Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Jeep Wrangler Rubicon 392 Concept
2020-07-15

Jeep Wrangler Rubicon 392 Concept

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 
 რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ Ford Bronco-ს მსოფლიო პრემიერა. ერთი დღე არც იყო გასული, კონცერნ FCA-მა ფორდს „პასუხის პასუხით“ უპასუხა და წარმოგვიდგინა V8 Hemi ძრავით, Jeep Wrangler Rubicon 392-ის კონცეპტუალური მოდელი. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმალობაში, ენთუზიასტების დაჟინებული მოთხოვნაც იყო, კომპანიას აეწყო V8 ძრავით Wrangler და აი ისიც, კომპანიამ გაითვალისწინა ლოიალური მომხმარებლების მოთხოვნა. ამ ნაბიჯმა დაგვიმტკიცა და დაგვანახა, რომ შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს.

ტექნიკური მონაცემები - მომავლის Wrangler აღჭურვილი იქნება, Hemi 6.4 V8 ძრავით, ის 456 ცხენის ძალას და 610 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. რვაცილინდრიანი ძრავა  დაწყვილებულია, რვა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და 0-დან 100-მდე ხუთ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. Rubicon 392 მუდმივი სრული ამძრავია, მას ჩარჩოიანი კონსტრუქცია (рамная конструкция ) აქვს, ხიდები „Dana 44“ , ხოლო სარიგებელი კოლოფი (Раздаточная коробка) ორ საფეხურიანი Selec-Track ექნება, ასევე წინა და უკანა ელექტრონულად თვითბლოკირებვადი დიფერენციალი Tru-Lok.


 თავდაპირველად კონცერნი FCA დააკვირდება, მომხმარებლების რეაქციას, ქცევას და შემდეგ გაგვაცნობს თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი, სერიული Jeep Wrangler Rubicon 392. ერთი ფაქტია, რომ წინ დიდი ბრძოლა გველის, რადგან Rubicon 392-ის პირდაპირი კონკურენტი 2021 წლის Ford Bronco გახლავთ.

მსგავსი სტატიები

ავტორბოლის  ისტორია და განვითარება საქართველოში
ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში

Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძაიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.13
2020-07-27

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ ბლოგ-პოსტის მეშვეობით, გაეცნობი ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder
2020-05-19

ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.