2020-05-19

2020 Lamborghini Huracán EVO RWD Spyder

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ორი კვირის წინ Lamborghini-იმ ახალი სპორტული ავტომობილი წარმოგვიდგინა. ეს არის 2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder. ამ მოდელმა თითქოს გააცოცხლა საკუთარი ოჯახის ისტორია, მისცა მას ფართო, სიმბოლური მნიშვნელობა.

ძარა - Huracán-ი ალუმინისგან და ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებული, ავტომობილის მასა შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 40 % (წინ) და 60 % (უკან), ის ჯამში 1,509 კილოგრამს იწონის. საბარგულის მოცულობა 100 ლიტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდვილის 4-5 პარკის მოთავსებას თავისუფლად შეძლებ. Huracán-ი აღჭურვილია Pirelli P Zero-ს სპეციალური საბურავებით, წინ 245/35 ZR19-იანი, ხოლო უკან 305/35 ZR19.


ძრავა და ტრანსმისია - ლამბო უკანა წამყვანია და აღჭურვილია, 610 ცხენის ძალიანი ატმოსფერული, 5,2 V-10 ძრავით და შვიდ საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფით (LDF dual-clutch transmission). მძღოლს შეუძლია აირჩიოს მართვის სამი რეჟიმი: Strada - ქალაქისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Sport და Corsa სარბოლო რეჟიმებია. თუ კომპანიას დავუჯერებთ Huracán Evo RWD Spyder-ს 100 კმ/სთ-ს განვითარება 3,5 წამში შეეძლება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 324 კმ/სთ იქნება.

ინტერიერი - იტალიელებს დიზაინი არასდროს ეშლებოდათ, აქ არის მულტი ფუნქციური საჭე, ცენტრალურ კონსოლზე, ლამაზადაა ჩაშენებული 8,4 დუიმიანი touch screen ეკრანი. ლამბოს სპორტული სავარძლები, ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებული და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის ტყავით და ალკანტარით. სახურავის გადახდას სულ რაღაც 17 წამი სჭირდება.


წვა - ლამბო შერეულ რეჟიმში 13,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მისი ავზის მოცულობა კი 83 ლიტრს შეადგენს. თუ შაბათ-კვირას, რუსთავის ავტოდრომზე „დამპლურ თამაშებს“ გადაწყვეტ 13,9 ლიტრი ნამდვილად არ გეყოფა.


ფასი - თუ ფიქრობ რომ ეს საშენო ავტომობილია, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ  2020 წლის Lamborghini Huracán Evo RWD Spyder-ში $287,400-ის გადახდა მოგიწევს.


დასკვნა - ლამბოს დიდება ქუხს ევროპის ერთი კიდიდან მეორემდე და ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ მისი კონკურენტები უმძიმეს საგონებელში არიან ჩავარდნილი.

მსგავსი სტატიები

Callum Vanquish 25 by R-Reforged
Callum Vanquish 25 by R-Reforged
2020-07-24

ეს ხელოვნების ნიმუში, ბრიტანულმა სადიზაინრო კომპანიამ Callum Designs-მა და მისმა პარტნიორმა R-Reforged-მა სულ რაღაც 9 თვეში შექმნა. ამ საოცარი Aston Martin-ის წარმოება, სექტემბრიდან დაიწყება, ფასი კი £550,000 შეადგენს თუმცა უნდა იჩქარო, რად

ხუთი სამანქანე ადგილი
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს.

2021 Mercedes-Benz E Class
2021 Mercedes-Benz E Class
2020-03-04

Mercedes-Benz-მა პოპულალური მოდელი E-Class განაახლეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ „რესტაილინგი“ შემოგვთავაზეს. მისი ოფიციალური პრეზენტაცია 2020 წლის Geneva Motor Show-ზე იგეგმებოდა, თუმცა ავტოშოუს ჩაშლის გამო გერმანელებს ვირტუალურად მოუწიათ მისი