2020-11-13

2022 წლიდან ელექტრო Ford E-Transit-ის შეძენა შეგვეძლება

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 კომპანია Ford-ის ცნობით, ელექტროფიკაციაში $11.5 მილიარდი დოლარის, ინვესტიციის ჩადებს აპირებს. 2022 წლიდან, ბაზარზე გამოჩნდება, სრულად ელექტრო Ford E-Transit. ეს კი მოგვცემს საშუალებას, მოძველებული ავტოპარკი, ჩავანაცვლოთ ეკომეგობრული ავტომობილებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია Ford, პოტენციურ მყიდველებს ჰპირდება, რომ ექსპლუატაციის ხარჯები, დიზელის ძრავებთან შედარებით, 40%-ით შემცირება.


Ford E-Transit, აღჭურვილი იქნება, ელექტრო ძრავით და 67 kWh ლითიუმ-იონური ელემენტით. ელექტრო ტრანზიტი, 269 ცხენის ძალის და 430 ნიუტონ მეტრის გამომუშავებას შეძლებს. E-Transit-ს, ერთი დამუხტვით 350 კილომეტრის გავლა შეეძლება. ჯამში E-Transit-ის 25 სხვადასხვა მოდიფიკაცია, იქნება ხელმისაწვდომი. 

ფორდი მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება. მომავლის E-Transit-ს, ექნება ოფცია სახელად „Pro Power Onboard“. ეს არის ერთგვარი მობილური ელექტროსადგური, რომლის მეშვეობითაც, მივიღებთ 2.3 kW სიმძლავრის ენერგიას. შეიძლება გამოყენებულ იქნას, სხვადახვა ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, როგორიცაა: ხელის ცირკულარული ხერხი, დისკური ხერხი, სახრახნისი, კუთხსახეხი (ე.წ. ბალგარკა) და სხვა.

Ford E-Transit, კიდევ უფრო ჭკვიანია. ის უმკლავდება ნებისმიერ გამოწვევას. ინტერიერში შენ შეგხვდება, მულტიფუნქციური საჭე, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, მძღოლის დამხმარე პაკეტი, 360° გრადუსიან კამერები. Reverse brake assist, ის ხომ პარკირების დამხმარე ფუნქციაა. 12 დუიმიანი სენსორული ეკრანი. ფორდის საფირმო, მულტიმედია SYNC 4 და სხვა.

დამუხტვის სიჩქარე დამოკიდებულია დამტენზე. მაგალითად, თუ 115 კილოვატიან სწრაფ დამტენს გამოვიყენებთ, 80 %-ს, სულ რაღაც 35 წუთი დასჭირდება, ხოლო სტანდარტული, 11,3 kWh სიმძლავრის დამტენით, ავტომობილის სრულ დამუხტვას, რვა საათი დასჭირდება.

ევროპული ბაზრისთვის, Ford E-Transit, თურქეთის ქარხანაში დამზადდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკისთვის კი მისურის ქარხანაში. ელექტრო Ford E-Transit-ის ელემენტებს კი 8 წლიან გარანტია ექნება. რაც შეეხება E-Transit-ის ფასს: $45,000 ეღირება.



 

მსგავსი სტატიები

ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
2020-03-31

2022 წლიდან ქუჩებში ვიხილავთ X5-ის ბაზაზე წარმოებულ, 374 ცხენის ძალიან, წყალბადზე მომუშავე BMW i Hydrogen-ს

2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2021 წლის GMC Hummer Ev - ლეგენდა დაბრუნდა
2020-10-21

10 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული მოდელი, აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში HUMMER, ვეღარ იქნებოდა დიზელის V8 ძრავით აღჭურვილი, შესაბამისად 2021 წლის HUMMER სრულად ელექტრო ყველგან მავალია. ელექტრო

2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2023 წელს მფრინავ ტაქს ვიხილავთ
2020-12-14

ბავშობაში, ბევრჯერ გვიოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ჩვენი ოცნებები, ოცნებებად რჩებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფუტურისტული იდეების, რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ადვილი საქმე არაა. ის დიდ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა ტექნოლოგიურ ე