2020-11-04

Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 2021 წლის ბოლოს, კომპანია Honda, ფორმულა ერთს ოფიციალურად დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე, მეხი გავარდა. ამდაგვარ სცენარს არავინ ელოდა. ყველაზე რთულ სიტუაციაში, Red Bull Racing და AlphaTauri აღმოჩნდა. მათ ბოლიდებს ხომ Honda-ს ძრავები ედგათ ? Red Bull Racing-ს ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა. არამგონია სკანდალური განშორების შემდეგ, ავსტრიელებმა ისევ Renault-ს მიმართონ.  დიტრიხ მათეშიცი (Dietrich Mateschitz), Mercedes-თან თანამშრომლობას არც კი განიხილავს, ხოლო Ferrari-ის ძრავები, რომ შეიძინონ საჭიროა მყარი გარანტიები, რომ 2022 წლისთვის, იტალიელები, სიმძლავრის ნაკლებობასთან დაკავშირებულ ხარვეზს აღმოფრიან. 


მაშ სხვა რა ვარიანტი აქვს, Red Bull Racing-ს და AlphaTauri-ს ? გერმანული Auto Bild-ის ცნობით, Red Bull-ის გუნდს მიზნად აქვს დასახურლი, 2022-2023 წლის სეზონი საკუთარი ძრავებით იასპარეზოს. ეს კი მეტად ამბიციური განაცხადია. ასევე ყველასათვის ცნობილია, რომ Red Bull Racing, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას, ენდი კოველთან (Andy Cowell). ის Mercedes AMG High Performance Powertrains-ის დირექტორი გახლავთ. ენდი სულ მალე თანამდებობის დატოვებას აპირებს. შესაბამისად, Red Bull Racing-ს სურს, გენიალური ინჟინერი თავის რიგებში იხილოს.

მაგრამ რას მოიმოქმედებს Red Bull Racing 2026 წელს ? ფორმულა ერთი, ხომ ახალი თაობის ძრავებზე აპირებს გადასვლას ? Auto Bild-ის ცნობით, Red Bull-მა თადარიგი უკვე დაიჭირა. ისინი მოლაპარაკებას Volkswagen–თან აწარმოებენ. ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, 2026 წელს, ფორმულა ერთში Volkswagen, Porsche-ს ბრენდის ქვეშ დაიწყებს ოპერირებას.

მიუხედავად იმისა, რომ Red Bull Racing-მა მაქს ფერსტაპენს სამ წლიანი კონტრაქტი უკვე გაუფორმა, შექმნილ სიტუაციას, ფერსტაპენი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება. კონტრაქტის თანახმად, Red Bull Racing ვალდებულია, პილოტი უზრუნველყოს, კონკურენტუნარიანი ძრავებით. შესაბამისად, რედ ბულს ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა.

მსგავსი სტატიები

2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020 Hungarian GP - მიმოხილვა
2020-07-21

კვირას, 19 ივლისს უნგრეთის გრან პრი გაიმართა. რბოლის წინ წამოსული წვიმისა და სველი ტრასის გამო სტარტი ქაოტური გამოვიდა. ჰუნგარორინგზე 70 წრე პირველმა ლუის ჰემილტონმა დასძლია, მან დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეტოქეები. პოდიუმზე მეორე ადგილი

ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
ბელგიის გრან-პრის მიმოხილვა
2020-08-31

2020 წლის 30 აგვისტოს, ბელგიაში ფორმულა 1-ის რიგით მეშვიდე ეტაპი გაიმართა. რბოლას, რა თქმა უნდა, არდენების რეგიონში, მდებარე ავტოდრომმა „Circuit de Spa-Francorchamps“-მა უმასპინძლა.

Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Lewis Hamilton-მა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
2020-07-13

სეზონის პირველი გამარჯვება Styrian Grand Prix-ში Lewis Hamilton-მა მოიპოვა. ჰამილტონის კარიერაში ეს რიგით 84-ე გამარჯვებაა. პოდიუმზე მეორე ადგილი, მისმა თანაგუნდელმა Valtteri Bottas-მა დაიკავა,