2020-04-30

2020 Renault Twingo Z.E. - ფრანგული ეკო მობილი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ ყოველდღიური გადაადგილებისათვის, მეტად მოხერხებული და კომფორტულია, პატარა ეკონომიური ავომობილებილის ყოლა. ის დრო წავიდა, როდესაც ერთმანეთს ვახარბებდით დიდ კუბატურიან მოდელებს, დროა ვიფიქროთ პრაგმატულად და ჩვენი ფინანსებიც გონივრულად მოვიხმაროთ. საქართველოში ფრანგული მანქანები ისეთი პოპულალური არაა, როგორც გერმანული ან იაპონური, ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ მოვლა გვეზარება და თუ იაპონური რაღაცას გვაპატიებს ფრანგული არ მოგითმენს. წელს ფრანგებმა ოფიციალურად წარმოგვიდგინეს ოთხ კარიანი, სრულად ელექტო 2020 წლის Renault Twingo Z.E. თავდაპირველად მისი დებიუტი „Geneva Motor Show“-ზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის (Covid-19) გამო ორგანიზატორებმა გააუქმეს. 


ინტერიერი

მისი ინტერიერი მინიმალისტურია, მაგრამ ეშხიანი, არ იგრძნობა ის რომ მართავ რაღაც ეკონომ კლასის მანქანას. აქ არის მულტი ფუნქციური საჭე, ჰიდრავლიკა, ელექტრო პაკეტი, კლიმატ კონტროლი, კოკპიტზე ჩაშენებულია სენსორული ეკრანი, Apple CarPlay და Android Auto სისტემა, ანდროიდისთვის ორი დამტენი.


ამ ავტომობილით, უპრობლემოდ სამ ადამიანს დაიმგზავრებ, მისი საბარგული 240 ლიტრია და მეგობარმა აეროპორტში წაყვანაც რომ გთხოვოს არ შეგრცხვება, საბარგულში ორ საგორებელ ჩანთას და რამდენიმე ხელბარგსაც მოათავსებ.


ექსტერიერი

Renault Twingo Z.E.  სიგრძე 3615 მმ, ხოლო სიგანე 1646. მარტივად რომ ვთქვათ, Fiat 500-ზე 69 მმ-თი გრძელია, მაგრამ ამ მცირედ სხვაობას დიდად ვერც შეამჩნევ, მოკლედ ეს არის ქალაქის, კომფორტული მანქანა. მისი დაპარკინგება თბილისურ გადატვირთულ ქუჩებში ძალიან მარტივი იქნება.


მონაცემები

Renault Twingo Z.E აღჭურვილია: 82 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით და 21 kWh ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion battery), ხოლო გადაცემათა კოლოფი ერთ საფეხურიანი აქვს. მას ქალაქში ერთი სრული დამუხტვით და რეკუპერაციის ხარჯზე 250 კილომეტრის გავლა შეეძლება, ხოლო ტრასაზე 180 კილომეტრის. სრულ დამუხტვას ერთი საათი და 3 წუთი დაჭირდება, რაც კარგი მაჩვენებელია, სანამ შენ მეგობარს ესაუბრები და ცივ ყავას წრუპავ, მანამდე მანქანაც დაიმუხტება.  მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ შეადგენს, მაგრამ ქალაქში ამ სიჩქარით სად უნდა წახვიდე ?

 

დასკვნა

ევროპაში 2020 წლის Renault Twingo Z.E-ს ფასი €21,500 იქნება. მის შეფასებაში, ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი მოვიშველია: „სილამაზე ძვირფას ქვას ჰგავს: რაც უფრო უბრალოა, მით უფრო ძვირფასია“  ასეთია ფრანგების ქალაქის ავტომობილი, ლამაზი, ეკონომიური, კომფორტული. 


მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი
2020-10-13

შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.19
2020-10-27

Myauto ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდე

2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020-04-10

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში შეწყდა მექანიკური კოლოფებით MINI-ის გაყიდვები. ყველას ეგონა, რომ „მექანიკა“ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაზარმა დაგვანახა რომ მასზე მოთხოვნა ისევ მაღალია რა უნდა ექნა ბრენდს ? გაყიდვებზე უარს ხომ არ იტყოდნენ ?