Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
2020-03-13

Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 შვედეთი არის ქვეყანა, რომლის მაგალითი გვიჩვენებს რომ უკეთესი მსოფლიო შესაძლებელია. შვედეთზე მილიარდერთა ქვეყანა არ ითქმის, მოსახლეობის ძირითად ნაწილს საშუალო ფენა წარმოადგენს, მაგრამ შვედეთში იქმნება მილიარდერთა სათამაშოები, როგორიცაა Koenigsegg. დიახ ამ კომპანიის ისტორია 1994 წლის 12 აგვისტოს დაიწყო, სულის ჩამდგმელი Christian von Koenigsegg გახლავთ, რომელმაც მიზნად დაისახა, შეექმნა მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მანქანა. 


 გასულ კვირას ავტოინდუსტრიის მთავარი ღონისძიება „2020 Geneva Motor Show“ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა, მაგრამ შვედები ვირუს არ შეუშიდნენ და 3 მარტს Koenigsegg-ის გუნდმა პირველი ოთხადგილიანი ზესწრაფი GT კლასის მოდელი Koenigsegg Gemera წარადგინეს. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: „რითია გამორჩეული ეს ახალი მოდელი“ ?



 პირველ რიგში გამორჩეული იმით არის, რომ ოთხადგილიანია, ორი საბარგული აქვს, სადაც თავისუფლად ეტევა სამგზავრო ჩანთები და რაც მთავარია ის აღჭურვილია 2,0 Twin Turbo Freevalve 3 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მას, ასევე აქვს 3 ელექტრო ძრავა ჯამში Koenigsegg Gemera 1,700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 1.9 წამში განავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 Km/h იქნება. მანქანა მთლიანად ნახშირბადის ბოჭკოსგან (carbon fiber) დამზადებული, მაგრამ მისი წონა საკმაოდ დიდია 1879 კგ. კარებები ტრადიციულად ვერტიკალურად იღება და აღჭურვილია სხვადასხვა სენსორებით, რათა დაპარკინგების შემდეგ ფარეხის ჭერმა არ დააზიანოს. უკან მგზავრები ისე ჩასხდებიან, რომ წინა სავარძლის წინ გაწევა არ მოუწევთ. მას არ აქვს ტრადიციული გვერდითა სარკეები, მისი ფუნქცია ჭკვიანმა კამერებმა ჩაანაცვლეს, Gemera-ს აქვს 6 smart უსაფრთხოების ბალიში, 3 განყოფილებიანი კლიმატ კონტროლი, 11 დინამიკი, საბ ბუფერი, Apple CarPlay, წინა და უკანა 13 დუიმიანი დისფლეი.  მას სავსე ბაკით და დამუხტული ელემენტებით 1,000 კილომეტრის გავლა შეეძლება, სულ 300 ეგზემპლარი იქნება წარმოებული, ფასი ჯერ უცნობია, მაგრამ ჩემი ვარაუდით 1,500,000 ევრო მაინც ეღირება.

მსგავსი სტატიები

Hippie Van ბრუნდება
Hippie Van ბრუნდება
2020-03-25

Volkswagen-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ eClassics-მა გვამცნო, რომ ჰიპების საყვარელ მანქანას T1 Samba Bus-ს გააცოცხლებენ. ის რათქმაუნდა აღჭურვილი იქნება 81 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით და 45 Kwh-ნი ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion ba

2019 RANGE ROVER SPORT HSE
2019 RANGE ROVER SPORT HSE
2020-02-10

Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება წარმატებასთან, გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენაში და ხაზს უსვამს სტატუსს. Range Rover-ის დებიუტი 1970 წელს პარიზში, ლუვრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Exemplary Work of Industrial

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
2020-08-21

68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“