Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
როგორ გამოვცვალოთ ზეთი მოტოციკლზე
2020-04-28

როგორ გამოვცვალოთ ზეთი მოტოციკლზე

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სეზონის დაწყებამდე მოტოციკლში ახალი ზეთის ჩაასხმა და ფილტრის შეცვლა მნიშვნელოვანია. ზამთარში ნადგომმა ზეთმა შეიძლება კონდენსაცია განიცადოს, ამიტომ გარისკვას ჯობია რამდენიმე ასეული ლარი გადაიხადო ახალ ზეთში და ფილტრში, ვიდრე ძრავი გაგიხდეეს საყიდელი.


მოტოციკლეტში ძრავის ზეთის შეცვლა ძალიან მარტივია და დიდ დროსაც არ მოითხოვს, მთავარია ელემენტარული ხელსაწყოები მოიმარაგო, როგორიცაა:

  1. რეზერვუარი რაშიც ძველ ზეთს ჩაასხამ
  2. ძაბრი
  3. სახრახნისი: ბრტყელი და ფიგურული
  4. ფილტრის მოსახსნელი ინსტუმენტი
  5. ძრავის ზეთის, ჩამოსაშვები ჭანჭიკისთვის (сливной болт) მოსახსნელი17mm ქანჩის გასაღები. უმეტესად 17-იანი გვხვდება, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ყოველთვის მოტოციკლის Owner's Manual-ში წერია

 სანამ შეუდგები ძრავის ზეთის შეცვლას, პირველ რიგში მოძებნე. ძრავის ზეთის ჩამოსაშვები ჭანჭიკი, შეიძლება პლასმასის მოხსნაც დაგჭირდეს, ამის შემდეგ ძრავა გაათბე.

  1. მოხსენი ძრავის ზეთის ხუფი
  2. ქანჩით მოხსენი, ძრავის ზეთის ჩამოსაშვები ჭანჭიკი (сливной болт) . ძველი ზეთის ძრავიდან ჩამოცლას დაახლოებით 10-15 წუთი მაინც ჭირდება, ამის შემდეგ გაასუფთავეთ ჭანჭიკი და საყელური (წამოსაცმელი ბრტყელი რგოლი), შემდეგ დაუჭირე
  3. მოხსენით ზეთის ფილტრი შესაბამისი ხელსაწყოთი
  4. ახალ ზეთის ფილტრს, წრიულად წაუსვი ახალი ზეთი და შიგნით მცირე ოდნებით ჩაასხი და ისე დაუჭირე
  5. ჩაასხი შესაბამისი რაოდენობის ძრავის ზეთი, რამდენიც კატალოგში ან Owner's Manual-შია მითითებული
  6. დაუჭირე ძრავის ზეთის ხუფი
  7. დაქოქე ძრავა და ამუშავე დაბალ ბრუნზე რამდენიმე წუთი, შემდეგ შეამოწმე ძრავის დონე და გადაამოწმე შესრულებული სამუშაოები. თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ პლასმასები უკან თავის ადგილას დაუყენე თუ რა თქმაუნდა მისი მოხსნა მოგიწია.

მსგავსი სტატიები

Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
Top 5 მოტოციკლი დამწყებისთვის
2020-04-24

მოტოციკლეტზე ფიქრი და ოცნება ეს ისაა რაც გვაერთიანებს. პირველ მოტოციკლის არჩევისას, პირველ რიგში უნდა განსაზღვრო შენი ბიუჯეტი, ამის შემდეგ გამოუცდელობის გამო უამრავი კითხვა გიგროვდება, როგორიცაა: რომელი ვიყიდო მძლავრი და მძიმე ? თუ მსუბუქი

როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი საგაზაფხულოდ
როგორ მოვამზადოთ მოტოციკლი საგაზაფხულოდ
2020-03-09

როგორც იქნა მოვიდა ნანატრი გაზაფხული, ბუნება გამოცოცხლდა, დღე გადიდდა და ყველანაირ საქმეს ჩვენ ადამიანები უფრო ხალისიანად ვაკეთებთ, მაგრამ გაზაფხულის მოსვლა ყველაზე ძალიან ბაიკერებს უხარიათ. სეზონის მოსვლასთან ერთად საჭიროა ჩვენი მოტოციკლე

LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
LOTUS C-01 - მოტოციკლი რჩეულებისთვის
2020-04-06

შენს წინაშეა Lotus-ის მოტოციკლი C-01, მისმა ფუტურისტულმა დიზაინმა არ შეგანიშონ, ეს არის ბუგატის ყოფილი დიზაინერის Daniel Simon-ის ქმნილება. Daniel-ის მუზა 60-იანი წლების ფორმულა 1-ის ბოლიდი „Lotus 49“ გახლდათ, დანიელს იდეის სისრულეში მოყვან