Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
წინა საუკუნის 5 მოდელი, რომლებიც დღემდე იწარმოება
2020-10-02

წინა საუკუნის 5 მოდელი, რომლებიც დღემდე იწარმოება

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 დღევანდელ ბლოგ-პოსტში, ვისაუბრებ წინა საუკუნის ავტომობილებზე, რომლებიც დღემდე იწარმოება და მათი შეძენა „ცენტრიდანაა“ შესაძლებელი. არა და დიდი თუ პატარა კომპანიები, აქტიურად საუბრობენ და მუშაობენ ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილების შექმნაზე.

Peugeot 405გაგიკვირდება და პეჟო 405-ს, აზერბაიჯანული კომპანია Azərmaş 2019 წლიდან აწარმოებს. აზერბაიჯანში პეჟო 405-ს სახელი შეუცვალეს და მასს, Peugeot Khazar 406 ეწოდება. აზერბაიჯანი წელიწადში 10,000 ეგზემპლარს აწარმოებს. მორალულარად თუ ტექნიკურად მოძველებული, Peugeot Khazar 406-ის ფასი $7.950 შეადგენს.  

ტექნიკური მონაცემები: Peugeot Khazar 406 აღჭურვილია: 99 ცხენის ძალიანი, ოთხცილინდრიანი, 1.8 ძრავით. გადაცემათა კოლოფი შეგიძლია მექანიკა აირჩიო ან ავტომატური.


УАЗ-469 - პარადოქსია, მაგრამ რუსული „უანალოგო“ ყველგან მავალი УАЗ-469, აგერ უკვე 48 წელია, რაც უცვლელად იწარმოება. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სახელი შეუცვალეს და Хантер დაარქვეს (УАЗ-315195), სხვა დანარჩენი თითქმის იგივე დარჩა, თუ მცირედ ცვლილებებს არ ჩავთვლით, როგორიცაა მყარი სახურავი და ცოტა მეტი პლასმასის დეტალები ინტერიერში. თუ ნოსტალგიები მოგაწვა, მისი შეძენა უაზის ცენტრიდან, სულ რაღაც $9,360-ადაა შესაძლებელი.


ისტორია: საბჭოთა კავშირშირმა, УАЗ-469-ის წარმოება 1972 წელს დაიწყო. საბჭოური „ჰამერი“ ულიანოვსკის ავტოქარხანაში იწარმოებოდა. მრავალფუნქციური ყველგანმავალი განკუთვნილი იყო ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად.

SAIPA 111- Saipa Motor Corporation, ეს არის ირანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს აწარმოებს. მაგალითად  ბიუჯეტური, ირანული ავტომბილი Saipa 111, იგივეა რაც Ford Festiva. ფორდი 1986 - 2002 წლებში იწარმოებოდა, თუმცა ირანში 2020 წლის Saipa 111-ის შეძენა $6,450-ად შეგვიძლია.


Zamyad Z24 - ახლო აღმოსავლეთში ძალიან პოპულალური მოდელია, მისი წარმოება ირანში 70-იან წლებში დაიწყეს. მთავარი ისაა, რომ Zamyad Z24 იგივე Nissan Junior გახლავთ. მისი შეძენა დღესაც კი შეგიძლიათ, სულ რაღაც 8,500 დოლარად.


Toyota Land Cruiser (J70) - კლდესავით მტკიცე და უშიშარი იაპონელის ისტორია, 1984 წელს დაიწყო. 36 წლის განმალობაში ტიოტას არასდროს უფიქრია, ლეგენდარული მოდელი კონვეირიდან მოეხსნა, რადგან ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, ეს კი კომპანიას ხელს უწყობს მიიღოს დამატებითი შემოსავალი. 2021 წლის, Toyota LandCruiser J70-ის ფასი $67,400-დან იწყება.


მსგავსი სტატიები

7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
2020-10-19

1909 წელს, საფრნაგეთის ქალაქ Molsheim-ში, კომპანია Bugatti დაარსდა. მას შემდეგ 111 წელი გავიდა, სამყარო რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდის ლოგომ დროს გაუძლო. ზოგადად ლოგო ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარე

Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
Bugatti-ის მორიგი სრულყოფილება
2020-10-29

მიუხედავად იმისა, რომ Bugatti-ის, რთულ პირობებში უწევს არსებობა, კომპანიამ მაინც შეძლო ჩვენი გაოცება. რამდენიმე დღის წინ, პროტოტუპული მოდელი Bugatti Bolide წარადგინეს. „Bolide“ ავტოდრომისთვის განკუთვნილი ჰიპერავტომობილია. ზოგადად ფუტურისტულ

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო