2020-12-14

2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ბავშობაში, ბევრჯერ გვიოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ჩვენი ოცნებები, ოცნებებად რჩებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი საქმე არაა. ის დიდ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ტექნოლოგიურ ეპოქაში, მფრინავი ავტომობილები, სულაც აღარ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს.


2023 წლიდან, გერმანული კომპანია Volocopter, სინგაპურში მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდებას გეგმავს. ფრინავი ტაქსი, საცობებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა. ის, როგორც ყველაზე სწრაფი, ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იქნება.

ერთი შეხედვით, უპილოტო საფრენი აპარატი Volocopter 2x, უფრო „დრონს“  წააგავს, ვიდრე მფრინავ ავტომობილს. მას ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეუძლია. ის სულ რაღაც 290 კილოგრამს იწონის. მისი სიგრძე 3,20მ. შეადგენს, ხოლო სიგანე კი 9,15მ.  Volocopter 2x აღჭურვილია, 9 ცალი ლითიუმ-იონური ელემენტით. მისი მაქსიმალური ფრენის სიჩქარე 100 კმ/სთ იქნება და 27 კილომეტრის მანძილზე ორი მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

დაბოლოს, 2023 წელს გერმანელების კვალდაკვალ, ამერიკული კომპანია Uber-ი, სტარტაპ კომპანია Joby Aviation-თან ერთად, გეგმავს მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდებას. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დიდ სიახლეებს, კიდევ დიდხანს ფეხს ვერ აუწყობს და არც ის ვიცით თუ როდის შევაბიჯებთ განვითარების საფეხურს.

 

მსგავსი სტატიები

Grand Wagoneer - თანამედროვე ეკლექტიკა
Grand Wagoneer - თანამედროვე ეკლექტიკა
2020-09-07

„ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია“? – 4 ოქტომბერს დეტროიტში, იტალიურ-ამერიკულმა საავტომობილო კონცენრნმა FCA-მა, კლასიკურ მოტივებზე შექმნილი ლუქს კლასის ყველგან მავალი, Grand Wagoneer წარადგინა. მისი სერიული წარმოება 2021 წლიდან

2020 Honda Civic Type R
2020 Honda Civic Type R
2020-01-14

რამდენიმე დღის წინ იაპონიაში Tokyo Auto Salon-ზე სხვა მრავალ ბრენდთან ერთად , ჰონდამაც წარმოადგინა გიჟური სათამაშო 2020 Honda Civic Type R. პირველ რიგში ექსტერიერს რომ შევეხოთ, განსაკუთრებულ ცვლილებებს ნუ ელოდები, თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ი

Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა
2020-09-12

დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Lucid Motors-მა, სერიული ელექტრო სედანი Lucid Air წარადგინა. თავდაპირველად მისი დებიუტი 2020 წლის 10 აპრილს, New York-ის ავტოშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ავტოშოუ სამწუხაროდ გ