ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, ჩვენ ვცდილობთ რაიმე უნიკალური მოვიძიოთ, ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები. დღეს მინდა შემოგთავაზო ის უნიკალური ტრანსპორტი, რისი ნახვაც შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.
1) 2008 წლის Toyota Land Cruiser (J200) ერთი შეხედვით შენთვის შეიძლება არაფრით გამორჩეული ტოიოტაა და შუქნიშანზე რომ ამოგიდგეს შეიძლება ყურადღებაც არ მიაქცო. არა და ეს უნიკალური მანქანაა. მას აქვს B6 ტიპის ჯავშანი, მისი შუშები და ძარის ნაწილები 7,62x51 NATO კალიბრს უძლებს, მეტიც ამ მანქანის ქვეშ თავდამსხმელმა ხელყუმბარა რომ შეაგდოს მძღოლს და მგზავრს არაფერი დაუშავდება. ის აღჭურვილია დიზელის 4.5 V8 D4D twin-turbo ძრავით, რათქმაუნდა მისი შასი, სამუხრუჭე სისტემა და საბურავები მოდიფიცირებულია.
https://www.myauto.ge/ka/pr/44236191/iyideba-jipi-toyota-land-cruiser-2008-dizeli-geo
2) თქვენს წინაშეა საკოლექციო ЗИМ (ГАЗ-12). შენ რომ ყოფილიყავი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლი აუცილებლად გეყოლებოდა ЗИМ. ეს მანქანაც რათქმაუნდა პლაგიატის ტიპური მაგალითია, საბჭოთა კონსტრუქტორებმა ის უბრალოდ 1946 წლის buick roadmaster-ი დააკოპირეს. სერიულად იწარმოებოდა 1949-1958 წლებში. გორკის ავტოქარხანაში ГАЗ იშიფრება, როგორც (Горьковский автомобильный завод) ГАЗ-12 აღჭურვილია 3,5 ერთრიგა (Рядный) 6 ცილინდრი 90 ცხენის ძალიანი ძრავით.
https://www.myauto.ge/ka/pr/43299478/iyideba-sedani-gaz-21-1952-benzini-geo
3) შეიძლება ითქვას, რომ Ford Model T-ის შემდეგ ეს არის ფორდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელი, რომელმაც დაიპყრო ამერიკის ბაზარი, საკულტო მოდელს უამრავი სიმღერაც მიუძღვნეს. პირველი თაობის Ford Mustang 1964 წლის 9 მარტს ჩამოვიდა კონვეირიდან. მასზე მუშაობდნენ ისეთი დიზაინრები, როგორებიც იყვნენ John Najjar, Philip T. Clark და Joe Oros. ის იმდენად პოპულალური და მოთხოვნადი მანქანა გახდა რომ გაყიდვების რეკორდიც მოხსნა. 1964 წლის ბოლოსთვის ფორდს უკვე 263,434 ეგზემპლარი ჰყავდა გაყიდული. 60-იანებში ახალი მუსტანგი $ 2,368 ღირდა
https://www.myauto.ge/ka/pr/44587911/iyideba-kupe-ford-mustang-1965-benzini-geo
4) Myauto-ს ცოტა მეტ დროს თუ დაუთმობ, აუცილებლად იპოვი ისეთ იშვიათ მანქანას, როგორიცაა 1939 წელს გამოშვებული Wanderer w21-ს. და მაინც რას წარმოადგენს ეს მანქანა ? 1932 წელს გერმანიის პატარა ქალაქში Zwickau-ში ოთხი კომპანია Audi, DKW, Horch, Wanderer გაერთიანდა და მათ ბაზაზე შეიქმნა კონცერნი „Auto Union“. Wanderer w21 იყო საშუალო კლასისითვის განკუთვნილი ექვსცილინდრიანი ტრანსპორტი, მისი წარმოება 1933 წელს დაიწყეს.
https://www.myauto.ge/ka/pr/44828860/iyideba-sedani-audi-s1-1939-benzini-geo
5) ეს მანქანა ასოცირდება სიმდიდრესთან და კომფორტთან ის ნამდვილი არისტოკრატია. Rolls-Royce-ის ისტორია 1904 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო. მისი დამაარსებლები კი Charles Rolls და Frederick Henry Royce გახლავთ. 1989 წლის Frankfurt-ის Motor Show-ზე საზოგადოებამ იხილა Rolls-Royce Silver Spur II. ის აღჭურვილია 6.75 მოცულობის V8 ძრავით.
https://www.myauto.ge/ka/pr/41670187/iyideba-limuzini-rolls-royce-silver-spur-1991-benzini-geo