Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Network is unreachable (101) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
2021 Audi Q5
2020-07-01

2021 Audi Q5

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 გერმანელებმა განახლებული Audi Q5 წარმოგვიდგინეს, ეს არის რიგით მეორე თაობა. Q5-მა სინათლე, პირველად 2017 წელს იხილა და კომპაქტურმა კროსოვერმა, მალევე შეძლო მომხმარებლების გულის დაპყრობა. ზოგადად  მსოფლიოში, ქროსოვერების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება.

ექსტერიერი - განახლებული Q5 წინიდან უფრო აგრესიულია, ვიდრე წინამორბედი. მისი სიგრძე 19მმ-ით გაიზარდა და კროსოვერის საერთო სიგრძემ, 4682 მმ შეადგინა. აშკარად დავინახავთ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა წინა და უკანა ბამპერი. განახლდა შუქდიოდიანია ოპტიკა, შეიცვალა მაშუქების ფორმები და გევრდითა ჰაერჭრილების ფორმაც. Q5 ხელმისაწვდომი იქნება, 18, 19 და 20-იანი დისკებით, დამოკიდებულია კომპლექტაციაზე.


ინტერიერი - Audi Q5-ის ინტერიერი, მინიმალისტური სტილისაა, ზედმეტ ღილაკს ვერ ნახავ. აქ არის მულტიფუნქციური საჭე, კოკპიტზე მოთავსებულია 10,1 დუიმიანი სენსორული ეკრანი. განახლდა მულტიმედია, აღიჭურვა, როგორც ყველა თანამედროვე ავტომობილი Apple CarPlay და Android Auto სისტემით და რაც მთავარია აუდის საფირმო MIB 3-ით (Modular Infotainment Toolkit).  მას ხმოვანი ბრძანებების შესრულება შეუძლია, რაც მძღოლის ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებს და კომფორტულს ხდის. მას ასევე აქვს, მძღოლის დამხმარე პაკეტი (Driver Assist Pack), რომელიც პარკირების 360°გრადუსიან დამხმარე ფუნქციასაც აერთიანებს.


ტექნიკური მონაცემები - საბაზისო მოდელი აღჭურვილი იქნება 261 ცხენის ძალიანი 2.0 TFSI აგრეგატით და 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რა თქმაუნდა Audi-ის კროსოვერი სრული ამძრავი იქნება. აუდის მთელი ხიბლი, ხომ მის უნიკალურ Quattro-ს სისტემაშია.

ფასი -  Audi Q5-ის ფასი $ 43,300-ად დაიწყება და მისი შეძენა ამა წლის მეოთხე კვარტლიდან იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები

2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020-04-08

აოჯახო ავტომობილის შეძენისას, ბევრი ფიქრი გვიწევს, ბაზარზე არჩევანი ფართოა, მაგრამ ყველა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, აღმოვაჩენთ ასეთ მშვენიერ საოჯახო მანქანას,

Nissan GT-R Offroad
Nissan GT-R Offroad
2020-07-10

Classic Youngtimers Consultancy-ის ოფიციალურ Web გვერდზე, გასაყიდად გამოჩნდა, ნიჭიერი ინჟინრების ფასდაუდებელი შედევრი

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
2020-08-21

68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“