2019-12-20

ავტო დიზაინერები რომლებმაც ჩვენი ხედვა შეცვალეს

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღეს მინდა ვისაუბრო იმ დიდ დიზაინრებზე, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში შექმენს უნიკალური მანქანები. ზოგადად მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდეციას, რომელიც ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს.  ის ხელოვნების დარგია , რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. ჩვენი მანქანები საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ შინაგანი „მე“ შენ,- მე-20 საუკუნის უდიდესი იტალიელი ავტო დიზაინერია, მან ისტორიას ისეთი მოდელები დაუტოვა, როგორებიცაა DeLorean DMC-12, ის მონაწილეობდა ფილმში, „Back to the Future” პირველი პროტოტიპული მოდელი 1976 წელს შეიქმნა. მანქანის წარმოება ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ დანმარიში 1981 წელს დაიწყო და 1983 წელს შეწყდა, სულ წარმოებულია 9,200 ეგზემპლარი.  

რომელი გირჩევნია თანამედროვე თუ „old school"? ჩვენს გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ $15,000-ად შეიძინონ 2016 წლის Chevrolet Volt, არა და ამ ფასად პირადად მე შევიძენდი 1986 წლის Porsche 944 S2-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფით.  

„სტანდარტული სილამაზე არ მომწონს. ორიგინალურობის გარეშე არანაირი სილამაზე არ არსებობს“ Karl Lagerfeld

Giorgetto Giugiaro - თბილისის გადატვირთულ ქუჩებში შეიძლება შენიშნოთ დახვეწილი, ელეგენანტური იტალიელი Alfa Romeo 159, ეს ხომ ჯორჯეტო ჯუჯაროს ქმნილებაა. 2006 წელს მესამე ადგილი აიღო ნომინაციაში „European Car of the Year“. 2008 წელს James Bond-ის 22-ე ფილმში „Quantum of Solace“-ში Alfa Romeo 159-ს ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს. მოქმედება კი იტალიის ქალაქ სიენა-ში ვითარდება, სადაც დამნაშავეები ორი Alfa Romeo-თი დევნას ახორციელებენ.  

ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა იმის მიღწევა, რასაც მიქელანჯელომ ოთხი წლის განმავლობაში პაპის კაპელაში ხარაჩოებზე მარტო მუშაობით მიაღწია, დიახ ზუსტად იგივე განცდა მეუფლება Giorgetto Giugiaro-ს ნამუშევრებზე  Ferrari 250 GT SWB Bertone (1960) , Alfa Romeo Giulia Sprint GT (1963) , Iso Grifo (1963) , Fiat Dino Coupé (1967) , Lotus Esprit (1972), BMW M1 (1978) , Maserati Quattroporte III (1979) , Lancia Delta (1979), Maserati 3200 GT (1998) და სხვა.  

BMW M1

Marcello Gandini დიახ ის 25-დან ერთ-ერთი დიდი ხელოვანია, რომელსაც  2009 წელს მიანიჭეს ჯილდო სახელწოდებით „Car Designer of the Century“ მისი ნამუშევრებიდან სამ საკულტო მოდელს დავასახელებდი, რომელზეც მთელი ბავშობა ვოცნებობდით, ჩვენი ოთახის კედლებიც ხომ ამ მოდელების სურათებით იყო აჭრელებული? ესენია Lamborghini Miura, Countach, Diablo.   

1966 წელს ჟენევის ავტო შოუზე პუბლიკამ იხილა ელეგენატური შუაძრავიანი Lamborghini Miura, მან მალევე დაიპყრო მდიდრების გული. 60-იანი წლებში Miura-ს შეძენა ყველას არ შეეძლო, რადგან მისი ფასი $ 20,000 შეადგენდა, რაც დღევანდელი $155,000 უდრის Lamborghini Miura ითვლება თანამედროვე სპორტული მანქანების ფუძემდებლად. მისი ნახვა შეგვიძლია 1969 წლის ფილმში  სახელწოდებით „The Italian Job". Galdin-ის ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფორმებით Lamborghini Countach გამოირჩევა, პირველად 1971 წელს ჟენევის ავტო შოუზე გამოჩნდა. მის დანახვაზე მოკვდავებს თუ მდიდარ ადამიანებს განსაკუთრებული ლტოლვა უჩნდებათ და მზად არიან მასში პირველივე შესაძლებლობაზე არარაციონალურად ბევრი ფული გადაიხადონ. Countach-ის ნახვა შეგვიძლია ისეთ საკულტო ფილმში როგორიცაა „Wolf of wall street"

 

Ercole Spada 



ეს სახელი და გვარი მომხმარებლისთვის არაფრის მთქმელია, მაგრამ ის არის ისეთი მოდელების სულის ჩამდგმელი, რომლებიც 90-იან წლების საქართველოში ყოველ შუქნიშანზე გვხდებოდა, ბავშობაში მასზე ვოცნებობდით ეს გახლავთ მესამე თაობის BMW 5 Series (E34) იწარმოებოდა 1988-95 წლებში, მეორე თაობის BMW 7 Series (E32) 1986-1994 , Fiat Tipo 1988-95, Alfa Romeo 155 1992 –97






Leonardo Fioravanti  



 არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს Ferrar-ის ყოლაზე , ჭეშმარიტი ავტომოყვარულის თუ კოლექციონერის წმინდა გრაალი კი Ferrari F40-ია, მისი შემქმნელი კი ლეონარდო ფიორავანტინი გახლავთ.  მის პორტფოლიოშია ისეთი ცნობილი მოდელებია, როგორიცაა Ferrari 288 GTO, Ferrari Testarossa-ს ნახვა შეგიძლიათ 80-იანი წლების ამერიკულ სერიალში „Miami Vice"-ში. მთავარი გმირი, დეტექტივი ჯეიმს კროკეტი თეთრ Testarossa-ს მაიამის ქუჩებში დააქროლებს. Ferrari შეძენა ერთეულებს შეუძლიათ თუმცა ნათქვამია ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ოცნება არსებობს რეალური და არარეალური, თუმცა საუბარს Walt Disney-ის ციტატით დავასრულებ „All our dreams can come true, if we have the courage to pursue them“





Benjamin Dimson 



1988 წლის 28 სექტემბერს Paris ავტო შოუზე, დიზაინერ Benjamin Dimson-ის ქმნილება, Porsche 964  ვიხილეთ. პორშეს  გამორჩეულ დიზაინს ასეულობით მანქანაში მარტივად გამოვარჩევთ, მისი უნიკალური ძარის ფორმები 60-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა. 

დიზაინრების სია ძალიან გრძელია, რაც არუნდა ხშირად ვათვალიერებდეთ ამ დიად ქმნილებებს ისინი მაინც არასდროს გვბეზრდება.  



მსგავსი სტატიები

2021 BMW 5 Series - განახლებული დიზაინით
2021 BMW 5 Series - განახლებული დიზაინით
2020-05-27

ბავარიელებმა პოპულალური მოდელი 5 Series განაახლეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ „რესტაილინგი“ შემოგვთავაზეს. ზოგადად ქართველისთვის მეხუთე სერია, საკულტო მოდელია. პოპულალურობა 90-იან წლებში მოიპოვა და მრავალი ადამიანის გულის დაპყროპაც მოახერხა.

2020 Honda Civic Type R
2020 Honda Civic Type R
2020-01-14

რამდენიმე დღის წინ იაპონიაში Tokyo Auto Salon-ზე სხვა მრავალ ბრენდთან ერთად , ჰონდამაც წარმოადგინა გიჟური სათამაშო 2020 Honda Civic Type R. პირველ რიგში ექსტერიერს რომ შევეხოთ, განსაკუთრებულ ცვლილებებს ნუ ელოდები, თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ი

2021 Ram TRX-ის დებიუტი შედგა
2021 Ram TRX-ის დებიუტი შედგა
2020-08-18

10 წლის წინ, ჩვენ ვიხილეთ Ford F-150 Raptor-ის დებიუტი. ფორდს, როგორც ასეთი პირდაპირი კონკურენტი დღემდე არ ყავდა, თუმცა მისი ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა, რადგან დიდიხნიანი ლოდინის შემდეგ კულისებიდან გამოვიდა, ღირსეული კონკურენტი 2021 წლი