Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა
2020-11-17

Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიაში ბაზირებული კომპანიის, CANEPA-ს ვებ საიტზე, უიშვიათესი შუაძრავიანი, სპორტული ავტომობილი, Ford RS200 EVOLUTION გასაყიდად გამოჩნდა. ასეთი ავტომობილი, სულ 24 ეგზემპლარია დამზადებული. ფორდი 1180 კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია, ოთხცილინდრიანი, ერთრიგა 2.1 ლიტრი მოცულობის Turbo ძრავით და დაწყვილებულია, ხუთ საფეხურიან, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. შასის ნომერ: 106, Ford RS200 EVOLUTION, 615 ცხენის ძალას და 691 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, RS200 EVOLUTION-ს სრული ამძრავი თვლები აქვს. 0-დან 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად, სულ რაღაც 3.2 წამი სჭირდება.

2003 წლიდან, Ford RS200 EVOLUTION-მა ბევრი მფლობელი გამოიცვალა, მათ შორის გახლდათ, ცნობილი ავტო კოლექციონერი, დევიდ კედვარდი (David Kedward). დღეს საკულტო მოდელი, კომპანია CANEPA-ს ფლობელობაშია. ავტომობილის რესტავრაციის ხარჯებმა კი $212,000 შეადგინა. არავინ იცის თუ რა ფასში გაიყიდება, თუმცა 2019 წელს Sotheby-ის აუქციონმა, Lot:135 -1986 წლის Ford RS200 EVOLUTION $500,000 - $700,000-ად შეაფასა .

ისტორია:  ლეგენდარული ავტომობილი, დიდ ბრიტანეთში Boreham-ში 1984-86 წლებში იწარმოებოდა. ის თავიდანვე რალისთვის იყო განკუთვნილი. იმისათვის, რომ Ford RS200-ს ომოლიგაცია გაევლო და მონაწილეობა მიეღღო, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფ B-ში, საჭირო იყო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FiA), მოთხოვნა შეესრულებინათ: მათ უნდა დაემზადებინათ, საერთო მოხმარების გზებისთვის, განკუთვნილი 200 ეგზემპლარი. Ford RS200-ის შასი, ფორმულა 1-ის ყოფილმა დიზაინერმა და ინჟინერმა: ტონი საუთგეითმა და ჯონ უილერმა შექმნა. RS200-ს, ოთხივე თვალზე ორმაგი განივი ბერკეტი და ორმაგი ამორტიზატორები ჰქონდა, რაც კარგ მანევრს და ბალანს უზრუნველყობდა. 1986 წელს, შვედეთში გამართულ, რალის მსოფლიო ჩემპიონატში, კალე გრუნდელმა, Ford RS200-ით, პოდიუმზე მესამე ადგილი დაიკავა. 80-იანი წლები, ავტოინდუსტრიისთვის ოქროს პერიოდი გახლდათ. მაშინ არ არსებობდა უაზრო შეზღუდვები, ამიტომაც იქმნებოდა ლეგენდარული მოდელები.



მსგავსი სტატიები

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
2020-08-18

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ.

Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
Koenigsegg Gemera - მდიდრების საოჯახო მანქანა
2020-03-13

შვედეთი არის ქვეყანა, რომლის მაგალითი გვიჩვენებს რომ უკეთესი მსოფლიო შესაძლებელია. შვედეთზე მილიარდერთა ქვეყანა არ ითქმის, მოსახლეობის ძირითად ნაწილს საშუალო ფენა წარმოადგენს, მაგრამ შვედეთში იქმნება მილიარდერთა სათამაშოები, როგორიცაა Koeni

Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი
Skoda Enyaq iV - ელექტრო კროსოვერი
2020-07-30

რამდენიმე დღის წინ, Skoda-მ დაანონსა, რომ ამა წლის პირველ სექტემბერს, მათი პირველი სერიული ელექტრო კროსოვერის დებიუტი შედგება, მანამდე კი ტიზერებით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არის მომავლის მანქანა, რომელსაც ფუტურისტული დიზაინი ექნება.