2020-06-17

განახლებული 2021 BMW M5

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სოციალურ ქსელში, განახლებული M5 და M5 Competition-ის სურათები და პირველადი მონაცემები გამოჩნდა. ბავარიელის ოფიციალური პრემიერა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  „ქართველ ავტომოყვარულებს M5-ის რისხვის გარდა არავისი ეშინია ამქვეყნად“.



 2021 წლის BMW M5 Competition F90, წითელ Imolarot 2 (405) ფერშია წარმოდგენილი. ზოგადად წითელი, უფრო იტალიურ სპორტულ ავტომობილთან ასოცირდება, თუმცა წითელ ფერში, BMW-მ მას შემდეგ დაიწყო ავტომობილების შეღებვა, როდესაც 2001 წელს Ralf Schumacher-მა პირველი გამარჯვება მოუპოვა Williams BMW-ს გუნდს, იმოლას ლეგენდარულ ავტოდრომზე (San Marino Grand Prix). ამ მოვლენის საპატივცემულოდ, ბავარიელებმა წითელ ფერში შეღებილი BMW M3 E46 - Imolarot 2 (405) წარმოება დაიწყეს. მას შემდეგ Imolarot 2 (405) ისეთივე საუკულტოა, როგორც Lemans Blue (381).

ექსტერიერი - გაუმჯობესებულია აეროდინამიკური მონაცემებიც, აშკარად დავინახავთ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა წინა და უკანა ბამპერი. განახლდა შუქდიოდიანია ოპტიკა, შეიცვალა მაშუქების ფორმები, კაპოტის დიზაინი, ხოლო ცხაურა ცოტათი ზომაში გაადიდეს. განახლებული M5-ის დეტალები ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებულია. ყველა სტანდარტული M5 აღჭურვილია 19-იანი მსუბუქი დისკებით, ხოლო M5 Competition 20-იანი დისკებით.

ინტერიერი - რაც შეეხება სალონს, აქ ტრადიციულად შენ დაგხვდება: მულტიფუნქციური საჭე, ტაქომეტრი ციფრულია და ყველანაირი სასარგებლო ინფორმაცია 12.3 დუიმიანი ეკრანზე შეგიძლია იხილო.

კოკპიტზე მოთავსებული მეორე 12.3 დუიმიანი touchscreen ეკრანი, განახლებულია მულტიმედია და აღჭურვილია BMW OS 7.0 სისტემით, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ M5-იც დასაჩუქრდა, როგორც ახალი ნავიგაციის BMW Maps სისტემით, ასევე Apple CarPlay-ით და Android Auto სისტემით.

განახლებული M5-ის ცენტრალურ კოკპიტზე, გადაცემათა კოლოფის ბერკეტთან: ორი ახალი ღილაკი გამოჩნდა: SETUP და M Mode

 

ტექნიკური მონაცემები - M5 და M5 Competition აღჭურვილი იქნება, xDrive სრული ამძრავი სისტემით, თუმცა მძღოლს საშუალება ექნება აირჩიოს მისთვის სასურველი რეჟიმი, როგორიცაა: 4WD, 4WD Sport, და 2WD traction mode.

რაც შეეხება ძრავს, განახლებულ M5 და M5 Competition-ს ექნება V8 4.4 Twin Turbo ძრავა და M Steptronic 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, თუმცა მათ განსხვავებული ცხენის ძალები აქვთ.

  • სტანდარტული M5 ექნება 592 ცხენის ძალა და 0-დან 100-მდე 3.4 წამი დაჭირდება
  • M5 Competition აღჭურვილი იქნება 617 ცხენის ძალიანი ძრავით და 100-ს სულ რაღაც 3.3 წამი განავითარებს. 

ფასი - სტანდარტული M5-ის ფასი $104,495-დან დაიწყება, ხოლო M5 Competition $112,095 ეღირება.

 

თეგები

მსგავსი სტატიები

Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
2020-05-11

ამერიკულ კომპანია Hennessey, დაარსების დღიდან ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას. 2017 წელს ტეხასურმა კომპანიამ მეტად ამბიციური მიზანი დაისახა.მათ სურდათ შეექმნათ მსოფლიოში სწრაფი ჰიპერმანქანა, რომელიც ბუგატისაც კი ჩამოიტოვებდა და 500 კილომ

Myauto-მ მობილური აპლიკაცია გაუშვა
Myauto-მ მობილური აპლიკაცია გაუშვა
2020-09-17

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250,000 განცხადებით. ახლახანს შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს პლატფორმით სარგებლობას გაუმარტივებს და ამიერიდან ავტოსამყ

Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
Maserati-იმ Hybrid-ის წარმოებას მიჰყო ხელი.
2020-07-17

2020 წლის შემოდგომიდან ევროპის ბაზრისთვის, ხელმისაწვდომი იქნება Maserati Ghibli Hybrid. ბრენდის ისტორიაში ეს პირველი ჰიბრიდული ავტომობილია.