2019-11-15

რა უნდა გავითვალისწინო მანქანის ყიდვისას ?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

  21-ე საუკუნეში ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი მანქანის მოძებნა და შემდგომ შეძენა მცირედ დროს საჭიროებს. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ამიტომ გაემზადეთ „შეუსრულებელი მისიისთვის“ პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა დანიშნულება ექნება მომავალ ტრანსპორტს, ქალაქისთვის გჭირდებათ თუ შიგადაშიგ უგზოობისთვისაც? დღეში რამდენ კილომეტრს ფარავ ?  რომ დაითვალოთ საწვავის ხარჯი. ყველაფერი ხომ თქვენს შემოსავლებზეა დამოკიდებული ?  როდესაც აარჩევთ სასურველ X ავტომობილს, აუცილებლად მოიძიეთ კონკრეტულ მოდელზე რევიუები, გაარკვიეთ მისი ცვეთადი ნაწილების საშუალო ფასი როგორიცაა: ხუნდები, ფილტრები, ძრავის ღვედები, სავალი ნაწილი და სხვა. მოიძიეთ, თუ სად იყიდება ამ კონკრეტული მოდელის მეორადი ნაწილები (მაგ: ფარი, სტოპი, ბამპერები, საქარე მინა და სხვა ძარის ნაწილები).  დარეკეთ სადაზღვეოში და გაარკვიეთ რამდენად სარფიან წინადადებას გთავაზობენ, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები იმდენად ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მისგან არავინაა დაზღვეული.
 ბოლოს, აუცილებლად უნდა იქონიოთ გეგმა ბ, ანუ ალტერნატივა. ერთ მოდელზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს, შეიძლება, სასურველ ფასად თქვენი საოცნებო ა/მ ვერ მოიძიოთ, შესაბამისად გეგმა ბ დაგეხმარებათ შეძენაში. თქვენი ფავორიტი მოდელი აუცილებლად შეადარეთ მის კონკურენტს, მაგალითად მე მსურს შევიძინო 2013-2015 წლის Fiat 500 abarth , იტალიელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა უნდა გავითვალისწინო მისი კონკურენტი მოდელიც, ამიტომ მიწევს მათი შედარება  2014 წლის Fiat abarth vs 2014 წლის Mini cooper S ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად გამოჩნდება ორივე მოდელის დადებითი და  უარყოფითი მხარეები.

მსგავსი სტატიები

გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
2020-10-05

როგორც წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნე, თანამედროვე ავტომობილები უამრავი გადამწოდითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით ავტომობილი, მძღოლთან კომუნიკაციას ამყარებს. როგორ ? ხელსაწყოთა პანელზე ანთებული ნათურების მეშვეობით. სიმბოლოები ავტომობილის მესიჯებია,

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-07-05

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული

როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
2019-11-22

არსებობს ასეთი ლათინური გამონათქვამი „Omnie prinsipium difficle“ - ყველა დასაწყისი რთულია, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები? მაშ, შევუდგეთ საქმეს. მიზნამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს, პირველ რიგში მართვის მოწმობის გამო