2020-11-06

Audi-იმ ყველაზე მძლავრი ელექტრომობილი დაგვიანონსა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სულ მალე, Audi-ის სერიული ელექტრო მობილი, e-tron GT დღის სინათლეს იხილავს. მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, გერმანიის ქალაქ ნეკარზულმში (Neckarsulm) მდებარე ქარხანა, გაათმაგებული ძალებით მუშაობს. e-tron GT-ის ოფიციალური თიზერიც კი ვიხილეთ, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, Audi-იმ, ყველაზე მძლავრი და „ბოროტი“ ვერსიის RS e-tron GT წარმოება დაგვიანონსა.

Audi RS e-tron GT, რა თქმა უნდა, სრული ამძრავი თვლები აქვს. ის 2300 კილოგრამს იწონის. მისი სიგრძე კი 4960 მმ-ს შეადგენს, ხოლო სიგანეში 1960მმ. რაც შეეხება აგრეგატს, მას ორი ელექტრო ძრავი და  93.4 kWh ლითიუმ-იონური ბატარეითაა აღჭურვილი. ელექტრო ძრავები და წყვილებულია 2 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან.

RS e-tron GT, 684 ცხენის ძალას და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ გავითარება, სულ რაღაც 3,5 წამში შეუძლია. ერთი დამუხტვით, RS e-tron GT 401 კილომეტრის გავლას შეძლებს, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ სამომავლოდ ეს მონაცემები უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება.

აუდის, მართვის სამი რეჟიმი აქვს: Efficiency, Comfort, Dynamic. RS e-tron GT-ის, ადაპტური საკიდარი ექნება, უკანა თვლებს 3 გრადუსით მოხვევა შეეძლება. ასევე გაუმჯობესეს სამუხრუჭე სისტემა. მას კარბონ კერამიკული სამუხრუჭო დისკოები აქვს: წინ 410 მმ, ხოლო უკან 365 მმ. რაც შეეხება მსუბუქ დისკებს, აქ ფართო არჩევანია: 19-20 და 21-იანი, თუმცა ყველაზე კარგი აეროდინამიკური მაჩვენებელი, 20-იან დისკებს აქვს. გზაზე იდეალურ მოჭიდებაზე პასუხისმგებელი, Goodyear Eagle F1 გახლავთ.

სამწუხაროდ ინტერიერზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან Audi ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ეკომეგობრული, Audi RS e-tron GT-ის შეძენა, 2021 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი, ფასი კი სავარაუდოთ $163,000.

 

მსგავსი სტატიები

Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
Lister Stealth - ყველაზე სწრაფი კროსოვერი
2020-08-27

რამდენიმე თვის წინაც, ლეგენდარულმა ბრიტანულმა კომპანიამ, Lister Motor Company-იმ თიზერის მეშვეობით შეგვამზადა, რომ მალე მონსტრს ვიხილავდით. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, პირობა შეასრულეს. და ისიც, შენს წინაშეა „Lister Stealth“-ის ქმნილე

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.

2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020 Nissan GT-R50 by Italdesign
2020-05-20

იტალიური დიზაინი და იაპონური სიზუსტე, ასეთია „გოძილას“ საიუბილეო მოდელი Nissan GT-R50 by Italdesign, მისი დებიუტი, ამა წლის 20 მაისს იტალიაში Tazio Nuvolari-ის სახელობის ავტოდრომზე შედგა. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ კონცეპტუალური მოდელი, თ