2020-09-07

Grand Wagoneer - თანამედროვე ეკლექტიკა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 „ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია“? – 4 ოქტომბერს დეტროიტში, იტალიურ-ამერიკულმა საავტომობილო კონცენრნმა FCA-მა, კლასიკურ მოტივებზე შექმნილი ლუქს კლასის ყველგან მავალი, Grand Wagoneer წარადგინა. მისი სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფუფუნების მწვერვალი. 
სამწუხაროდ ტექნიკურ ინფორმაციას ბოლომდე არ ასაჯაროვებენ, თუმცა Grand Wagoneer, როგორც სრული ამძრავი თვლებით, ასევე Quadra-Lift დაკიდების სისტემითაც იქნება ხელმისაწვდომი.


ძრავა- რაც შეეხება აგრეგატს, აქ ფართო არჩევანი გველოდება: პირველ რიგში, კომპანიას სურს მდიდრული ყველგან მავალი, ეკომეგობრული იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Grand Wagoneer დატენვად ჰიბრიდად (plug-in hybrid) მოგვევლინება.



კონცენრნმა FCA-მა, რა თქმა უნდა, არ დაივიწყეს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ბენზინის ძრავებს ანიჭებენ უპირატესობას. ლუქს კლასის ყველგან მავალს, ორი ტიპის ძრავა ექნება:

  • V6 3.6 (300 ცხ.ძ.)
  • V8 5.7 Hemi (400 ც.ძ.)

აქედან, V8 აღჭურვილი იქნებიან 48 ვოლტიანი ელექტროსისტემით და დაწყვილებული იქნება, ცხრა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.


ინტერიერი - Grand Wagoneer-ის ინტერიერი ეს არის, ხარისხისა და დიზაინის იდეალური შერწყმა. ინტერიერში დაგხვდება შვიდი დისფლეი, აქედან ოთხი კოკპიტშია მოთავსებული, ხოლო სამი კი უკან. Wagoneer-იც აღჭურვილია Uconnect 5-ის საფირმო მულტიმედიით. ის ანდროიდის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს. აუდიო სისტემაზე პასუხისმგებელი McIntosh Laboratory-ის 23 დინამიკია. 


ამერიკელები კომფორტისა და ფუფუნების მოყვარულები არიან. დარწმუნებული ვარ, ახალი Grand Wagoneer, რომელიც დახვეწილი და ელეგანტურია გაყიდვების რეკორდს მოხსნის, რადგან იტალიურ-ამერიკულმა საავტომობილო კონცენრნმა FCA-მა, 30 წლის შემდეგ საკულტო მოდელის გაცოცხლება შეძლო. მისი ფასი $100,000 იქნება. 

თეგები

მსგავსი სტატიები

რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება
რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება

VIN (ავტომობილის საედინტიფიკაციო ნომრის აკრონიმი) არის უნიკალური კოდი, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრია იყენებს ყველა მანქანის, ავტობუსის, სატვირთო მანქანის, მოტოციკლის ან თუნდაც მისაბმელის იდენტიფიკაციისთვის.

2020 Mazda MX-30 - ელექტრო კროსოვერი
2020 Mazda MX-30 - ელექტრო კროსოვერი
2020-05-21

21-ე საუკუნეში არ მეგულება ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც არ მუშაობს ელექტრო ავტომობილის წარმოებაზე. მიმდინარე ტენდეციები კარგია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ქალაქებიც ადაპტირებული იყოს ელექტრო ტრანსპორტისთვის, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი მოძველე

Fiat 500e designed by Giorgio Armani
Fiat 500e designed by Giorgio Armani
2020-03-10

შექმნის დღიდან Fiat 500 საკმაოდ პოპულარული მანქანაა. ის პირველად 1957 წელს გამოვიდა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. Fiat 500 არის მოდელი, რომელსაც არ ეშინია კლიშეებისა და წესების დარღვევის. აგერ რამდენ