2020-10-16

Audi TT RS „40 Years of Quattro“

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 კომპანია Audi-იმ სპეციალური მოდელის, TT RS-ის წარმოება დაანონსა. შეიძლება ლეგიტიმური კითხვა დაგებადოთ: რა აქვს ამ მოდელს სპეციალური და განსაკუთრებული? საქმე იმაშია, რომ 40 წლის წინ, 1980 წლის 3 მარტს, ჟენევის ავტოშოუზე კომპანია Audi-იმ, Ur-Quattro წარადგინა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან 40 წელია გასული. შესაბამისად ამ თარიღს მიუძღვნეს ლიმიტირებული მოდელი, TT RS „40 Years of Quattro“. ჯამში 40 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი, ისიც გერმანიის ბაზრისთვის.

TT RS „40 Years of Quattro“ ისეთივე ფერებში იქნება, როგორიც 1987 წლის, Walter Röhrl-ის, Audi Sport Quattro S1-ის სპეციალური ვერსია, რომელიც „Pikes Peak“ ეტაპისთვის იქნა დამზადებული. თანამედროვე მოდელის ექსტერიერი, რა თქმა უნდა, ისეთივე შთამბეჭდავი ვერ იქნება, მაგრამ ისიც დასაფასებელია, რომ კომპანია დიდ ისტორიას არ ივიწყებს.

რაც შეეხება, TT RS „40 Years of Quattro“-ს ტექნიკურ მონაცემებს, ის აღჭურვილი იქნება: ხუთცილინდრიანი, 2.5 TFSI ძრავით და დაწყვილებული იქნება 7 საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან. ლიმიტირებულ აუდი, 394 ცხენის ძალის და 480 ნიუტონ მეტრის გამომუშავებას შეძლებს. სიმძლავრე, წინა და უკანა ღერძებს შორის, მრავალდისკოიანი გადაბმულობის წყალობით გადანაწილდება. 0-დან 100 კმ/სთ-ს, სულ რაღაც 3.7 წამში განავითარებს. ცუდი მონაცემები ნამდვილად არაა, მაგრამ ნამდვილი მონსტრისგან ძალიან შორს დგას.

ინტერიერი მძღოლზეა ფოკუსირებული, კოკპიტი არაა გადატვირთული ღილაკებით.  გაწყობილია ალკანტარით. აქ არის  RS-ის საფირმო სპორტული სავარძლები, უკანა სავარძლების მაგიერ, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული განმბჯენია (распорка) დამონტაჟებული. ავტომობილი 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი თუ მოგეწონა და გსურს დაეუფლო ლიმიტირებულ  TT RS-ს, მაშინ 114,040 ევროს გამზადება მოგიწევს.

მსგავსი სტატიები

„ველური ცხენი“ ხმაურიანად დაბრუნდა
„ველური ცხენი“ ხმაურიანად დაბრუნდა
2020-07-14

13 ივლისს, ამერიკის დროით 8 p.m, Ford Bronco-ს პრეზენტაცია გაიმართა. 24 წლის შემდეგ „ველური ცხენი“ ხმაურიანად დაბრუნდა. მასში შერწყუმილია, როგორც 60-იანი წლების, ასევე თანამედროვე დიზაინი. შეგიძლია აირჩიო, ორკარიანი ან ოთკარიან მოდელი, მათ

 2021 Lexus IS
2021 Lexus IS
2020-06-23

Lexus-მა განახლებული, მეოთხე თაობის IS წარმოგვიდგინა. საერთოდ Lexus ეს არის, დინამიურობისა და კომფორტის იდეალური კომბინაციაა. მისი ყოლა ჩვენს სტილს უსვამს ხაზს.

მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
მწვანე წესრიგი და ავტოინდუსტრია
2020-12-08

ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. ჰაერი დაბიძნურებულია, ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწა