2019-11-22

როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დაფიქრებულხარ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მუხრუჭის პედალს ვადგამთ ფეხს  ? 

 

 შევეცდები მარტივ, გასაგებ ენაზე ავხსნა. მოძრაობისას მუხრუჭის პედალს (Brake Pedal) რომ ვაწვებით, სისტემაში იზრდება სამუხრუჭე სითხის წნევა (Brake fluid), რისი მეშვეობითაც ხუნდი (Brake Pads) აწვება სამუხრუჭე დისკს (Brake Caliper), რომელიც აფერხებს მის მოძრაობას და მანქანაც ჩერდება. დროთა განმალობაში ხუნდი ცვთება, შესაცვლელი ხუნდი კი დამუხრუჭებისას გამოსცემს, არასასიამოვნო ხმებს. ანუ ხუნდის ფრიქციული მატერიალის სისქე 2 მილიმეტრამდეა შემცირებული და ის აუცილებლად უნდა შევცვალოთ. ხუნდების ცვეთა კი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე როგორიცაა: ტარების მანერა, ხუნდის ხარისხი და სხვა. 


 თუ დროულად არ შეცვლით ხუნდებს: ფრიქციული მასის შემცირებასთან ერთად, იკლებს ხუნდის მდგრადობა ტემპერატურის მიმართ ანუ გაიზრდება დამუხრუჭების მანძილი, ამავდროულად გაცვეთილი ხუნდები პირდაპირი მტერია სამუხრუჭე დისკების, ასევე ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ჯიბის. არსებობს სამი სახის სახუმრუჭე ხუნდი, ესენია: ორგანული, ნახევრად მეტალის და კერამიკული ხუნდები. შეიძლება მათი დეტალური აღწერილობა და შემადგენლობის ცოდნა არ გვჭირდებოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მარტივად შევეცდები აღვწერო. 

ორგანული - ორგანული ხუნდები მზადდება სხვადასხვა ბოჭკოვანი მასალების გამოყენებით, როგორიცაა რეზინი, კევლარი, ბოჭკოვანი მინა, და ა.შ ორგანული ხუნდები ცვეთისას ნაკლებ მტვერს გამოყოფს, ხმაურითაც არ გამოირჩევა და რაც მთავარია მისი ფასიც ხელმისაწვდომია. 

ნახევრად მეტალის - ხუნდების შემადგენლობაში დიდი ნაწილი უჭირავს მეტალს, როგორიცაა: სპილენძი, რკინა, ფოლადი ან სხვა კომპოზიტურ შენადნობებს. მეტალის წილი დამოკიდებულია მწარმოებელზე. ნახევრად მეტალის ხუნდები განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურებზეც კი ინარჩუნებს ეფექტურობას, მისი ფასი კი ორგანულზე ძვირია და კერამიკულზე იაფი. 

კერამიკული - უნდები მზადდება კერამიკისგან, სპილენძის ბოჭკოსგან და ლითონის დანამატებისგან. ეს ხელს უწყობს თბოგამტარობის და ფრიქციის კოეფიციენტის ზრდას. კერამიკული ხუნდები მაღალ ტემპერატურისას არ კარგავს დამუხრუჭების ეფექტურობას. ის გამოირჩევა ხანგძლივი რესურსით, ასევე არ გამოყოფს ცვეთისას მტვერს. თუმცა მასაც გააჩნია მინუსები, როგორიცაა: ექსპლუატაციისას შეიძლება გამოსცეს წრიპინის ხმა. კერამიკული ხუნდები ორგანულ და ნახევრად მეტალის ხუნდებზე ძვირი ღირს. 

 არჩევანი დამოკიდებულია შენს ტარების სტილზე და მანქანაზე, თუ შესაბამისი მანქანა გყავთ და ამავდროულად გიყვართ დამპლური თამაშები (სწრაფი სიარული) მაშინ, კერამიკული ხუნდებზე მაღალი ფასის გადახდა გამართლებული იქნება, მაგრამ თუ სტანდარტული საოჯახო მანქანა გყავს და პრეტენზია არ გაქვთ იყოთ Ken Block, მაშინ ნუ გადაიხდი ზედმეტს იყიდე ნახევრად მეტალის ხუნდები ან ორგანული. 

P.S. 
საუბარს დავასრულებ გაფრთხილებით არ იყიდო გაურკვეველი წარმოების ხუნდები, რადგან მაგ ხუნდებში დიდი რაოდენობითაა აზბესტი, რომელიც ძლიერ კანცეროგენია 

მსგავსი სტატიები

მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
მოამზადე მანქანა ზამთრისთვის
2019-11-19

რამდენიმე კვირაში ზამთარიც გვესტუმრება, ბევრისთვის ზამთარი ახალ წელთან და წინა საახალწლო ფუსფუსთან ასოცირდება, ზოგიც კი სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას სულმოუთმენლად ელის, მაგრამ მთავარი გვავიწყდება ჩვენი მანქანა ! ჩვენ არ ვიცით წინ

რა უნდა გავითვალისწინო მანქანის ყიდვისას ?
რა უნდა გავითვალისწინო მანქანის ყიდვისას ?
2019-11-15

21-ე საუკუნეში ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი მანქანის მოძებნა და შემდგომ შეძენა მცირედ დროს საჭიროებს. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ამიტომ გაემზადეთ „შეუსრულებელი მისიისთვის“

რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?
2019-11-22

მანქანის შეძენისას, ყოველთვის იკვეთება საშინელი დილემა და ჩემს თავს ვეკითხები , რომელი მანქანა შევიძინო? ოდნავ უფრო ასაკოვანი დაბალი გარბენით თუ შედარებით ახალი და დიდი გარბენით ?