2020-09-17

2004-12 წლის Mercedes-Benz А-კლასის 6 გავრცელებული პრობლემა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მეორე თაობის А-კლასის Mercedes-Benz, 2004-2012 წლებში იწარმოებოდა. W169 წინასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო დაიხვეწა, მეტი ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების საიკითხს. 15%-ით გაიზარდა W169-ის ტვირთამწეობა. 2008 წელს ავტომობილმა განიცადა მცირედი განახლება (Facelift). რესტაილინგის წყალობით შეიცვალა, წინა და უკანა მაშუქები, ბამპერები, გვერდითა სარკეები, ხოლო A150 და A170 მოდელებისთვის, დაემატა ისეთი სასარგებლო სისტემა როგორიცაა: Start-stop system. საქართველოში მეორე თაობის А-კლასის ფასი $2,500-დან, $3,500-მდე მერყეობს. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ გამომდგარიაა ? ამის შესახებ კი დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ.

ძარა- თანამედროვე ავტომობილების ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე აღარაა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო. კოროზია ძირითადად, არარესტაილინგ 2004-2008 წლებში გამოშვებულ А-კლასს ემტერება. სანამ მანქანას შეიძენ, მეთუნუქეს კარგად შეამოწმებინე. კოროზია ჩნდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა: საბარგულის კარი, კარებების ქვედა ნაწილი, ფრთის თაღები და ფრთები. კოროზიის აღმოჩენის შემთხვევაში, ის დროულად უნდა დამუშავდეს. რაც შეეხება განახლებულ (Facelift) А-კლასს, რომელიც 2008 წლიდან იწარმოებოდა, მისი ძარა შედარებით გამძლეა და მდგრადია კოროზიის მიმართ.

სავალი ნაწილები- А-კლასს ცუდი გზები არ უყვარს, სავალ ნაწილში ყველაზე ხშირად, ე.წ. „სტერჟინები“ (Anti Roll Bar Link) ფუჭდება.

დაკიდების სისტემა- ყველაზე სუსტი წერტილი, უკანა ამორტიზატორებია. საშუალო რესურსი 70,000 კილომეტრს შეადგენს.

მუხრუჭები - პერიოდულად ყურადღება უნდა მიაქციოთ, მუხრუჭების მილაკს (тормозные трубки). მისი მთავარი მტერი ისევ და ისევ კოროზიაა. კოროზიის გამო, შეიძლება მილაკი გამოძვრეს და დაიღვაროს სამუხრუჭე სითხე (Brake fluid), შესაბამისად აღმოჩნდებით მუხრუჭების გარეშე ანუ საავარიო სიტუაციაში.

საჭით მართვის სისტემა - W169, საჭის ელექტროგამაძლიერებელითაა აღჭურვილი. ის საკმაოდ საიმედოა, მაგრამ ყველაზე ხშირად საჭის მოხვევის გარდამქმნელი (steering wheel sensor) გამოდის მწყობრიდან. ძირითადი სიმპტომი, შემდეგნაირია: თუ ხელსაწყოთა პანელზე, ESP-ის ნათურა აინთო ან უარეს შემთხვევაში გაითიშა საჭის ელექტროგამაძლიერებელი, ესეიგი საჭის მოხვევის გარდამქმნელი გამოვიდა მწყობრიდან. პირველ რიგში ჯობია კონტაქტები შეამოწმო, ასევე მიმავალი კაბელები. გარდამქმნელს, ზოგჯერ გაწმენდაც შველის. 

გადაცემათა კოლოფი - А-კლასის ვარიატორული გადაცემათა კოლოფი CVT, უხეშ ექსპლუატაციას, როგორიცაა მაღალი გაზით სწრაფი დაძვრა ან გადახურებას ვერ უძლებს. მასში ზეთი ყოველ 50,000 კილომეტრში ერთხლე მაინც უნდა შეცვალო თუ გინდა რომ დიდხანს გემსახუროს. ყიდვამდე კი კოლოფი სპეციალისტს შეამოწმებინე.

 

 

თეგები

მსგავსი სტატიები

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2020-07-02

დღეს განვიხილავთ მეხუთე სერიას BMW F10-ს. ის იწარმოებოდა 2010-დან 2017 წლამდე. საქართველოში BMW F10 550-ის ფასი: $8,000-დან $20,000-მდე მერყეობს, ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით ბავარი

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
2020-04-21

15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო. დღეს პირველი თაობის მინი აღარ ღირს კოლუსალური თანხა და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კ

Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
Toyota Corolla (E140/150)-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-05-04

იაპონური მანქანები ჩვენს ქვეყანაში, ბოლო თხუთმეტი წლის განმალობაში საკმაოდ მომრავლდა. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ იაპონური მანქანები საიმედოობით გამოირჩევიან. მაგალითად თბილისურ ქუჩებში ხშირად მხვდება მეათე თაობის Toyota Corolla (