2020-10-22

საქართველოს ჩემპიონატი კარტინგში - მესამე ფინალური ეტაპი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 კვირას, 2020 წლის 25 ოქტომბერს, რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე, საქართველოს ჩემპიონატი, კარტინგში Rotax Micro/Mini Max კლასში ფინალური ეტაპი გაიმართება. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მასში, ათამდე ლიცენზირებული, მოზარდი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოზარდების ვარჯიში კი, ირაკლი ხიდეშელის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

15 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში კარტინგის ჩემპიონატი, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროორს მხარდამჭერითა და Karting Club Georgia -ს ორგანიზებით იმართება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სახეობა ? კარტინგი, ავტოსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა. მისი მეშვეობით მოზარდი ეუფლება საჭირო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: სწრაფი რეაგირება, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება და სხვა. რეალურად მასზე სწავლობენ სარბოლო ტიპის მანქანის მართვის საბაზისო დეტალებს.  

სად ტარდება ? რბოლა ძირითადად, მოკლე დაგეგმარების ავტოდრომზე იმართება, თუმცა არის პრეცედენტები, როდესაც სრული მოცულობის ავტოდრომზეც, ჩატარებულა ესა თუ ის ჩემპიონატი.

ისტორია: კარტინგის ფუძემდებლად, სპორტული ავტომობილების ინჟინერი და მრბოლელი ამერიკელი, არტ ინგელსი (Art Ingels) ითვლება. პირველი კარტ- ავტომობილი 1956 წელს შეიქმნა. კარტინგმა მალევე მოიხვეჭა სახელი, როგორც ამერიკაში ასევე ევროპაშიც.

1957 წელს კი, კომპანია Go Kart Manufacturing Co. დაარსდა. ეს გახლავთ პირველი კომპანია, რომელმაც კარტ- ავტომობილის წარმოება დაიწყო, ხოლო 1959 წელს კომპანია McCulloch-მა, კარტ-ავტომობილისთვის, ორტაქტიანი  MC-10 ძრავების წარმოებას შეუდგა.


პირველი ოფიციალური რბოლა, 1959 წელს კალიფორნიაში, ქალაქ Azusa-ში გაიმართა, ხოლო 1962 წლიდან, კარტინგი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA), მართველობის ქვეშ მოექცა.

რომელმა მრბოლელმა დაიწყო კარიერა კარტინგით ?

Ayrton Senna

Michael Schumacher

Lewis Hamilton

მსგავსი სტატიები

Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
Scuderia Ferrari - ცვლილებების დროა
2020-07-23

2020 წლის სეზონი, ფერარისთვის კატასტროფული გამოდგა. სამი ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასის ორთაბრძოლაში, სკუდერია ფერარი (Scuderia Ferrari) მეხუთე პოზიციას იკავებს და საგრძნობლად ჩამორჩება მეტოქეებს. ზოგადად ფერარის პრობლემა მარტო არასაკმა

Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
Red Bull Racing ძრავების წარმოებას აპირებს
2020-11-04

2021 წლის ბოლოს, კომპანია Honda, ფორმულა ერთს ოფიციალურად დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მოწმენდილ ცაზე, მეხი გავარდა. ამდაგვარ სცენარს არავინ ელოდა. ყველაზე რთულ სიტუაციაში, Red Bull Racing და AlphaTauri აღმოჩნდა.

Dakar Rally 2020
Dakar Rally 2020
2020-01-06

კვირას, 2020 წლის 5 იანვარს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში სტარტი აიღო რიგით 42-ე „Dakar Rally“-იმ , მისი საერთო სიგრძე 7,856 კილომეტრია და 12 ეტაპისგან შედგება. ღონისძიების გამარჯვებულებს კი 17 იანვარს ქალაქ Qiddiya-ში გამოავლენენ.