2019-11-22

როგორ უნდა შეამოწმო ავტომობილი ტექნიკურად ყიდვამდე?

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
4 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სანამ საოცნებო ავტომანქანას შენს სახელზე გააფორმებდე, რათქმაუნდა, მისი დეტალური შემოწმება მოგიწევს, რაც დროსთან არის დაკავშირებული.  ცნობილი გამონათქვამი „დრო-ფულია“ 1748 წელს გაჩნდა და დღემდე ვრწმუნდებით, რომ მისი სწორი მენჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ფავორიტი ავტომანქანის დეტალურ შემოწმებას რამდენიმე საათი სჭირდება და რაც მთავარია, რკინის ნებისყოფას მოითხოვს. უმჯობესია, შემოწმება რამდენიმე ეტაპად დაყო, ყველაფრის თვალიერებას ერთად ნუ შეეცდები:

  • Vin Code-ით შემოწმება
  • ექსტერიერი
  • ინტერიერი 
  • სავალი ნაწილების შემოწმება
  • ძრავა და გადაცემათა კოლოფი
  • კომპიუტერული დიაგნოსტირება

Vin Code - ის შემოწმება - ყველა მანქანას აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ნომერი, რომელსაც ვინ კოდი ეწოდება Vehicle Identification Number. აღნიშნული ნომერი მანქანის რეგისტრაციის მოწმობის მეორე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ: სატრ. საშ. საიდენტიფიკაციო ნომერი WDDNG8GB4BA362956 , ასევე საქარე მინასთან ან მძღოლის კარებს, რომ გამოაღებთ იქ დაგხვდებათ. Vin Code-ით შემოწმება მნიშვნელოვანია, რადგან შენ მიიღებთ მანქანის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორი იყო საქართველოში ჩამოყვანამდე. აღნიშნული სერვისის ღირებულება შეადგენს 5 ლარიდან 20 ლარამდე. 


ექსტერიერი - ვიზუალური დათვალიერება მნიშვნელოვანია, არ იჩქარო ნელა, უღელვებლად დააკვირდი  სხვადასხვა კუთხიდან მანქანას, განსაკუთრებით ღრეჩოებს (ე.წ. ზაზორებს) სასურველია, მანქანა გარეცხილი იყოს, გაურეცხავი მანქანა ბევრ ნაკლს მალავს.  თუ დიდ დაშორებებს შეამჩნევ ფრთისა და ბამპერების კუთხეებში, ასევე ფარსა და ბამპერს შორის ესეიგი შენი მომავალი ავტომანქანა შესაძლოა უკვე სტუმრობდა მეთუნუქეს და პლასმასის ხელოსანს. მოხსენი კარების რეზინები და რთულად მისადგომ ადგილებში არსებული საღებავი შეადარე ფრთისა და ძარის სხვადასხვა დეტალის ფერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა ფარები, ციმციმა (ე.წ. პავაროტნიკი) დაასევე  უკანა ფარები (ე.წ. სტოპები) ერთნაირი იყოს. თუ  ფერები ერთი მეორისგან განსხვავდება ლეგიტიმური კითხვებიც გაჩნდება, რატომ არის შეცვლილი? ეს უკვე მეპატრონის პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ინფორმაციას მოგაწვდის.


ინტერიერი - პირველ რიგში დააკვირდი რამდენად ნაცვეთია საჭე და გადაცემათა კოლოფის ბერკეტი (ე.წ. რიჩაგი) თუ ნაცვეთია და მანქანას ოდომეტრზე მცირე გარბენს აჩვენებს, რათქმაუნდა, ალოგიკურია დაბალი გარბენი და ნაცვეთი საჭე. გადაწიე გასაღები და დააკვირდი პანელს, სანამ მანქანას დაქოქავ, ყველა ნათურა უნდა აინთოს თუმცა არის შანსი იმისა რომ ჩეკის ან რომელიმე ნათურა, მართვის პანელზე გამორთული ქონდეს ამის დადგენა კი ცოტა რთულია. ჩართე კონდიციონერი, გათბობა, შეამოწმე ელექტრო შუშები, სარკეები და თუ ლუქიც აქვს,რათქმაუნდა, ლუქიც გამართულად უნდა მუშაობდეს. ჭერი არ უნდა იყოს დასვრილი ან ლაქებიანი, რადგან ლუქის შემთხვევაში ხშირია წყლის სალონში ჩასვლა, ეს კი იმით არის განპირობებული რომ ლუქის ჟოლოფები დანაგვიანებულია, წვიმისა და გარეცხვის დროს ჟოლოფები წყალს არ ატარებს, შესაბამისად კი სალონში ჩამოდის. 

სავალი ნაწილები - პირველ ეტაპზე შენს სმენაზეა დამოკიდებული. აწიე შუშები, გათიშე მაგნიტაფონი და ისე გაატარე მანქანა, რათქმაუნდა, ცუდ გზაზე ჯობია, რომ შემოწმდეს რამდენად რბილად და უხმაუროდ დადის შენი მომავალი მანქანა. მუხრუჭის დაჭერისას არ უნდა ვიბრირებდეს მუხრუჭის სატერფული (ე.წ. პედალი) თუ ვიბრირებს, ესეიგი შესაცვლელია ცენტრალური საყრდენი დისკები (ე.წ. აპორნები) პლუს ხუნდები (ე.წ. კალოდკები), თუმცა სავალი ნაწილის შემოწმება სპეციალისტთან ჯობია, რაც 10-15 ლარი დაგიჯდება. შეადგინე სია თუ რის შეცვლა მოგიწევს და გადაამოწმე ფასები, ხშირ შემთხვევაში, როცა გამყიდველი გვეუბნება რომ მაქსიმუმ 150 ლარის დახარჯვას საჭიროებს, ყიდვის შემდეგ გაცილებით მეტი გვიჯდება მანქანის მოწესრიგება. 


ძრავა და გადაცემათა კოლოფი - მანქანის სანახავად რომ მიხვალ, დაქოქვა სასურველია ცივზე, რადგან ცივ მდგომარეობაში გაუმართავი ძრავა მეტ ხმას გამოსცემს, შეამოწმე ზეთის ფერი და სიბლანტე. ძრავა ზეთს იკლებს თუ არა, ამას ვერავინ გაარკვევს, თუმცა თუ თეთრ კვამლს შენიშნავ შესაბამისად ძრავა ზეთს იკლებს და ამის აღმოფვრა ძვირი სიამოვნებაა. რათქმაუნდა, არც მოთეთრო-მოლურჯო კვამლი არ უნდა შეიმჩნეოდეს, რადგან მსგავსი კვამლი არასწორი წვის მაჩვენებელია.  


 ძრავის სპეციალისტთან შემოწმებაც 10-15 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ავტომატიკის შემთხვევაში სიჩქარეებში გადართვას არ უნდა აგვიანებდეს, ყველაზე კარგ ვარიანტში მოგიწევს, გადაცემათა კოლოფში ზეთის და ფილტრის შეცვლა. ხელობა საშუალოდ 100 ლარამდე ჯდება და იმის გარანტიას არავინ გაძლევს, რომ პრობლემა მოგიგვარდება. მექანიკურ გადაცემათა კოლოფი თუ ცუდად ირთვება სიჩქარეებში, ან მოძრაობისას უჩვეული ხმა გესმით ეს კი უკვე გადაბმულობის (ე.წ. სცეპლენიის) გაუმართაობის სიმპტომებია. შეიძლება მთლიანი გადაბმულობის კომპლექტის შეცვლა მოგიწიოს ან ცალკეული დეტალის, როგორიცაა პლიტა, მიმჭერი საკისარი (ვიჟიმნოი პოდშიპნიკ) ასეთ შემთხვევაში, გადაცემათა კოლოფის ნაწილობრივ მოხსნა დაგჭირდება, რაც იაფი არ დაგიჯდება.  

კომპიუტერული დიაგნოსტირება - კომპიუტერზე შემოწმების საშუალო ფასი 20-30 ლარია, სპეციალისტი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდის და შენც არ მოგიწევს ახალი პროფესიის დაუფლება.  






მსგავსი სტატიები

როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
2019-11-22

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დაფიქრებულხარ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მუხრუჭის პედალს ვადგამთ ფეხს ? შევეცდები მარტივ , გასაგებდ ენაზე ავხსნა.

5 მითი ავტომობილის შესახებ
5 მითი ავტომობილის შესახებ
2020-04-03

უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
2020-06-25

ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, როგორიცაა: „ყველაზე ხშირად ავტომობილში რისი შეცვლაა საჭირო" ? დღეს შევეცდები ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე და ცხოვრება გაგიადვილო. ზოგადად რაც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობ ავტომობილს და მალევე შეუცვლი სხვა