2020-11-12

Nuro R2 კურიერ-რობოტი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 ტექნოლოგიების მიმართ შიში არც ისე ახალია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 60–იან წლებში, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ადამიანებს, ავტომატიზაციის ეშინოდათ. უნდობლობას უცხადებდნენ ავტომობილებს, მეტიც, მას „ეშმაკის ეტლსაც“ კი უწოდებნენ. გავიდა დრო და ეს შიში გადამეტებული აღმოჩნდა.

ახალმა კორონავირუსმა ( Covid-19), კაცობრიობა გამოწვევის წინაშე დააყენა. პანდემიის პერიოდში, გაიზარდა მოთხოვნა  უკონტაქტო მიწოდების სერვისზე. ამერიკულმა სტარტაპ-კომპანია Nuro-მ, მოთხოვნას უმალ, მიწოდებით უპასუხა. მათ შექმნეს კურიერ-რობოტი. Nuro R2-ის ხიბლი, იმაში მდგომარეობს, რომ ის კალიფორნიაში, საყოველთაო მოხმარების გზაზე, მძღოლის გარეშე გადაადგილება შეუძლია.

ტექნიკური მონაცემები: Nuro R2-ის პარამეტრები, შემდეგნაირია: სიგრძე 2740 მმ შეაგენს, ხოლო სიმაღლეს 1100 მმ, სიმაღლე კი 1860 მმ. მისი თვირთამწეობა 190 კილოგრამია. კურიერ-რობოტს, 40 კილომეტრ საათში შეუძლია გადაადგილება. Nuro R2-ის სახურავზე დამონტაჟებულია, თერმოგრაფიული კამერა, ლიდარი (ლაზერული მანძილსაზომი), რადარი და წრიული ხედვის კამერა. მოკლედ, მას ყველა საჭირო კომპონენტი აქვს, რაც კურიერ-რობოტს უნდა ჰქონდეს.

ახალი საკურიერო სისტემა, ძალიან დაეხმარება ბიზნეს. საკარანტინო პერიოდში, ონლაინ შეკვეთების მოცულობას, საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელებიც კი ვერ უმკლავდებოდნენ. შესაბამისად, სტარტაპ-კომპანია Nuro, კალიფორნიაში, Mountain View– ში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე უფასო მიწოდების სერვის აამუშავებს. პირველი პიონრებიც გამოჩნდნენ, Walmart- მა, Kroger-მა და Domino's Pizza-მ, დაიწყეს Nuro-სთან თანამშრომლობა. ამ სტატიას, რომ ვწერდი, უცებ მომავალში გადავეშვი და წარმოვიდგინე, თბილისის ქუჩებში, მოძრავი კურიერ-რობოტები, რომლებსაც ჩვენთვის ცხელი ხინკალი თუ პიცა, რომ მოაქვს. პროგრესი შეუქცევადია, მჯერა რომ ხელოვნური ინტელექტი, მსოფლიოს აუცილებლად შეცვლის უკეთესობისკენ.

 

 

 

მსგავსი სტატიები

საბურთალოზე საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
საბურთალოზე საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
2020-09-17

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, 10 სექტემბრიდან რამდენიმე გამზირსა და ქუჩაზე ამოქმედდა.

Fiat 500e designed by Giorgio Armani
Fiat 500e designed by Giorgio Armani
2020-03-10

შექმნის დღიდან Fiat 500 საკმაოდ პოპულარული მანქანაა. ის პირველად 1957 წელს გამოვიდა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. Fiat 500 არის მოდელი, რომელსაც არ ეშინია კლიშეებისა და წესების დარღვევის. აგერ რამდენ

Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
Mercedes-AMG GT Black Series - ინჟინრული შედევრი
2020-07-27

შენს წინაშეა ინჟინრული შედევრი, Mercedes-AMG GT Black Series. ამ საოცარი მანქანის კაპოტ ქვეშ, მოდიფიცირებული V-8, 4.0 Twin-Turbo ძრავა იმალება. ის დაწყვილებულია შვიდ საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (AMG Speedshift DCT 7G