2019-11-25

სიმართლე საბურავების ცვეთაზე

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საბურავი მანქანის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც  შეხება აქვს გზის ზედაპირთან და პირდაპირ კავშირშია შენს უსაფრთხოებასთან.  ახალი საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი ხუთი-ექვსი წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც საბურავი თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.  


  თუ გვინდა რომ ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯი, მაშინ საჭიროა საბურავების სწორი ექსპლუატაციაც. მაშ ასე ვიწყებთ  „ჩვენთან არს ღმერთი“ !

  1. მუდმივად შეამოწმეთ საბურავებში წნევა, თუ საბურავებს წნევა „ჰაერი“ აკლია ის იწვევს მის გადახურებას, მანქანას უმატებს წვას. ახალ მანქანებში უფრო მარტივადაა საქმე, რადგან ქარხნულად მოყვება ისეთი კარგი ფუნქცია, როგორიცაა TPMS. თუ აღნიშნული ნათურა მართვის პანელზე აციმციმდა, ესეიგი საბურავებში ჰაერია დასამატებელი. 
  2. შეეცადეთ მანქანა ფრთხილად დააპარკინგოთ და არ მიარტყათ საბურავი ბორდიურს, ასეთ შემთხვევაში საბურავი ზიანდება! 
  3. ორმოში ჩავარდნა იწვევს, როგორც დისკის, ასევე საბურავის დაზიანებასაც. 
  4. რეზინის არათანაბარ ცვეთას იწვევს სავალი ნაწილის გაუმართაობა, ასევე მნიშვნელოვანი თვლების შეყრის გასწორება (ე.წ. რაზვალი), რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაამოწმოთ. 

 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ის რომ მანქანის ექსპლუატაციისას, უფრო ხშირად ჩვენი მძღოლის მხარე განიცდის ცვეთას, ვიდრე წინა მარჯვენა, რადგან მძღოლის მხარეს წონა უფრო მეტია, შესაბამისად უფრო იცვითება საბურავიც. საბურავებს თანაბარი ცვეთა რომ ქონდეს, გარკვეული გარბენის შემდეგ უნდა შევუცვალოთ მას ადგილი, მსგავსი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში მანქანის Owner's manual-შია მოცემული.  







მსგავსი სტატიები

გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
2025-01-28

საგზაო მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებებს გვთავაზობს. საქართველოში, როგორც წესი

5 მითი ავტომობილის შესახებ
5 მითი ავტომობილის შესახებ
2020-04-03

უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

ონლაინ ავტოაუქიცონები: წესები და მნიშვნელოვანი დეტალები
ონლაინ ავტოაუქიცონები: წესები და მნიშვნელოვანი დეტალები
2023-05-11

სასურველი ავტომობილის მოძიება და შეძენა, იქნება ეს ლიმიტრებული კოლექციის კლასიკური მოდელი, თუ უბრალოდ საოჯახო მინივენი, დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს კი, უმეტეს წილად, ონლაინ ავტოაუქციონების დამსახურებაა. მათი მეშვეობით, უკვე შესაძლებ