Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდელებით. ტრადიციას ვაგრძელებ და გთავაზობ 5 უნიკალურ ავტომობილს, Myauto-დან.
Chevrolet Camaro SS – ეს არის ამერიკული მასელ-ქარის თანამედროვე ვარიანტი, რომელიც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს თავისუფლად აკმაყოფილებს. Camaro თუნდაც იმით არის გამორჩეული, რომ ის გვაძლევს საშუალებას იყოს უნივერსალი, როგორც სახლი-სამსახურისთვის განკუთვნილი, ასევე დაუვიწყარი ემოციების მომცემი ავტომობილი. აღნიშნული 2016 წლის Chevrolet Camaro SS, აღჭურვილია 6,2 V-8 ძრავით, რაც მთავარია მისი 455 ცხენის ძალის მართვა, პირდაპირ შენს ოსტატობაზეა დამოკიდებული, რადგან Camaro SS-ს 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.
https://www.myauto.ge/ka/pr/45521345/iyideba-kupe-chevrolet-camaro-2016-benzini-geo
Alfa Romeo 156 V6 – შენს წინაშეა 90-იანების ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული სედანი. Alfa Romeo აღჭურვილია, საკულტო 2.5 V6 Busso-ს ძრავით, ის 192 ცხ.ძ გამოიმუშავებს. Busso-ს ძრავა დაწყვილებულია, 6 საფეხურიან, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. რაც დრო გადის, V6-ის შოვნა, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ბაზარზე რთული საქმეა. ალფაზე საუბარს, ჯერემი კლარკსონის სიტყვებით დავასრულებ „you can't be a true petrolhead until you've owned an Alfa Romeo"
https://www.myauto.ge/ka/pr/46179631/iyideba-sedani-alfa-romeo-156-1999-benzini-geo
Mini JCW - „ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგელი“, ეს არის John Cooper Works-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, ის 208 ცხენის ძალას გამოიმუშავეს. ასეთი მოდიფიცრებით Mini კუპერი საქართველოში ძალიან იშვიათი სანახავია. თუ გსურს სწრაფი, მოდური, ამავდროულად ქალაქის პატარა მანქანა, მაშინ ეს მინი საშენოა.
https://www.myauto.ge/ka/pr/44035617/iyideba-kupe-mini-cooper-2013-benzini-geo

Ford Fusion Plug-In Hybrid- თუ გსურს ლამაზი და თანამედროვე ავტომობილის შეძენა, ამავდროულად შენი ძირითადი მოთხოვნა საწვავის ეკონომიურობაა, მაშინ Ford Fusion-ის დატენვადი ჰიბრიდი საშენო ავტომობილია. ის ქალაქში საშუალოდ 4,5/5 ლიტრს მოიხმარს. Fusion-ის ფეისლიფტი ძალიან წააგავს Aston Martin-ს, სადაც არ უნდა წახვიდე ყურადღების გარეშე არ დარჩები.
https://www.myauto.ge/ka/pr/45789589/iyideba-sedani-ford-fusion-2016-datenvadi-hibridi-geo

Range Rover Vogue - თუ გსურს იმოგზაურო კომფორტულად, მთაში თუ ბარში, მაშინ ეს ლეგენდარული ავტომობილი საშენოა. ზოგადად Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება უმაღლეს კომფორტთან და განსაკუთრებულ შესაძლებლობებთან. 90-იანების Range Rover-ის კარგ მდგომარეობაში პოვნა ისეთივე რთული საქმეა, როგორც მონტესუმას განძის აღმოჩენა.
https://www.myauto.ge/ka/pr/46129758/iyideba-jipi-land-rover-range-rover-1996-benzini-geo



