კონცერნ DaimlerChrysler-მა კომფორტული, მდიდრული კროსოვერი 2005 წლის იანვარს დეტროიტის (NAIAS) ავტო შოუზე წარადგინა, ახალმა მოდელმა მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი წარმოება 2005-დან დაიწყო, რესტალინგი 2007 წლის 23 ნოემბრიდან განიცადა, ხოლო 2011 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა ბოლო W164. გამოშვების დღიდან საქართველოში ძალიან პოპულალური იყო თუმცა 2005-2007 წლებში გამოშვებულ ML 350 უკან მრავალი პრობლემა იმალება.
1. ძრავა - 3.5V6 გამოირჩევა ურჩობით, მისი ზეთის ნასოსი ცუდად მუშაბს, ამას ემატება „ცეპის“ დამჭიმები, რომლებიც 150,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო წინააღმდეგ შემთხვევაში მოგოიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება.
2. გადაცემათა კოლოფი - 7G-tronic გადაცემათა კოლოფს ხშირად უფუჭდება Siemens-ის პლატა, მეორადი პლატა რომ იყიდო $350 ჯდება. გადაცემათა კოლოფში ზეთი ყოველ 30,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს.
3. სავალი ნაწილი - ხშირად უფუჭდება პნევმო ბალიშები ე.წ. „პადუშკები“ მისი ღირებულება თითო ბალიშის $200-დან $300-მდე მერყეობს.
4. ელექტროობის გაუმართაობა - ეს პრობლემა ძირითადად გამოწვეულია SAM Control Module-ის გაუმართაობით, ეს მოდული ორი უყენია, ერთი წინ მარჯვენა მგზავრის სავარძლის ქვეშ, ხოლო მეორე უკან მარჯვენა სტოპთან. მეორადი SAM Control Module-ის ფასი $300 შეადგენს.
5. კარდანული ლილვის შუალედური სამაგრი - ხშირად თუ გიწევს უგზოობაზე (ტალახიან ადგილას) სიარული არის მაღალი ალბათობა, იმისა რომ (ე.წ. პადვესნოის) შეცვლა მოგიწიოს. ზოგადად მისი რესურსი 70,000 კილომეტრია.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ძირითადად 2005-2007 წლის W164 ML 350-ს ახასიათებს, 2007 წლიდან ეს პრობლემები მერსედესმა გამოასწორა, შესაბამისად სანამ მანქანას იყიდი კარგად შეამოწმე.



