2020-04-21

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა




15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო, მაგრამ ყველა ვერ ახერხებდა მის შეძენას, რადგან ძალიან ძვირი ღირდა. დღეს პირველი თაობის Mini Cooper-ის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კი დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ.

ფასი

საქართველოში, პირველი თაობის 2002–2006 წლის, Mini Cooper-ის (R50/52/53) ფასი: $ 2,100-3,700-მდე მერყეობს, ამ ფასად შენ ნახავ მინის, როგორც 111.000 კმ, ასევე 186.000 გარბენითაც. ფასი ტრადიციულად დამოკიდებულია, გამოშვების წელზე, გარბენზე და კოომპლექტაციაზე. მინის ალტერნატივაა: 2006 წლის Toyota Vitz,  Fiat 500-ის ფასი 3,900 $-დან იწყება. 

 

ძრავა და გადაცემათა კოლოფი

პირველი თაობის Mini Cooper-ი ხელმისაწვდომია, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავებით თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებული ეს ძრავებია:

1.6 (90 ცხ.ძ.)

1.6 (116 ცხ.ძ.)

1.6 (170 ცხ.ძ.) supercharged

რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს აქ ცოტა მეტი ინფორმაციის მოწოდება დამჭირდება.

მექანიკა - 2002-2004 წლებში მინი, Midlands-ის 5 საფეხურიანი მექანიკით გამოდიოდა, ის საიმედოობით დიდად არ გამოირჩევა, ყველაზე ხშირად სინქრონიზატორები და კულისა (rocker) უფუჭდება. 2004 წლიდან მინიზე დააყენეს ბევრად ხარისხიანი Gertrag-ის 5 და 6 საფეხურიანი კოლოფები, მათი სინქრონიზატორების რესურსი 140,000 კილომეტრია.

CVT 2002-2006 წლებში მექანიკის გარდა, მინის ყიდვა შეგეძლო ვარიატორული (CVT) გადაცემათა კოლოფითაც. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს თუ წყნარად ივლი და არ დაიწყებ „შუმახერობას“ ეს კოლოფი ბევრად გამძლეა, ვიდრე Midlands-ის 5-იანი მექანიკა, მისი რესურსი, 200,000 კილომეტრია. მთავარია ყოველ 35-40,000 კილომეტრის გავლისას კოლოფში ზეთი შეუცვალე. თუ რომელიმე ბრენდირებულ სერვისცენტრში, ოპერატორმა ვერ მოგიძებნა ზეთი, მარტივად ზეთის ქარხნული კოდი: 83 22 0 136 376 მიაწოდე და დროსაც დაზოგავ.

ავტომატიკა 2002-2006 წლებში ხელმისაწვდომი იყო 6 საფეხურიანი ავტომატიკებიც, ამ კოლოფებზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც ზემოთ დავწერე ვარიატორულზე. ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად სწორ ექსპლუატაციას უწევ. ამ კოლოფსაც, ყოველი 35-40,000 კილომეტრის გავლისას ზეთი უნდა შეუცვალო, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლენოიდის (Solenoid) შეცვლა მოგიწევს და ა.შ.

ინტერიერი


Mini Cooper-ის კოკპიტი სხვებს არ ჰგავს, ის მინიმალისტურია, საჭის უკან გხვდება დიდი ტაქომეტრი, თითქოს სარბოლო მანქანას მართავდე, ხოლო ცენტრალურ კოკპიტზე მთავარი მართვის პანელი. სტანდარტულ კომპლექტაციებში შენ დაგხვდება:  ABS, TPMS, ჰიდრავლიკა, ელ. პაკეტი, კლიმატკონტროლი, კრუიზ კონტროლი, ოთხი უსაფრთხოების ბალიში, ქარხნული AM/FM Stereo, Seek-Scan, 6 დინამიკი. უკან შედარებით მეტი ადგილია ვიდრე Fiat 500-ში. მაგრამ ცოტა პუტკუნა მეგობრებს ძალიანაც არ მოეწონება მინით მგზავრობა.

მინის საბარგულის მოცულობა 158 ლიტრია და Wizz Air-ის ორი საგორებელი ჩანთა მოთავსდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში უკანა სავარძლებს გადაწევ

 

 

ექსტერიერი

მას ეშხიანი, გამორჩეული დიზაინი აქვს, Mini-ის სიგრძეა 3626 მმ და სიგანე 1687 მმ, მინი გაცილებით დიდია, ვიდრე Fiat 500 თუმცა მაინც ქალაქის პატარა მანქანაა. მიუხედავად იმისა რომ დაკიდების სისტემა სირბილით არ გამოირჩევა, მისი მართვა მაინც სასიამოვნოა, მოქნილი და მანევრულია, დაპარკინგება მარტივად გამოდის. Mini-ის საწვავის ავზის მოცულობა, 50 ლიტრია და მთლად ეკონომიურიც არაა. 100 კმ-ზე 7-8 ლიტრი მაინც ჭირდება თუ მეტი არა, გააჩნია მართვის სტილს. მინიში უნდა ჩაასხა კარგი ბენზინი, როგორიცაა ევრო პრემიუმი.

 

სათადარიგო ნაწილების ფასები

სამუხრუჭე დისკოს ( წყვილის) ფასი 180 ლარი, წინა საქარე მინა 160-200 ლარი , უკანა ამორტიზატორები წყვილი 170 ლარი, წინა ხუნდები 80-120 ლარი, ბურთულა სახსარი (шаравои) ცალი 40 ლარი

სუსტი წერტილები

როგორც ზემოთ აღვნიშნე სუსტი წერტილი მექანიკური გადაცემათა კოლოფია, რომელსაც სინქრონიზატორები და კულისა (rocker) უფუჭდება, თუ ლუქი აქვს მანქანას ის საიმედოობით არ გამოირჩევა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გააღო და ვეღარ დახურო. რაც შეეხება ძრავს, სტანდარტული 1.6 ძრავების საშუალო რესურსი 170,000 კილმეტრია, ისინი ჩვენგან მოითხოვენ კარგი ხარისხის ზეთს და დროულ ცვლას. სასურველია ყოველ 7-8,000 კილომეტრის გავლის შემდეგ, თუმცა ყოველ 1,000 კილომეტრზე ძრავში ზეთის დონე უნდა შეამოწმო. ყოვე 25,000 კმ-ს გავლის შემდეგ თერმოსტატი უნდა შეიცვალოს, წყლის ტუმბოს რესურსი კი 40-50,000 კილომეტრია. 1.6 (170 ცხ.ძ.) supercharged ძრავა საკმაოდ საიმედოა, მაგრამ მცირედი თავისტკივილები მაინც აქვს, როგორიცა საწვავის ტუმბოს (ბენზონასოსი) გაუმართაობა, მისი რესურსი 80-100,000 კილომეტრია, ასევე EGR-ის სისტემაც გამოდის მწყობრიდან.

დასკვნა

თუ მოდური, პატარა ქალაქის მანქანა გსურს, ამავდროულად ხარჯი არ გაშინებს, მაშინ Mini Cooper შენთვისაა შექმნილი. გაითვალისწინე, რომ პატარა ბავშვივით უნდა უარო და დრო დაუთმო თუ გინდა რომ შენი მეგობარი იყოს.

მსგავსი სტატიები

გაინტერესებს როგორი მანქანაა Honda Fit / jazz  (2007-2014) ?
გაინტერესებს როგორი მანქანაა Honda Fit / jazz (2007-2014) ?
2020-06-03

თბილისის ქუჩები, Honda Fit / jazz -ის გარეშე ისეთივეა, როგორც შავი ზღვა დელფინების გარეშე მას თითქმის ყველა შუქნიშანზე შევხვდებით. დღეს ვისაუბრებთ მეორა თაობის Honda Fit / jazz-ის შესახებ.

 BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-03-05

დღეს განვიხილავთ BMW Е90-ს, მისი ფასი 3,500 $-დან 9,000 $-მდე მერყეობს, ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში მესამე სერიის BMW საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი ასოცირდება სპორტულობასთან

რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?
რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?
2020-02-26

საქართველოში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მთავრობაც მეტნაკლებად ხელს გვიწყობს, ელექტრო ტრანსპორტის განბაჟება უფასოა. დღეს საქართველოში შედარებით დაბალი ფასის გამო პოპულარობით სარგებლობს ელექტრო ჰეჩბეკი Nissan Leaf, თუ