2020-05-14

2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020  წლის 1 მაისამდე შემოყვანილი  ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც  ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას.  სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე  თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ  სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4868074?publication=0

წყარო: https://www.rs.ge

მსგავსი სტატიები

Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
2020-05-11

ამერიკულ კომპანია Hennessey, დაარსების დღიდან ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას. 2017 წელს ტეხასურმა კომპანიამ მეტად ამბიციური მიზანი დაისახა.მათ სურდათ შეექმნათ მსოფლიოში სწრაფი ჰიპერმანქანა, რომელიც ბუგატისაც კი ჩამოიტოვებდა და 500 კილომ

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
2020-10-26

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება
Ford Bronco - ველური ცხენი გვიბრუნდება
2020-07-07

ერთ კვირაში, Ford-ის საკულტო მოდელი, Bronco ოფიციალურად დაგვიბრუნდება. თავდაპირველად Bronco-ს დებიუტი მარტში იგეგმებოდა, თუმცა COVID-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო.