2019-11-22

ჩემი Top 5 მანქანანა $ 2,500-3,500-ად

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მანქანის შეძენა კონკრეტული ბიუჯეტით  საკმაოდ რთულია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიცი რისი ყიდვაც მინდა, მაგრამ უამრავ დროს ვხარჯავ ძებნა-თვალიერებაში. მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც დასდევს ორიგინალ ნაწილებს და პატარა ხმაური სალონშიც კი მაღიზიანებს. არასდროს ვითხოვ იდეალურ მანქანას დაბალ ბიუჯეტში და ყოველთვის მზად ვარ შევუცვალო ყველა ცვეთადი ნაწილი, ეს კულტურა ჩემმა საყვარელმა გადაცემამ „Wheeler Dealers „-მა ჩამომიყალიბა. ზოგისთვის მანქანა უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა, ჩემთვის კი ის უფრო მაღალია, როგორც სიყვარული „ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!“   

 დღეს მე წარმოგიდგენთ Top 5 მანქანას, რომელსაც ვიყიდიდი $2,500-3,500-ის ფარგლებში. შეიძლება შენთვის ჩემი ხუთეული მიუღებელიც კი იყოს.  

 2002-2004 Honda CR-V-ს  AWD  

Honda-ს შესახებ ბევრი საუბარი არ შემიძლია! ყველამ ვიცით რომ უბრალოდ კაი იაპონური შეკრული ურემია. დადე ტვირთი A პუნქტიდან B ბუნქტში უპრობლემოდ მიგიყვანთ. პიკნიკზეც ოჯახს წაიყვანთ, ბავშვის ეტლიც და ჭოჭინაც ეტევა. ზამთარში კარგი ბლიზაკები დაუყენეთ და ბაკურიან-გუდაურშიც უპრობლემოდ იმოგზაურებთ, მოკლედ მისი ღირებულება $3,500 თუ კარგად ჩაუჯდებით განცხადებებს, შეიძლება უფრო ახალიც იყიდოთ.


2005-2006 Audi A4 (B7) 2.0 TFSI quattro 

თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ გაწუხებთ და მისი მართვა სიამოვნებასაც განიჭებთ, მაშინ ეს მესამე თაობის A4 შენთვისაა. დახვეწილი დიზაინის მქონე გერმანელი, 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, გამძლე, კომფორტული მოდელია. ზამთარში კარგი საბურავებით მისი უნიკალური quattro, არც თოვლში შეგარცხვენთ და არც ტალახში. რათქმაუნდა, საქართველოში აუდი არაა პოპულალური, ვინაიდან მისი შენახვა 15-20 % ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა გერმანელი. 13-14 წლის მანქანას, რომელსაც 230,000 კმ. აქვს გარბენი, რაღაც მაინც ექნება შესაცვლელი და ამას არ უნდა შევუშინდეთ. თუ A4 (B7) Avant-ის ვერსიასაც წააწყდით, ჩათვალეთ რომ ტუზი დაგეცათ. Avant-ის საბარგულის მოცულობა 442 ლიტრს შეადგენს ანუ 20 ცალი 20 ლიტრიანი ბოცა ეტევა. წარმოიდგინეთ ყველაფერს ჩატევთ რაც ოჯახს ჭირდება და კომფორტულად წახვალათ როგორც ზღვაზე ასევე მთაში სუფთა ჰაერზე. 



2005–2007  Toyota Yaris / Vitz

იაპონური პონი, ახალბედა მძღოლებისთვის  სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. არ ჭირს მისი პარკირება. ვიწრო ქუჩებში გაძვრებით და გამოძვრებით, წვითაც ძალიან ცოტას წვავს ქალაქში დაახლოებით 5,5 ლიტრი 100 კილომეტრზე. რათქმაუნდა პრემიუმი უნდა ჩაასხათ და თუ ვარიატორული (CVT) გადაცემათა კოლოფით შეიძენთ, უნდა იცოდეთ რომ ამ კოლოფს ზეთის პირველი შეცვლა 80,000 კილომეტრზე უწევს ანუ ყიდვისას პატრონს უნდა ჩაეკითხოთ შეცვალა კი ზეთი? მეორე ფაქტორი ისაა, რომ ზეთი აუცილებლად ორიგინალი ტოიოტასი უნდა ესხას და სასურველია ცენტრში განხორციელდეს მისი შეცვლა და შემდგომ კომპიუტერზე გასწორება ყველა საჭირო პარამეტრების. ვარიატორულ კოლოფში ზეთი ყოველ 25-30,000 კილომეტრში ერთხელ უნდა შეიცვალოს, ცივზე მოერიდეთ სწრაფ დაძვრებს და ეს მანქანა იდეალურად მოგემსახურებათ. 


1999-2001 Mercedes-Benz W208 CLK 320 

 W208 CLK 320 არის ერთ-ერთი იდეალური ვარიანტი. დახვეწილი, კომფორტული, გამომდგარი მოდელია. 320-ის შეძენა შეიძლება 2,700-3,500$-ის ფარგლები. მას არ ახასიათებს ზედმეტი ტექნიკური თავის ტკივილები, არ მაშინებს მისი მაღალი გარბენი ეს ხომ მერსედესია? მთავარია მისი ძრავი სიარულისას თეთრ ან მოლურჯო კვამლს არ აფრქვევდეს. მისი ნაწილები იშოვება, წვა ქალაქში ნორმალური სიარულით 12-14 ლიტრი პრემიუმი, მაგრამ იმდენად კომფორტულია, რომ მის თამადობაზე შეიძლება თვალიც დავხუჭოთ. აღნიშნული მოდელი თუ იდეალურ მდგომარეობაში შევინარჩუნეთ, არასდროს გაჭირდება მისი გაყიდვა. ყველა მანქანას ესაჭიროება დროულად ცვეთადი ნაწილების შეცვლა და რაც მთავარია,  ხარისხიანი სათადარიგო ნაწილების გამოყენებაა საჭირო. 




2006-2009 Nissan Versa / Tiida

საკმაოდ ეკონომიური მოდელებია, თავისი კლასისთვის კომფორტულიც და რბილი, ყველა საჭირო კომპლექტაცია აქვს, რაც თანამედროვე ეკონომ კლასის მანქანას სჭირდება. სალონი ტევადია, უკანა სკამებს თუ გაწევთ უდიდესი ადგილი გამოგიჩნდებათ და საოჯახო ნივთებსაც უპრობლემოდ გადაიიტანთ. პარკირება არ ჭირს, რადგან დიდი მანქანა არაა. მისი ნაწილები თბილისში იშოვება.   სწორი ექსპლუატაციის პირობებში მანქანა არ გიმტყუნებთ, მაგრამ თუ აკადრეთ მასს ცუდი ზეთი, ცუდი ბენზინი , რათქმაუნდა ის აუცილებლად ამ დამოკიდებულებას შეგახსენებთ.






მსგავსი სტატიები

რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
2020-06-25

ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, როგორიცაა: „ყველაზე ხშირად ავტომობილში რისი შეცვლაა საჭირო" ? დღეს შევეცდები ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე და ცხოვრება გაგიადვილო. ზოგადად რაც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობ ავტომობილს და მალევე შეუცვლი სხვა

როგორ ჩავუტაროთ მანქანის ინტერიერს დეზინფექცირება
როგორ ჩავუტაროთ მანქანის ინტერიერს დეზინფექცირება
2020-03-18

ამ ძალზედ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტრანსპორტის ინტერიერი, გულდასმით იყოს გასუფთავებული, რათა თავიდან ავიცილოთ კორონა ვირუსით დაინფიცირება. პირველ რიგში შეცვალე სალონის ფილტრი.

როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
2020-04-02

მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ ავტომობილის გამოყენება თქვენც გაცილებით იშვიათად გჭირდებათ და ძირითადად სადგომზე გყავთ გაჩერებული. ამ დროს ჩვენი ერთგული მეგობრის მოვლა და გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი 5 რჩევა დაგეხმარებათ: