Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Top 5 გამძლე ავტომობილი
2020-11-11

Top 5 გამძლე ავტომობილი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ტექნოლოგიურ ეპოქაში, რთულია ისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც „გამძლეობაა“ მითუმეტეს, როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება. დღევანდელი ბლოგ-პოსტის მეშვეობით, მე გაგაცნობ Top 5 „გამძლე“ ავტომობილს, მაშ ასე დავიწყოთ:

Toyota 4Runner – თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ შეიძინო, შედარებით თანამედროვე ყველგან მავალი, მაშინ მეხუთე თაობის 4Runner იდეალური გადაწყვეტილებაა. მისი წარმოება 2010 წლიდან დაიწყო. აღჭურვილია 270 ცხენის ძალიანი, 4.0 L 1GR-FE V6 ძრავით და 4WD სისტემით. მეხუთე თაობამაც ისევე გაითქვა სახელი, გამძლეობით, როგორც მისმა წინამორბედებმა. 


Mazda MX-5 – ეს არის ბიუჯეტური, უკანა წამყვანი სპორტული ავტომობილი. ის არის გამძლეობის ეტალონი. MX-5-ის, საიდუმლოება, იმაში მდგომარეობს, რომ ის თავიდანვე ხარისხიანად არის აწყობილი. მისი დებიუტი 1989 წლის, 10 თებერვალს ჩიკაგოს ავტო შოუზე შედგა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თაობას ანიჭებ უპირატესობას: 90-იანი წლებისას თუ 2020 წლისას, უბრალოდ აირჩიე, რომელიც მოგწონს და მიიღე სიამოვნება.



Toyota Camry– ქემრი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ნაკლები პრობლემებით ამიტომაც, ის იპყრობს მსოფლიოს ბაზარს. გზაზე არაერთი მეორადი ქემრი მოძრაობს, რომელსაც ოდომეტრზე, 280,000 კილომეტრზე მეტი აქვს ჩვენება. ფლობელები კი მხოლოდ ზეთს და ფილტრს უცვლიან და თავს ისე გრძნობენ თითქოს ეხლახანს ჩამოვიდნენ კონვეირიდან, მაგრამ საკითხავია, მერვე თაობის Toyota Camry XV70 შეინარჩუნებს კი ისეთივე რეპუტაციას, როგორც მისი წინაპრები ? ამ კითხვაზე პასუხს სამწუხაროდ ვერ გავცემ, რადგან ეს იმდენად ახალი მოდელია, რომ მხოლოდ ჩინოვნიკებისთვისაა ხელმისაწვდომი.  


Mercedes-Benz W124 E-Class - გამძლეობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ მერსედესის, ლეგენდარული მოდელი W124. ის კლდესავით მტკიცეა და მისი დამარცხება ძალზედ რთული საქმეა. Mercedes-Benz-მა სახელი თუნდაც იმით გაითქვა, რომ მათი ძრავები და გადაცემათა კოლოფი, უპრობლემოდ 500,000 კილომეტრზე მეტს შეუსვენებლივ გადიან. მთავარია ცვეთადი ნაწილები დროულად შევუცვალოთ. W124-ის დებიუტი 1984 წელს, ფრანკფურტის ავტო შოუზე შედგა და 11 წელი იწარმოებოდა. 


Honda Civic - სივიკის რეპუტაციის შენება, 1972 წლიდან დაიწყო. კომპაქტურმა მოდელმა ავტოინდუსტრიაში, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მისი მთავარი ხიბლი: გამძლეობა, ეკონომიურობასა და მცირე ზომაში გახლდათ. ის 48 წელია შეუფერხებლად იწარმოება და დღემდე მოთხოვნად მოდელად ითვლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე სივიკის გაბარიტები საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა მთავარი, როგორიცაა „გამძლეობა“ ხელუხლებელი დარჩა, მეტიც იაპონელებმა უფრო დახვეწეს და გააუმჯობესეს ჰონდა სივიკი. მსოფლიოს მასშტაბით, 20 მილიონზე მეტი მოდელია გაყიდული.  შესაბამისად თუ ეკონომიური, ამავდროულად გამძლე ავტომობილს ეძებ, თამამად შეგიძლია ჰონდა სივიკი აირჩიო, ის არასდროს გიღალატებს.


 

მსგავსი სტატიები

Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
2020-09-16

„სიყვარული ერთი შეხედვით“, ასე დავახასიათებდი ნისანის კონცეპტუალურ მოდელს, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ წარმოგვიდგინეს. დიზაინს კარგად თუ დავაკვირდებით, პირველი თაობის Nissan S30-ის სილუეტს მარტივად შევამჩნევთ. ერთი სიტყვით Nissan Z Pro

2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020 HONDA E „იაპონური პონი"
2020-02-13

2019 წლის 12 სექტემბერს Frankfurt-ის Motor Show-ზე იაპონელებმა ოფიციალურად წარადგინეს კომპაქტური უკანა წმაყვანი ელექტრო მანქანა Honda E. საბაზისო მოდელი, აღჭურვილი იქნება 134 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით, მისი 35,5 კვს. სიმძლავრის ელემენტ

მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება
მართვის მოწმობის აღების წესები იცვლება
2020-02-04

2020 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 4-7 თებერვლის კვირაში მოხდება.