2020-10-26

Brabus-მა ახალი სათამაშო, Rocket 900 წარადგინა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 სიტყვათა კომბინაცია, Brabus - Rocket უკვე მიგვითითებს, რომ ეს არის რაღაც არაორდინალური მოდელი, რომელიც მხოლოდ რჩეულებისთვისაა დამზადებული და საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს მისი შეძენა არ შეეძლება, რადგან ავტომობილის ფასი 435,000 ევრო ეღირება. ჯამში ათი ეგზემპლარის დამზადდება იგეგმება.

2020 წლის, Brabus Rocket 900-ს, სრული ამძრავი თვლები აქვს. ის აღჭურვილია, 4.5 V8 biturbo ძრავით და დაწყვილებულია ცხრა საფეხურიან (SPEEDSHIFT MCT 9 ) ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ბრაბუსი 900 ცხენის ძალას და 1250 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა გადაცემათა კოლოფის გამო, გერმანელებს ძრავის მაქსიმალური მომენტის, 1050-ზე შეზღუდვა მოუწიათ. 0-დან 100 კმ/სთ-ს გასავითარებლად, 2.8 წამი სჭირდება, ხოლო 300 კმ/სთ-ს 23.9 წამში ავითარებს. საბურავების გამო, მისი მაქსიმალური სიჩქარე, ელექტრონულად 330 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.

Brabus Rocket 900-ს, ფუტურისტული დიზაინი აქვს, ძარისთვის სპეციალურად შეირჩა საღებავი, Stealth Grey. ბრაბუსი უფრო ექსცენტრიულ პროფესორს ემმეტ ბრაუნს შეეფერება, ვიდრე რომელიმე „მილიარდელს“. მომავლის ავტომობილს, წინ 21-იანი Monoblock Z დაუყენეს, ხოლო უკან 22-იანი დისკები. გზაზე იდეალურ მოჭიდებას, P Zero-ს საბურავები უზრუნველყოფს. წინ 275/35 R21, უკან 335/25 R22.

ავტომობილის ფრთები, ბამპერები, სპოილერი და უკანა დიფუზორი დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან, ხოლო ფრთის თაღები, კევლარისგან. ძარა სიგანეში 78 მმ-ით გაგანიერდა. Brabus Rocket 900 აღჭურვილია, საფირმო Brabus Airmatic Sport პნევმატიკური საკიდარით. მისი მეშვეობით, კლირენსი 25 მმ-ით დაბალია, ვიდრე სტანდარტული Mercedes-AMG GT 63 S 4MATIC+. რაც შეეხება ინტერიერს, რა თქმა უნდა, გამოყენებულია, ნატურალური ტყავი და ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული დეტალები. აქ შენ დაგხვდება, მულტიფუნქციური საჭე, კოკპიტში ჩაშენებული ციფრული 12.3-იანი ხელსაწყოთა პანელი და 12.3-იანი თაჩსქრინ-LCD დისფლეი და განახლებული მეორე თაობის MBUX სისტემა.




მსგავსი სტატიები

2021 Audi Q5
2021 Audi Q5
2020-07-01

გერმანელებმა განახლებული Audi Q5 წარმოგვიდგინეს, ეს არის რიგით მეორე თაობა. Q5-მა სინათლე, პირველად 2017 წელს იხილა და კომპაქტურმა კროსოვერმა, მალევე შეძლო მომხმარებლების გულის დაპყრობა. ზოგადად მსოფლიოში, ქროსოვერების პოპულარობა წლიდან წლ

2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა
2020-04-10

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში შეწყდა მექანიკური კოლოფებით MINI-ის გაყიდვები. ყველას ეგონა, რომ „მექანიკა“ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაზარმა დაგვანახა რომ მასზე მოთხოვნა ისევ მაღალია რა უნდა ექნა ბრენდს ? გაყიდვებზე უარს ხომ არ იტყოდნენ ?

Რა უნდა იცოდე მოტოციკლეტის შესახებ
Რა უნდა იცოდე მოტოციკლეტის შესახებ
2023-01-12

Პირველი ადამიანი, რომელმაც ველოსიპედს ძრავი დაადგა, ალბათ, თავისი დროის ხალხისთვის გიჟად იწოდებოდა. თუმცა, მისმა გამოგონებამ ადამიანების გონებასა და გულში სამუდამო ადგილი დაიკავა და დღეს თანამედროვე მოტოციკლი ბევრი ჩვენგანის საყვარელი გადაა