2020-10-13

Mercedes-Benz EQC 4x4² - ელექტრო ყველგან მავალი

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 შეიძლება ელექტრომობილი განვიხილოთ, როგორც სერიოზულ უგზოობის ავტომობილად ? პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა ! შენს წინაშეა, Mercedes-ის კონცეპტუალური მოდელი EQC 4x4². მომავლის ავტომობილის შექმნას, იურგენ ებერლე ხელმძღვანელობს. ამ ადამიანმა უკვე გვაჩუქა უნიკალური მოდელი, Mercedes-Benz G 500 4x4².


რას წარმოადგენს EQC 4x4² ? - მომავლის ყველგან მავალი, სრულიად ინოვაციურ ხედვას წარმოადგენს. პროექტისთვის გამოყენებულია, Mercedes-Benz-ის საბაზისო კროსოვერი, EQC 400 4Matic. ინჟინრებმა 80 kWh სიმძლავრის, ელექტრო ძრავები უცვლელად დატოვეს. EQC 4x4²-ს, თითო ლიანდაზე თითო ელექტრო ძრავა აქვს და ჯამში 408 ცხენის ძალას და 765 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.


რა შეიცვალა ?კონცეპტუალური მოდელს დამოუკიდებელი საკიდარი აქვს (независимая подвеска), გაუმჯობესდა მისი: ამორტიზატორები, ზამბარები, განივი ბერკეტები თუ საჭის განივი საწევი. EQC 4x4²-ის კლირენსი, 153 მმ-დან 293-მდე გაიზარდა, ხოლო წინა განაკიდის კუთხე 31,8 გრადუსს შეადგენს, ხოლო უკანა განაკიდის კუთხე 33-ს.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ელექტრო ყველგან მავალს, 400 მმ სიღრმის გუბეში უპრობლემოდ გაივლის. მას არ აქვს კლასიკური მამცირებელი გადაცემის ჩართვის ფუნქცია, თუმცა უგზოობაზე თავდაჯერებულად, რომ გრძნობდე თავს ინჟინრებმა, ორი ახალი მართვის რეჟიმი დაამატეს: Offroad და Offroad Plus. ავტომობილი აღჭურვილია უგზოობისთვის განკუთვნილი, Cooper Zeon-ის ბრენდის 285/50 R20 საბურავებით.


როდის ვიხილავთ ? თუ როდის გამოვა კონცეპტუალური მოდელი, ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. თუმცა წარსულში უკვე გვაქვს კარგი მაგალითი. თავდაპირველად, Mercedes-Benz G 500 4x4² შეიქმნა საგამოფენო სივრცისთვის, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, მერსედესმა შეზღუდული რაოდენობით, მაინც დაიწყო უნიკალური ყველგან მავალის წარმოება.

მსგავსი სტატიები

საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
2020-12-25

მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ყველაფერი გაჩერებულია, კურიერები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობენ, თან გაუჩერებლად ამიტომ, სკუტ სკუტში, საახალწლოდ ექსკლუზიური ფასდაკლება იქნება მხოლოდ კურიერებისთვის

2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020 Honda Odyssey - ოჯახის მეგობარი
2020-04-08

აოჯახო ავტომობილის შეძენისას, ბევრი ფიქრი გვიწევს, ბაზარზე არჩევანი ფართოა, მაგრამ ყველა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, აღმოვაჩენთ ასეთ მშვენიერ საოჯახო მანქანას,

5 საავტომობილო თამაში, რომელიც კარანტინის დროს უნდა ითამაშო
5 საავტომობილო თამაში, რომელიც კარანტინის დროს უნდა ითამაშო
2020-04-17

კორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელებამ, ჩვენი დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა, მოგვიწია სხვადასხვა ღონისძიებე თუ სპორტულ აქტივობებზე უარის თქმა, ხოლო 17 აპრილის შუადღის 12:00 საათიდან, ავტომობილებით გადაადგილებაც აგვეკრძალა, მაგრამ არ ინერვიულ