2020-06-30

10 რამ რაც უნდა გაითვალისწინო სანამ სამოგზაუროდ წახვალ

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში შიდა ტურიზმისთვის ტურისტული სექტორი, ამა წლის 15 ივნისს გაიხსნა. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, ლამაზი ბუნებით, ისტორიული შენობა-ნაგებობებით და მრავალმხრივი ლანდშაფტით. სანამ სამოგზაუროდ გაეშურები, აუცილებლად შეამოწმე შენი ავტომობილის შემდეგი დეტალები:

ძრავის ზეთი - ხარისხიანი ძრავის ზეთი და ფილტრი უხანგრძლივებს ჩვენს მანქანას სიცოცხლეს, შესაბამისად დილით სანამ დაქოქავ, შეამოწმე:

  • ზეთის დონე, იქნებ დამატებას საჭიროებს ?
  • დააკვირდი სიბლანტეს
  • ფერს

თუ ძრავის ზეთი შავი ფერისაა, ესეიგი  ცუდ საწვავზე ამუშავებ მანქანას, ის წარმოქმნის არასრული წვის ნარჩენს, რომელიც შავი ფერისაა. ეს ნარჩენი კი ერევა ზეთს და აშავებს მას. შორ მანძილზე სანამ გაემგზავრები, ჯობია ცოტა ხარჯი გაწიო და შეცვალო ძრავის ზეთი და ფილტრი.

ძრავის გაგრილების სითხე - გამგზავრებამდე, შეამოწმე გაგრილების სითხე ანტიფრიზი (Antifreeze), იქნებ დამატებას საჭიროებს ? მისი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა, ძრავა დაიცვას გადახურებისგან, ხოლო ზამთარში იცავს ყინვისგან. ანტიფირიზი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან 3 წლის შემდეგ ვადა გასდის და კარგავს მის უნიკალურ თვისებებს.


საქარე მინის საწმენდი და წყლის ავზი - პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ:

  • მუშაობს თუ არა საქარე მინის წყლის ავზი ?

  • საქარე მინის საწმენდი ჯაგრისის რეზინის მდგომარეობა

თუ დავრწმუნდით რომ, ავზი გამართულად მუშაობს და საქარე მინის საწმენდი ჯაგრისის რეზინები კარგ მდგომარეობაშია, ავზში აუცილებლად უნდა ჩავასხათ, ზაფხულის სპეციალური საწმენდი საშუალება, რადგან ზაფხულში ავტომობილის საქარე მინას, მწერებთან და მტვერთან უწევს გამკლავება.  

საბურავების წნევა და მისი მდგომარეობა -  საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. მგზავრობის წინ აუცილებელია შეამოწმე, როგორც საბურავის მდგომარეობა, ასევე საბურავის წნევა. თუ მანქანას არ აქვს TPMS-ს სისტემა, რომელიც გვიჩვენებს საბურავებში წნევას და მიგვითითებს თუ რომელი საბურავია დასაბერი, მაშინ სასურველია ვიქონიოთ, მანქანის ნასოსი-კომპრესორი.


სათადარიგო საბურავი - საბარგულში აუცილებლად იქონიე შემდეგი ნივთები:

  • სათადარიგო საბურავი
  • ავტომობილის ამწე ( დონკრატი)
  • საბურავის მოსახსნელი
  • უსაფრთხოების სამკუთხედი

ხუნდები - სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია შენი უსაფრთხოებისთვის. სანამ გაემგზავრები, აუცილებლად შეამოწმე:

  • სამუხრუჭე ხუნდები
  • სამუხრუჭე დისკო
  • სამუხრუჭე სითხე

საწვავის ფილტრი - გაიხსენე ბოლოს როდის შეცვალე საწვავის ფილტრი ? თუ ფილტრი დაბინძურებულია, მანქანას მოუმატებს საწვავის ხარჯს, რაც მთავარია, არის ალბათობა იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შენი ავტომობილი აღარ დაიქოქოს. ამიტომ სანამ სამოგზაუროდ გაემგზავრები, შეცვალე საწვავის ფილტრი და იმგზავრე მშვიდად.


ნათურები და განათება -  აუცილებლად შეამოწმე განათება:

  • ახლო და შორი განათების მაშუქები
  • წინა და უკანა ნისლ საწინააღმდეგო მაშუქები
  • მოხვევის სიგნალები ე.წ. ( პავაროტნიკები)
  • უკანა (სტოპ) მაშუქები

აუცილებელი ნივთები - დაბოლოს, მანქანაში აუცილებლად უნდა გვედოს ისეთი საჭირო ნივთები, როგორიცაა:

  • პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი

  • ცეცხლმაქრი

  • ელასტიური საბუქსირე თოკი

  • მანქანის დასაქოქი კაბელები ე.წ.( პერემიჩკა)




თუმცა, თუ შენი ავტომობილი არ გყავს, არ დაგავიწყდეს რომ ყოველთვის შეგიძლია იქირავო საშენო ავტომობილი მოგზაურობისთვის, კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში. გარდა ამისა, დაუვიწყარი მოგზაურობის მოსაწყობად და საქართველოს ნებისმიერ მხარეში ადგილობრივი კულტურის გასაცნობად ბინაც დაგჭირდება. შეგიძლია იქირავო ბინა ან გესთ ჰაუსი დღიურად, შენთვის საინტერესო სერვისებით და მოიწყო სასიამოვნო დასვენება.

მსგავსი სტატიები

მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
2019-11-19

რამდენიმე კვირაში ზამთარიც გვესტუმრება, ბევრისთვის ზამთარი ახალ წელთან და წინა საახალწლო ფუსფუსთან ასოცირდება, ზოგიც კი სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას სულმოუთმენლად ელის, მაგრამ მთავარი გვავიწყდება ჩვენი მანქანა ! ჩვენ არ ვიცით წინ

შეარჩიე სწორად საბურავები
შეარჩიე სწორად საბურავები
2019-12-24

სანამ საბურავების შერჩევას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს სხვადასხვა სეზონის საბურავები ესენია: ზამთრის, ზაფხულის , ყველა სეზონი

როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
2019-11-22

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დაფიქრებულხარ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მუხრუჭის პედალს ვადგამთ ფეხს ? შევეცდები მარტივ , გასაგებდ ენაზე ავხსნა.