2020-09-17

საბურთალოზე საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, 10 სექტემბრიდან  რამდენიმე გამზირსა და ქუჩაზე ამოქმედდა.

პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).


მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინისა და ყაზბეგის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აგვისტოდან, ათი საინფორმაციო პავილიონი განთავსდა, სადაც მოსახლეობა რეგისტრაციასა და დეტალური ინფორმაციის მიღება შეძლია.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრეს ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირებას

პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრომობილების მფლობელებსა და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებს არ შეეეხება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 603 ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი - 68 ადგილი, ყაზბეგის გამზირი - 43 ადგილი, მიცკევიჩის ქუჩა - 71 ადგილი, ცინცაძის ქუჩა - 31, ბახტრიონის ქუჩა - 56, პეკინის გამზირი-ჟვანიას მოედანი - 211, გამრეკელის ქუჩა 123.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

მსგავსი სტატიები

მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
მარტივად ნახე საშენო ავტომობილები ავტოცენტრებისგან
2020-10-26

Myauto-ს, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს და 250,000-ზე მეტი შეთავაზება თავსდება. აქ პრაქტიკულად ნებისმიერი გემოვნებისა და მსყიდველობითი უნარის მქონე ადამიანი მარტივად ნახავს სასურველ ავტომობილს.

ავტორბოლის  ისტორია და განვითარება საქართველოში
ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში

Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძაიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.

მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
მომავლის ჰიპერმანქანა- Hyperion XP-1
2020-08-13

უცხოპლანეტელების ჰიპერმანქანა არ გეგონოთ, ეს არის კომპანია Hyperion Motors-ის ინჟინრული შედევრი, რომლის დამზადებაში აქტიურადაა გამოყენებული კოსმოსური ტექნოლოგიები. ინჟინრებს რამდენიმე წელიწადი დაჭირდათ, რათა გიჟური იდეები რეალობად ექციათ. კ