2020-05-04

Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 იაპონური მანქანები ჩვენს ქვეყანაში, ბოლო თხუთმეტი წლის განმალობაში საკმაოდ მომრავლდა. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ იაპონური მანქანები საიმედოობით გამოირჩევიან. მაგალითად თბილისურ ქუჩებში ხშირად მხვდება მეათე თაობის Toyota Corolla (E140), რომელიც 2006 – 2013 წლებში იწარმოებოდა, შეიძლება გვიფიქრია მის შეძენაზე, მაგრამ ნაკლები ინფორმაციის გამო გადაგვიფიქრია. ამ სტატიაში მე ვისაუბრებ მეათე თაობის Toyota Corolla-ს სუსტ მხარეებზე.

ძრავა - ძირითადად ბენზინის ოთხცილინდრიანი, 1.6 (1ZR-FE) ძრავებით გვხვდება, მას ძლიან დიდი რესურსი აქვს, თუმცა რესურსის ამოწურვის შემდეგ, ამ ძრავის კაპიტალური რემონტი თითქმის შეუძლებელია, რადგან მისი ცილინდრთა ბლოკი თხელია, შესაბამისად მოგიწევს ახალი ძრავის ჩადგმა.

გამოსავალი - სანამ მანქანას გადაიფორმებ, კარგად შეამოწმე, დააკვირდი დაბალ თუ მაღალ ბრუნზე, ხომ არ ბოლავს ? შეამოწმებინე ძრავაში აალების სანთლების მდგომარეობა.

ცეპის დამჭიმები - თუ კაპოტიდან მეტალის უსიამოვნო ხმა შენიშნე, დაწყნარდი არ მოგჩვენებია. ასეთი ხმა ძირითადად ძრავის „ცეპმა“ იცის და უმჯობესია სპეციალისტს შეამოწმებინო.  1.6 (1ZR-FE) ძრავს, ცეპი ყოველ 150,000 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეუცვალო.

საჭით მართვის სისტემა - Corolla-ს ე.წ. „რულავოი“ დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა, სანამ მანქანას იყიდი, ტესტ დრაივის დროს დააკვირდი საჭეს ლუფტი ხომ არ აქვს? ლუფტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გადასაჭერი ჭანჭიკებიც იყოს, ან თუნდაც „რულავოის“ ჯვარედინი იყოს შესაცვლელი (крестовины рулевого вала)

ძარა - თანამედროვე ავტომობილების ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე არაა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო. გამონაკლისი არც ჩვენი მეათე თაობის Toyota Corolla (E140), მას კოროზიისკენ მიდრეკილება აქვს, სანამ მანქანას იყიდი მისი ძარა მეთუნუქეს კარგად შეამოწმებინე. მაგალითად ტრასაზე, ხშირად ჩვენს მანქანას პატარა კენჭები ხვდება, რაც ძარის და საღებავის დაზიანებას იწვევს, შემდეგ ამ პატარა დეფექტებს არ ვაქცევთ ყურადღებას და გარეცხვის შემდეგ, ეტაპობრივად ძარას კოროზია უჩნდება.

გადაცემათა კოლოფი - Corolla ყიდვა შეგიძლია, როგორც მექანიკის ასევე ტრადიციული ავტომატური კოლოფით, ისინი ძალიან გამძლეა, თუმცა არის მესამე ვარიანტი: რობოტიზირებული კოლოფები Multimode Manual Transmission (MMT), აღნიშნულ კოლოფს ხშირად უფუჭდება გადაბმულობის actuator-ი (Clutch Actuator), სანამ მანქანას იყიდი კარგად შეამოწმებინე კოლოფი და დააკვირდი შიჩქარეებში გადართვას ხომ არ აგვიანებს? 2009 წლიდან იაპონელებმა რობოტიზირირებული კოლოფები ტრადიციული ავტომატით ჩაანაცვლეს, მისი რესურსი სწორი ექსპლუატაციის პირობებში 300,000 კილომეტრზე მეტია.

მსგავსი სტატიები

2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-07-23

Subaru Forester საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ფორესტერმა მალევე შეძლო ჩვენი გულების დაპყრობა, თუმცა სიყვარულის უკან მცირედი ხარვეზებიც იმალებოდა. მეორე თაობის Subaru Forester-ის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან მი

 Ford Fusion-ის მიმოხილვა
Ford Fusion-ის მიმოხილვა
2020-01-16

„ბოროტების იმპერიის“ დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტოპარკი შეივსო მეორადი ევროპული ტრანსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე შავ 24-ზე ოცნებობდა, გულის სიღრმეში კი მათი ნამდვილი სიყვარული ევროპული მანქანები გახლდათ, როგორებიც

2008-2014 წლის Subaru Impreza WRX STI-ის 7 გავრცელებული პრობლემა
2008-2014 წლის Subaru Impreza WRX STI-ის 7 გავრცელებული პრობლემა
2020-05-13

სუბარუ საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მესამე თაობის WRX STi მოდიფიკაციით. ის 2008-2014 წლებში გამოდიოდა, შეძლება ითქვას უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე მოდელია, დიდი ტრადიციებით და არასდროს გაძლევს საშუალებას მოიწყინო. დღ