2020-09-12

Lucid Motors-მა სერიული ელექტრო სედანი წარადგინა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 
 დიდხ ნიანი ლოდინის შემდეგ, კომპანია Lucid Motors-მა, სერიული ელექტრო სედანი Lucid Air წარადგინა. თავდაპირველად მისი დებიუტი, 2020 წლის 10 აპრილს, New York-ის ავტოშოუზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ავტოშოუ სამწუხაროდ გაუქმდა.

Lucid Motors, ეს არის შედარებით ახალი კომპანია, რომელსაც უდიდესი ამბიციები აქვს. მას ზოგჯერ „Tesla killer“-საც უწოდებენ, მაგრამ კომპანიის CEO-ს Peter Rawlinson-ის, თქმით კონკურენტად მოიაზრებენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Mercedes-Benz, Audi და BMW. ერთ-ერთ ინტერვიუში, პიტერ როულინსონმა განაცხადა, რომ სურს ისეთი მანქანა შექმნას, როგორიცაა Mercedes-Benz S class.


2021 წლიდან, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, Lucid Motors-ის სამი მოდელი იქნება წარმოდგენილი.

  • Air Touring – 620 ცხ.ძ / AWD - $95,000
  • Air Grand Touring - 800 ცხ.ძ / AWD - $139,000
  • Lucid Air Dream Edition 1080 ცხ.ძ / AWD - $169,000

ავტომობილის სიგრძე 4975 მმ-ს შეადგენს, სამი ვერსია სრული ამძრავი თვლებით (AWD) იქნება წარმოდგენილი. Lucid Motors-ის ელექტრო სედანი აწყობილია, LEAP (Lucid Electric Advanced Platform) პლატფორმაზე და აღჭურვილია სტანდარტული ზამბარებით, ხოლო ამორტიზატორები ელექტრონულად მართვადია. ყველა ვერსიას ორი საბარგული ექნება, აქედან წინ 202 ლიტრის, ხოლო უკან 456 ლიტრის.

620 ცხენის ძალიანი Air Touring, აღჭურვილი იქნება 75 kwh სიმძლავრის ელემენტით, ერთი დამუხტვით 653 კილომეტრის გავლას შეძლებ, ხოლო Air Grand Touring შედარებით მძლავრი ვერსიაა, მას 113 kwh სიმძლავრის ელემენტი აქვს და 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება მანძილის დაფარვას: ერთი დამუხტვით, 832 კილომეტრს დაფარავ. მარტივად, რომ წარმოიდგინო: თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშუტს უფასოდ გაივლი. დაბოლოს, ყველაზე ტოპ ვერსიას Air Dream Edition-ს, 1080 ცხენის ძალა ექნება და 810 კილომეტრს გაგატარებს.


2022 წლიდან „საბაზისო მოდელიც“ გამოჩნდება, მისი ფასი $80,000 იქნება. წინასწარი ინფორმაციით, საბაზისო მოდელი უკანა წამყვანი იქნება და აღჭურვილი იქნება 75 kwh სიმძლავრის ლითიუმ-იონის ელემენტით. მას 400 ცხენის ძალისა და 600 ნიუტონ მეტრის გამომუშავებას შეძლებს და ერთი დამუხტვით 480 კილომეტრს გაივლის. მოკლედ Lucid Motors-ის ელექტრო სედანი, Porsche Taycan-ზე იაფია და Tesla Model S-ზე ძვირი.

 

ინტერიერი - Lucid Motors-ის ელექტრო სედანი, გაწყობილია უმაღლესი ხარისხის მასალებით. მძღოლისთვის ჩაშენებულია OLED 34 დუიმიანი, მოხრილი დისფლეი, 5K გაფართოებით, ხოლო მეორე ვერტიკალურად სენსორული ეკრანი ჩაშენებულია ცენტრალურ კონსოლში. მისი მეშვეობით შეგიძლია, მართო მულტიმედია, კლიმატკონტროლი და სხვა. სამწუხაროდ კალიფორნიაში ბაზირებული სტარტაპ-კომპანია, ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას არ გვიმხელს.


 

 

 

მსგავსი სტატიები

პირველი ქართული ავტოაუქციონი
პირველი ქართული ავტოაუქციონი
2020-06-17

Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.

Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
Nissan Z Proto - თანამედროვეობის და ტრადიციების იდეალური ნაზავი
2020-09-16

„სიყვარული ერთი შეხედვით“, ასე დავახასიათებდი ნისანის კონცეპტუალურ მოდელს, რომელიც დიდხნიანი ლოდინის შემდეგ წარმოგვიდგინეს. დიზაინს კარგად თუ დავაკვირდებით, პირველი თაობის Nissan S30-ის სილუეტს მარტივად შევამჩნევთ. ერთი სიტყვით Nissan Z Pro

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
2020-02-07

ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, ჩვენ ადამიანები ვცდილობთ რაიმე უნიკალური მოვიძიოთ, ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები. დღეს მინდა შემოგთავაზო ის უნიკალური ტრანსპორტი, რისი ნახვაც შეგვიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.