2020-07-07

Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ერთ კვირაში, Ford-ის საკულტო მოდელი, Bronco ოფიციალურად დაგვიბრუნდება. თავდაპირველად Bronco-ს დებიუტი მარტში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო. 2020 წლის 13 ივლისს, ამერიკის დროით 8 p.m. პირდაპირი ეთერით, ABC, National Geographic, Disney network channels და ESPN გადასცემს 2021 Ford Bronco-ს პრემიერას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავუცადოთ.

ისტორია -  Bronco-ს შექმნის იდეა Ford-ის პროდუქტ-მენეჯერს Donald N. Frey-ის ეკუთვნის, მალევე ფორდის ინჟინრები Paul G. Axelrad-ის მეთაურებით შეუდგნენ იდეის განხორციელებას. Bronco-ს პირველი თიხის მაკეტი, 1963 წელს შექმნეს, ხოლო საბოლოო ვარიანტი 1964 წელს Lee Iacocca-მა დაამტკიცა. ასე და ამგვარად დაიბადა საკულტო ყველგანმავალი, რომელიც შეიქმნა Jeep CJ-5-ის და International Harvester Scout-ის კონკურენტად.

 

დეფინიცია - მე-19 საუკუნეში, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ველურ ცხენს Bronco-ს ეძახდნენ.

რეინკარნაცია - Ford-ის მარკეტინგის მენეჯერი Mark Gruber, კომპანიას ჯერ კიდევ 2015 წელს სთავაზობდა Bronco-ს დაბრუნებას. მისი თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ბრენდია დარჩენილი, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ყველგანმავალს, ხოლო ყველგანმავალზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. თანამედროვე Bronco-მ გამოცდა ყველანაირ კლიმატურ პირობებში გაიარა, 
2021 წლის Ford Bronco წარმოდგენილი იქნება სამ ვერსიად ესენია:

  • ორკარიანი
  • ოთხკარიანი
  • კროსოვერი Sport

ტექნიკური მონაცემები - წინასწარი ცნობით 2021 წლის Ford Bronco, იგივე Ford Ranger-ის T6-ის პლატფორმაზე აიწყობა. რაც შეეხება ძრავს და გადაცემათა კოლოფებს: Bronco სავარაუდოთ აღიჭურვება, როგორც 270 ცხენის ძალიანი 2.3L EcoBoost ძრავით, ასევე V-6 2.7 ან 3.5 twin-turbo ძრავით, რომელიც დაწყვილებული იქნება 10 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. 



ფასი - 2021 წლის Ford Bronco-ს ფასი, $32,495-დან დაიწყება. 


 

 

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
2020-02-07

ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, ჩვენ ადამიანები ვცდილობთ რაიმე უნიკალური მოვიძიოთ, ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები. დღეს მინდა შემოგთავაზო ის უნიკალური ტრანსპორტი, რისი ნახვაც შეგვიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

2021 Toyota GR Yaris
2021 Toyota GR Yaris
2020-01-13

პარასკევს 10 იანვარს TOKYO-ს საერთაშორისო ავტო შოუზე, ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი

მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
2020-12-08

ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. ჰაერი დაბიძნურებულია, ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწა