2020-05-29

2009-16 Mercedes Benz E Class-ის 5 გავრცელებული პრობლემა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში მერსედესი ძალიან პოპულალურია, ის ხარისხთან და კომფორტთან ასოცირდება. დღეს განვიხილავთ მეოთხე თაობის 2009-2016 წლებში გამოშვებულ Mercedes-Benz E-Class (W212)-ს. საქართველოში მისი ფასი 6,800 დოლარიდან  იწყება, დღევანდელ სტატიაში მე ვისაუბრებ იმ შესაძლო პრობლემებზე, რომელიც მერსედეს აწუხებს და სანამ შევიძენთ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ, თუმცა ჩამოთვლილი „პრობლემები“ აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს მანქანას ეს ჩამონათვალი შეაწუხებს, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორც გამოდგომაზე, ასევე იღბალზე.

ჯაჭვი და მისი დამჭიმები
- W212-ის სუსტი წერტილი ჯაჭვი და მისი დამჭიმებია, შესაცვლელი ჯაჭვი არასასიამოვნო ხმას გამოსცემს. მაგალითად დიზელის ОМ 651 2.2 CDI ძრავს, ყოველ 150,000 კილმეტრის გავლის შემდეგ ესაჭიროება შეცვლა, ხოლო ბენზინის ოთცხილინდრიან М271-ს და М274 ძრავებს ეს თავის ტკვილი 100,000 კილომეტრის გავლის შემდეგ ეწყებათ.

არც V6 (М272) და V8 (M273) ძრავებია გამონაკლისი, თუ მათი ჯაჭვის რესურსი შედარებით მეტია, სამაგიეროდ 80.000 – 120.000 კილომეტრის გავლისას უნდა შეუცვალო: მაბალანსირებელი ლილვის ვარსკვლავა (звездочки балансирного вала).

შესაცვლელი ჯაჭვით და დამჭიმებით სიარულს არ გირჩევ. არის ალბათობა ჯაჭვი გადახტეს, რაც არუნდა პარადოქსი იყოს გაწყდეს. ეს კი დიდი პრობლემების მომტანია, მოგიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რაც ძალიან ძვირი ჯდება.

ზეთის ჟონვა - მორიგი თავის ტკივილი, ეს ზეთის ჟონვაა. ძირითადად ცილინდრთა ბლოკის სახშობიდან ჟონავს (Заглушка ГБЦ/блока цилиндров).

ზეთის წნევის სარქველი - დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავის ОМ 651 დაავადება: ელექტრონული სარქველის გაუმართაობაა, რომელიც პასუხისმგებელია, ძრავის ზეთის წნევაზე. მისი შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ 100-120,000 კილომეტრის გავლისას.

ინჟექტორებიW212-ს „კომონ-რეილის“ ტიპის ინჟექტორები უყენია, ისინი საიმედოობით არ გამოირჩევიან, შეიძლება მოულოდნელად ავტომობილი ჩაქვრეს ან უბრალოდ ვეღარ დაქოქოთ. ყველაზე არასაიმედო პირველი თაობის დიზელები აღმოჩნდა. ამ ავტომობილებში საუკეთესო საწვავი უნდა ჩაასხათ.

გადაცემათა კოლოფი - 7G-tronic-ის მთავარი პრობლემა Siemens-ის პლატაა, მალე გამოდის მწყობრიდან. ძირითადად გაუმართაობის გამომწვევი მიზეზი, გადაცემათა კოლოფის გადახურებული ზეთია.  

მსგავსი სტატიები

რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
2020-02-28

საქართველოში ეკონომიურ მანქანებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ არჩევისას პრობლემას ვაწყდებით, რადგან შეღავათიან ფასში რთულია აარჩიო ისეთი მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სტილი, ტექნოლოგიები და საწვავის ეკონომიურობა, თუმცა ბაზარზ

 BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-03-05

დღეს განვიხილავთ BMW Е90-ს, მისი ფასი 3,500 $-დან 9,000 $-მდე მერყეობს, ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში მესამე სერიის BMW საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი ასოცირდება სპორტულობასთან

2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა
2020-09-17

მეორე თაობის А-კლასი Mercedes-Benz, 2004-2012 წლებში იწარმოებოდა. W169 წინასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო დაიხვეწა, მეტი ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების საიკითხს. 15%-ით გაიზარდა W169-ის ტვირთამწეობა. 2008 წელს ავტომობილმა განიცადა მცირედ