2020-10-15

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპოსის, მთავარი ღვთაებისთვის, ოდინისთვისაა შექმნილი.  

Volkswagen Golf GTI Clubsport-ის კაპოტ ქვეშ, ერთრიგა, ოთხცილინდრიანი 2.0 Turbo ძრავა იმალება. ის 300 ცხენის ძალას და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს და დაწყვილებულია, 7 საფეხურიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (DSG). ახალ Clubsport-ს, 0-დან 100-მდე გავითარება, 6 წამზე ნაკლებ დროში შეეძლება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე, ტრადიციულად 250 კმ/სთ-ზე იქნება შეზღუდული. სამწუხარო ის გახლავთ, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფით, მისი შეძენა შეუძლებელი იქნება, არა და 300 ცხენის მართვა, მექანიკური კოლოფით ბევრად უფრო სახალისო იქნებოდა, თუმცა იდეალური სამყარო არ არსებობს.

სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, GTI Clubsport-ს უფრო აგრესიული და ათლეტური ექსტერიერით მარტივად გამოვარჩევთ, უკან, დიდი სპოილერი და დიფუზორი დაუყენეს. გაუმჯობესებულია წინა მუხრუჭები, ინჟინრებმა კლირენსი 15 სანტიმეტრით დაწიეს და ნახევრად აქტიური საკიდარით აღჭურვეს. ამ ავტომობილის უნიკალურობა ის არის, რომ თუ ნიურბურგრინგს (Nürburgring Nordschleife) ესტუმრები და მართვის რეჟიმ Special-ს გააქტიურებ, შენი ავტომობილის დაკიდების სისტემა, უფრო რბილი გახდება და მოერგება ნიურბურგრინგისთვის საჭირო პარამეტრებს. თუმცა ამ ყველაფერს ფასი დაეკარგებოდა, Clubsport აღჭურვილი, რომ არ ყოფილიყო, ელექტრონულად მართვადი ბლოკირებადი დიფერენციალით. GTI Clubsport-ს 18-იანი დისკები დაუყენს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, უფრო მსუბუქი ალუმინის ნაჭედი დისკებით აღეჭურვათ, თუნდაც OZ Superturismo-თი. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. 

მსგავსი სტატიები

ავტორბოლის  ისტორია და განვითარება საქართველოში
ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში

Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძაიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
2020-11-10

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერ

2021 წელს Opel-ი იაპონიაში დაბრუნდება
2021 წელს Opel-ი იაპონიაში დაბრუნდება
2020-04-12

14 წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული კომპანია Opel-ი იაპონიაში ბრუნდება. პირველ ეტაპზე სამი მოდელით იქნება წარდგენილი: ელექტრო Corsa-e, Combo Life და კროსოვერი Grandland X Hybrid4.