2020-06-25

რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, როგორიცაა: „ყველაზე ხშირად ავტომობილში რისი შეცვლაა საჭირო" ? დღეს შევეცდები ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე და ცხოვრება გაგიადვილო. ზოგადად რაც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობ ავტომობილს და დროულად შეუცვლი სხვადასხვა ცვეთად საშუალებებს, მით უფრო დიდხანს მოგემსახურება და გასიამოვნებს შენი ავტომობილი.

ძრავის ზეთი და ფილტრი
- საქართველოს პირობებში ზეთი და ზეთის ფილტრი, სასურველია ყოველ 7-8,000 კმ-ზე შეცვალო. თუ ავტომობილის ექსპლუატაცია, რთულ პირობებში გიწევს, ძრავის ზეთის და ფილტრის რესურსი ორჯერ მცირდება.


ანტიფრიზი - ძრავის გამაგრილებელი სითხე (ანტიფრიზი) ზამთარში იცავს გაყინვისგან, ხოლო სიცხეში გვიცავს დუღილისგან. ანტიფრიზი ყოველ 160,000 კმ-ს გავლისას ან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან დროთა განმალობაში ანტიფრიზი, უნიკალურ თვისებებს კარგავს.


საჭის ჰიდრავლიკის ზეთი (Steering wheel fluid) –  ჰიდრავლიკის ზეთს ყოველ 50,000 კილომეტრში ერთხელ ჭირდება გამოცვლა, რადგან სხვა ზეთებთან ერთად ისიც ძველდება და თვისებებს კარგავს. ცუდმა ჰიდრავლიკის ზეთმა, შეიძლება, შენი ავტომობილის საჭე დაამძიმოს ან უსიამოვნო ხმის გამოცემა დააწყებინოს.


აალების სანთლები -  სტანდარტული აალების სანთელი ყოველ 25-30,000 კილომეტრის გავლისას უნდა შეცვალო, პლატინის 75-80,000 კმ-ზე ხოლო ირიდიუმის აალების სანთელი კი 100 000 კმ-ზე. თუ დროულად არ შეცვლი, შენი ავტომობილის ძრავა გაუმართავ მუშაობას დაიწყებს. გაჭირდება საწვავის დროული აალება, მოემატება წვა და ა.შ.


ფილტრები - ავტომობილს ზეთის ფილტრის გარდა უყენია :

  • ჰაერის ფილტრი
  • სალონის ფილტრი
  • საწვავის ფილტრი

ჰაერის ფილტრი, ხელს უშლის მტვრის და სხვა მავნე ნაერთების ძრავში მოხვედრისგან. ის აუმჯობესებს ჰაერის ნაკადს. ჰაერის ფილტრი, ყოველ 30-40,000 კილომეტრის გავლისას უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება სალონის ფილტრს, ის უზრუნველყოფს სალონში ჰაერის გაფილტვრას და ინარჩუნებს სუფთა ჰაერს. ის ყოველ 20,000 კილომეტრის გავლისას უნდა შეიცვალოს. დაბოლოს: საწვავის ფილტრი, წმენდს ძრავისკენ მიმავალ საწვავს. თუ ფილტრი დაბინძურებულია, უმატებს საწვავის ხარჯს, არის ალბათობა იმისა, რომ შენი ავტომობილი ერთ მშვენიერ დღეს აღარ დაიქოქოს. საწვავის ფილტრი ყოველ 30,000 კმ-ზე უნდა შეცვალო.

ხუნდები - ხუნდები ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. წინა ხუნდები უკანეზე სამჯერ უფრო სწრაფად ცვთება. ის ყოველ 30-35,000 კილომეტრის გავლისას უნდა შეიცვალოს. თუ დროულად არ შეცვლი ხუნდებს: ფრიქციული მასის შემცირებასთან ერთად, იკლებს ხუნდის მდგრადობა ტემპერატურის მიმართ, ანუ გაიზრდება დამუხრუჭების მანძილი, ამავდროულად გაცვეთილი ხუნდები აფუჭებს სამუხრუჭე დისკებს.


სამუხრუჭესითხე (Brake fluid) - სამუხრუჭე სითხის ფუნქციაა: მუხრუჭზე ფეხის დადგმისას, წნევა გადასცეს მთავარი სამუხრუჭე ცილინდრიდან, საბურავის მუხრუჭამდე. პრაქტიკულად სამუხრუჭე სითხე მონაწილეობას იღებს მანქანის გაჩერებაში, ასევე ის პოხავს რეზინისა და მეტალის დეტალებს. სამუხრუჭე სითხესაც თავისი ვადა აქვს და ისიც ძველდება, კარგავს თავის თვისებებს. ის ყოველ 50-60,000 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეცვალო.


გადაცემათაკოლოფისზეთი - გადაცემათა კოლოფი საჭიროებს სწორ ექსპლუატაციას, პერიოდულად უნდა ვამოწმოთ შუპით ზეთის დონე და სიბლანტე, მაგრამ არსებობს ისეთი მანქანებიც, რომლის დონეს და ზეთის ფერს სპეციალისტის გარეშე ვერ დაადგენთ რადგან ე.წ. (შუპი) არ გააჩნია. რაც უფრო მუქია ზეთი მით, მალევე უნდა შეცვალო ის.


  1. CVT ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ზეთი ყოველ 25-30,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო,
  2. ავტომატური გადაცემათა კოლოფში 50-80,000 კილომეტრის გავლის შემდეგ
  3. მექანიკურ კოლოფში, ზეთის შეცვლა რეკომენდირებულია, 120,000 კილომეტრზე

ძრავის კბილანა ღვედი -  თუ შენი ავტომობილის ძრავა, რეზინის კბილანა ღვედზე მუშაობს, მაშინ უნდა იცოდე, რომ ღვედს თავისი რესურსი აქვს. ის დროთა განმალობაში შრება და წყდება, რაც ძრავის გაფუჭებას იწვევს. ძრავის კაპიტალური რემონტი კი ძვირი სიამოვნებაა. კბილანა ღვედი, ყოველ 80-100,000 კილომეტრის გავლისას იცვლება. მასთან ერთად უნდა შეცვალო დამჭიმი და ამყოლი გორგოლაჭი,  გარე ღვედი და წყლის ტუმბო ( პომპა)


თუ ავტომობილის ძრავა, ჯაჭვზე მუშაობს მისი შეცვლა რეკომენდირებულია, ყოველ 150,000 კილომეტრის გავლის შემდეგ.  ჯაჭვსაც თავისი რესურსი აქვს. შესაცვლელი ჯაჭვი, არასასიამოვნო ხმას გამოსცემს და ალბათობა იმისა, რომ გაწყდეს ან გადახტეს და ძრავა გააფუჭოს დიდია.


მსგავსი სტატიები

ავტომობილის რომელ ნაწილებს სჭირდება ზეთის შეცვლა
ავტომობილის რომელ ნაწილებს სჭირდება ზეთის შეცვლა
2020-04-15

დროულად შეცვლილი ზეთები უხანგძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ამ პატარა სტატიაში მე ჩამოგიწერ იმ მნიშვნელოვან ნაწილებს, რომელსაც რეგულალურად უნდა უცვალო სხვადასხვა ტიპის ზეთები.

რას ნიშნავს TPMS  ?
რას ნიშნავს TPMS ?
2019-11-19

ეს კონკრეტული ნათურა ეკუთვნის (TPMS) და მაინც რას წარმოადგენს Tire Pressure Monitoring System ? ის აკონტროლებს საბურავებში ჰაერის წნევას. არსებობს TPMS-ის ორი ვერსია: TPMS I და TPMS II

რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
2019-11-22

მანქანის შეძენისას, ყოველთვის იკვეთება საშინელი დილემა და ჩემს თავს ვეკითხები , რომელი მანქანა შევიძინო? ოდნავ უფრო ასაკოვანი დაბალი გარბენით თუ შედარებით ახალი და დიდი გარბენით ?