, ასევე გრძელ გზაზე გადააადგილებისას. მილიონობით პოტენციური მყიდველისთვის, ახალი მანქანის შერჩევისას საიმედოობა და ფასისა და ხარისხის თანაფარდობა ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ეხება. თუმცა, მიუხედავად ამ კრიტერიუმებისა, იაპონური მანქანების პოპულარობა, ამბობენ, რომ რეალურად ინოვაციური დიზაინითაა განსაზღვრული. იაპოური ტექნოლოგიის შეჯამებისას, უმთავრესად სწორედ შემდეგ უპირატესობებს გამოყოფენ:
- გამოყენებადობა;
- ორიგინალურობა;
- სანდოობა;
- ეფექტურობა;
- დახვეწილი დიზაინი.
სწორედ ამიტომ, იაპონური მანქანები წამრატებით უწევენ კონკურენცია ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს. არასტანდარტული მიდგომები მათ საშუალებას აძლევთ განვითარდნენ და წინ კიდევ უფრო ბევრი ნაბიჯი გადადგან. ამის ნათელი მაგალითია ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იაპონური წარმოების ბაზარზე საკმაო ოდენობის ელექტრო ტექნოლოგია გამოჩნდა, რაც 5-7 წლის წინ, წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა.
Toyota 
Toyota ყველაზე პოპულარული იაპონური ბრენდია და მსოფლიოში, წლების განმავლობაში, პირველ ადგილს იკავებდა იყო ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით. ამ წარმატების მიღწევა კომპანიის შიდა პოლიტიკამაც განაპირობა, რაც მიწოდებული ნაწილებისა და კომპონენტების განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მოთხოვნებს უკავშირდებოდა, რაც საბოლოოდ, ახლად აწყობილი ავტომობილის შეუდარებელ ხარისხში ითარგმნება. Toyota-ს სპეციალისტების ახალი მიგნებების წყალობით, ტოიოტა სამომხმარებლო ბაზარს ყოველწლოიურად განახლებულ და რაღაც მხრივ უნიკალურ კონცეფციასა და ტექნოლოგიას სთავაზობს.
Mazda 
იაპონური წარმოების თითოეულმა ბრენდმა დიდი გზა გაიარა. ბოლო წლების განმავლობაში, მაზდა ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარომოებელი გახდა. მაზდას მარკის ქვეშ, ყოველ წელს, უფრო და უფრო მეტი ავტომობილი და იწარმოება და იყიდება. საინტერესოა, რომ Ford-ი, რომელიც ამერიკული კომპანიაა, ერთ დროს მაზდას წილის მფლობელი იყო. ამ კავშირის წაყლობითა და Mazda-სა და Ford-ის მჭიდრო თანამშრომლობით, ისეთი კომპანიების ცალკეული დანაყოფები შეიქმნა, როგორიცაა Autozam, Efini, Eunos და Xedos. ორადგილიანი Mazda MX-5 (Miata) სპორტული ბესტსელერი გახდა. ამ მანქანამ კლასიკური ბრიტანული სპორტული მანქანების ძირითადი მახასიათებლები შეიძინა. გაყიდვების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, 250,000 ორადგილიანი Miata აწარმოეს. ამ მოდელის მეორე თაობაში, ტურბო სისტემის მქონე ვერსიები Mazdaspeed Studio-ს წყალობით გამოჩნდა. ამ მოდელებმა გინესის წიგნშიც კი საპატიო ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე გაყიდვადმა ორადგილიანმა ავტომობილმა.
Honda
Honda (Honda Motor), თავდაპირველად, მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია იყო, და დღესაც წარმოებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრენდია. თუმცა, ამავე დროს, Honda ავტომობილის 20-ზე მეტ მოდელს აწარმოებს. Honda Motor-ის ყველაზე პოპულარული მოდელი არის Honda CR-V. abreviatura CR-V ევროპულ ბაზარისთვის ნიშნავს კომპაქტურ რეკრიაციულ ტრანსპორტს (compact recreational vehicle). იაპონური ბაზრისთვის კი - კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებას (comfortable runabour vehicle). მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ეს იაპონური ბრენდი, ავტომობილების გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
იაპონური ავტომობილების სუსტი მხარეები
მაშინ, როცა ავტომიბლების იაპონური წარმოების შესახებ უამრავი დადებითი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ, ისევე როგორც ყველაფერს, იაპონურ ავტომიბლებსაც თავისი სუსტი მხარეები აქვს. მათ შორის კი, ყველაზე ხშირად გამოყოფენ:
- რბილი ლითონის კორპუსი;
- ზედმეტად გაჯერებულობა მაღალი ტექნოლოგიებით;
- რთული სერვისი;
- ხმაურის ცუდი იზოლაცია.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ზოგიერთი რეგიონისთვის, იაპონური ავტომობილი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს შეკეთების თვალსაზრისით, ან არაომფორტული ზედმეტად ხმაურიანი მეგაპოლისებისათვის, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს ხმაურის კარგ დაფარვას.



