2020-02-18

ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უყვართ კროსოვერები, ისინი გამოირჩევიან მოდური დიზაინით და თანამედროვე ტევადი ინტერიერით. მსუბუქ უგზოობაზე თავს არ ირცხვენენ, საოჯახო საქმეებშიც გვეხმარებიან. მაგალითად ასეთია Volkswagen Tiguan მისი დებიუტი, როგორც კონცეპტუალური მანქანის 2006 წელს ლოს ანჯელესის ავტო შოუზე შედგა, ხოლო დასრულებული ვერსია გერმანელებმა 2007 წლის ნოემბერს ფრანკფურტის ავტო შოუზე  გვანახეს. Euro NCAP-მა Tiguan-ს ხუთი ვარსკვლავიც მიანიჭა, როგორც უსაფრთხო მანქანა. 2007 წლიდან 2011-ის ჩათვლით მსოფლიოში 700,000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. გამოშვების დღიდან საკმაოდ მოთხოვნადი მოდელია, თუმცა გერმანელსაც აქვს სხვადასხვა ხარვეზები, რის შესახებაც გესაუბრებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  Tiguan-ს აუცილებლად პრობლემები უნდა ჰქონდეს.

  1. ზეთის ხარჯი - Tiguan-ის ძრავები 100,000 კმ-ს შემდეგ იწყებენ ზეთის დამატებას და საშუალოდ ყოველ 1000 კილომეტრზე შეიძლება 1 - 1,5 ლიტრი ზეთის ჩამატება მოგიწიოს, ასევე ამ მოდელებს ახასიათებს ჩობალიდან (сальник) და შუასადებიდან (прокладка ) ზეთის გაპარება.
  2. ცეპის დამჭიმები - სპეციალისტს შეამოწმებინოთ ცეპის მდგომარეობა, ზოგადად 1.4 TSI -ის შემთხვევაში დამჭიმების შეცვლა სასურველია ყოველ 100-120,000 კმ-ზე, ხოლო 2.0 TSI-ის 70-80,000 კილომეტრზე. დამჭიმებს დროულად თუ არ შეცვლით გააფუჭებთ ძრავს და მისი აღდგენა სამჯერ ძვირი დაჯდება.
  3. წყლის ტუმბო - Tiguan-ის წყლის ტუმბო (Водяной насос) არ გამოირჩევა დიდი საიმედოობით, ტუმბოს საშუალო რესურსი 60-დან 120,000 კილომეტრია დამოკიდებული ძრავის მოცულობაზე, რაც მთავარია Volkswagen რეკომენდაციას მხოლოდ ორიგინალ ნაწილს ( OEM An original equipment manufacturer ) უწევს
  4. რადიატორი - თუ საცობებში შეამჩნიე, რომ ძრავა ზედმეტად გაცხელდა და რადიატორის ელექტრო ვენტილატორი შეუსვენებლივ მუშაობს, ასევე კონდიციონერი სალონს ცუდად აგრილებს ესეიგი Tiguan-ის რადიატორი შესაცვლელია. ზოგადად 2-3 წელიწადში ერთხელ სასურველია რადიატორი სპეციალური სითხით გამორეცხვა რათა არ გადავახუროთ ძრავა.
  5. ტურბოჩაბერვის წნევის რეგულატორი - მისი რესურსი 100,000 კილომეტრია, აღნიშნული ნაწილი (Waste Gate Frequency Control N75 Valve) ძვირის არ ღირს საშუალოდ 25-30 $ რომ გამოიწეროთ
  6. DSG - პირველი თაობის Tiguan-ს ძირითადად სტანდარტული გადაცემათა კოლოფები აქვთ, თუმცა 2011 წლიდან რესტაილინგი აღჭურვილია DSG (Direkt-Schalt-Getriebe) კოლოფით, მას არ უყვარს უგზოობაზე დატვირთვა, სასურველია ყოველ 60,000 კილომეტრზე შეუცვალო ზეთი თუ გინდა რომ დიდხანს გემსახუროს.
  7. კარდანული ლილვის საყრდენი - თუ ხშირად გიწევს უგზოობაზე სიარული არის მაღალი ალბათობა, რომ მოგიწიოს კარდანული ლილვის საყრდენის (Опора карданного вала) შეცვლა, რადგან მასში ჭუჭყი გროვდება, რაც გაფუჭებას იწვევს.

მსგავსი სტატიები

Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-05-04

იაპონური მანქანები ჩვენს ქვეყანაში, ბოლო თხუთმეტი წლის განმალობაში საკმაოდ მომრავლდა. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ იაპონური მანქანები საიმედოობით გამოირჩევიან. მაგალითად თბილისურ ქუჩებში ხშირად მხვდება მეათე თაობის Toyota Corolla (

2006–2013 Nissan Qashqai-ის სუსტი წერტილები
2006–2013 Nissan Qashqai-ის სუსტი წერტილები
2020-10-28

დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ, პირველი თაობის Nissan Qashqai J10-ის შესახებ. საქართველოში, მისი ფასი $5,000-დან იწყება და ადის $9,000-მდე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით, Qashqai ეს არის

მესამე თაობის C-Class W204 -ის გავრცელებული პრობლემები
მესამე თაობის C-Class W204 -ის გავრცელებული პრობლემები
2019-12-19

12 წლის წინ , 2007 წელს შტუტგარტელებმა წარმოგვიდგინეს ახალი C-კლასი W204, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერსედესმა თავისი ძველი , ტრადიციული ღირებულებები გაიხსენა და ჩვენ, მომხმარებლებს მაქსიმალურად ჩვენზე მორგებული მანქანა შემოგვთავაზა.