2020-06-17

პირველი ქართული ავტოაუქციონი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.

 Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. თუმცა ახლა უკვე, ჩვენს პლატფორმაზე  შესაძლებელი იქნება ავტომობილების აუქციონის პრინციპით შეძენაც. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტოაუქციონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ბაზარია, რაც გვინდოდა საქართველოშიც დაგვემკვიდრებინა. Myauto-ს აუქციონიც სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა და ზუსტად იმეორებს აუქციონის სრულფასოვან პრინციპებს. სასურველი ავტომობილის აუქციონის დახმარებით შეძენა მარტივია.

აღნიშნული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სიმარტივესთან ერთად ისაა, რომ აქ განთავსებული ყველა ავტომობილი მდებარეობს საქართველოში და მომხმარებელს აღარ უწევს მრავალთვიანი ლოდინი და ტრანსპორტირების რისკების გათვალისწინება, რაც ახლავს საერთაშორისო აუქციონებზე ავტომობილის შეძენას. ამასთან, მსურველებს შეეძლებათ ლოტის ფიზიკური დათვალიერება და ვებგვერდზე განთავსებულ ზუსტ ინფორმაციასთან ერთად, სასურველი ქონების საკუთარი თვალით ნახვა.

პირველ ეტაპზე, უცხოური ანალოგების მსგავსად, პირველ ეროვნულ აუქციონზე განთავსდება სადაზღვევო კომპანიების ქონება, მომავალში გათვალისწინებულია განმთავსებლების რიცხვის გაზრდა. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს განათავსოს და გაყიდოს ავტომობილები უკვე აუქციონის პრინციპით სრულად დისტანციურად.

ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია, პლატფორმა გახდეს საერთაშორისო მასშტაბის და მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ავტომობილებით ვაჭრობა.

მსგავსი სტატიები

2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2020-07-03

2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye, სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია. მას გადახალისებული ექსტერიერი აქვს. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია.

ჰიბრიდული მანქანები
ჰიბრიდული მანქანები
2019-12-23

21-ე საუკუნე რეგულაციების და შეზღუდვების ეპოქაა, ჭეშმარიტი ავტომოყვარულის მზე თითქმის ჩაესვენა. გასულ საუკუნეს უფრო საინტერესო და შესანიშნავი დიზაინის მანქანები იქმნებოდა ვიდრე ეხლა. რათქმაუნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა
Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა
2020-11-17

რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიაში ბაზირებული კომპანიის, CANEPA-ს ვებ საიტზე, უიშვიათესი შუაძრავიანი, სპორტული ავტომობილი, Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა. ასეთი ავტომობილი, სულ 24 ეგზემპლარია დამზადებული.