2020-11-03

კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილზე, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. აგერ ამერიკულმა კომპანიამ, Chevrolet-მა, 70-იანი წლების ყველგან მავალი, K5 Blazer ელექტრომობილად გადააკეთა. ეს მეტად უცნაური პროექტი, SEMA-ს აუტო შოუსთვის იქნა შექმნილი, თუმცა ონლაინ პრემიერის შემდეგ, შევის ოფისში უამრავი ზარი შევიდა, ყველას სურს ელექტრო K5 Blazer-ის შეძენა. 

თავდაპირველად, 1977 წლის შევი K5 Blazer, აღჭურვილი იყო ე.წ. 400 „small-block" 6.6 V8 ძრავით და გამოიმუშავებდა 175 ცხენის ძალას, ხოლო ძრავა დაწყვილებული იყო სამ საფეხურიან, ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. Chevrolet-ის ინჟინრებმა, მოძველებული „შიგაწვის ძრავა“ და მისი კომპონენტები, Chevrolet Bolt-ის ელექტრო ძრავებით ჩაანაცვლეს. რა თქმა უნდა, კლასიკურ შევის, მისი უნიკალური სარიგებელი კოლოფი, კარდანული ლილვი და სრული ამძრავი სისტემა ხელუხლებელი დარჩა.

ელექტრო K5 Blazer-ი, აღჭურვილია 60 kWh სიმძლავრის ელემენტით. შევის 200 ცხენის ძალის და 361 ნიუტონ მეტრის გამომუშავება შეუძლია. ამ ეტაპზე ტექნიკურ მონაცემებს არ ასაჯაროვებენ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდთ, რომ ელექტრო ყველგან მავალს, რეკუპერაციის ხარჯზე, ერთი დამუხტვით 380 კილომეტრის გავლა შეეძლება.

ლეგენდარული მოდელის დებიუტი, 2021 წლის იანვარში, SEMA Show– ზე შედგება. ელექტრო K5 Blazer-ის გაყიდვები 2021 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ფაქტი სახეზეა, ეკომეგობრულ ტრანსპორტზე, მითუმეტეს კლასიკურ მოდელებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად ვიმედოვნოთ, რომ მომავალში სხვადასხვა ავტომწარმოებლები საკულტო მოდელებს ახალ სიცოცხლეს მისცემენ. 


 

მსგავსი სტატიები

Როგორ შევარჩიოთ ავტომობილი
Როგორ შევარჩიოთ ავტომობილი

თუ ავტომობილების ინდუსტრიაში ახლა იწყებ გარკვევას, ან თუ უკვე ბევრი წელია, რაც ახალი ავტომობილი არ შეგიძენია, შესაძლოა, რთული იყოს მიხვდე საიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში, ალბათ, გაინტერესებს Როგორ უნდა გაარკვიო რომელი მანქანა შეესაბამება შენს

Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის
Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის
2022-06-22

Myparts.ge საქართველოში ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი პლატფორმაა. კომპანიის მიზანი, Myparts.ge-ის ვებგვერდით სარგებლობისას ავტომფლობელებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო გამოცდილების შექმ

Myauto-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა
Myauto-ს აპლიკაციის ბეტა ვერსია გაეშვა
2020-08-25

Myauto-ს პირველი მობილური აპლიკაციის ბეტა ტესტირება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია IOS და Android მოწყობილობებზე. აპლიკაციის დახმარებით უფრო მარტივად და კომფორტულად ნახავ საშენო ავტომობილს უკვე ერთი თითის გაწვდენაზე, რომელიც გამოირჩევა თან